Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
მამა ფილოთეოს ზერვაკოსი († 1980 წლის 8 მაისი) და სიკვდილი, რომელიც უკუიქცა | PEMPTOUSIA

მამა ფილოთეოს ზერვაკოსი († 1980 წლის 8 მაისი) და სიკვდილი, რომელიც უკუიქცა

29 May 2015

თანამედროვეობის ერთ-ერთი დიდი ასკეტი, მამა ფილოთეოს ზერვაკოსი, ერისკაცობაში კონსტანტინე, დაიბადა 1884 წლის მაისში. ბავშობის წლებიდან შიეყვარა ეკლესია, გალობა და სასულიერო წიგნების კითხვა. მისი ცხოვრება ნათელი მაგალითი გახლდათ უფლის სიყვარულის და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მეოხების. ერთ ესეთ მაგალითს ქვემოთ გთავაზობთ.

1967 წლის 17 მარტს სამშობიარო სახლში „ნიკა“ ამქვეყანას მოვუვლინე ერთი მეტად ჯანმრთელი ბიჭუნა, რომელიც დაახლოებით 4 კგ. იწონიდა. მე განზრახ ვამბობ სიტყვას – „მეტად ჯანმრთელი“, რადგან ბავშვზე ზუსტად ასე მითხრა სამშობიაროს პედიატრმა – ბატონმა დურიდასმა. სამშობიარო სახლში 6 დღის ყოფნის შემდეგ, იქიდან ჩემს ერთადერთ ვაჟს ჩახუტებული გამოვედი. სახლში ყოველთვის ისე ვზრუნავდი ბავშვზე, როგორც ეს იმავე პედიატრმა მიმითითა. იმის გამო, რომ ვმუშაობდი და ჩემი დეკრეტული შვებულება უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, გავეშურე რაიონის სოციალური დაზღვევის ორგანიზაციაში (კამბას რაიონში), რათა ჩვილი ამეწონა და ახალი მითითებებიც მიმეღო.

Pater Filoteos Zervakos 1

სწორედ იმ წუთიდან ყველაფერი ერთბაშად შეიცვალა. პედიარტმა – ბატონმა პანაღიოტაკისმა გასინჯა ბავშვი და მითხრა: „ჩვილი ავად არის. მას ჰეპატოსპლენომეგალია აქვს (ღვიძლისა და ელენთის ერთდროული გადიდება), აღენიშნება ასევე მაღალი სიცხე და სწორედ ამიტომაც არ ჭამს. ბავშვთა საავადმყოფოში უნდა დააწვინოთ“. გაოგნებული დავრჩი! არ მჯეროდა იმის, რაც მოვისმინე. ძალიან დამწუხრებულმა გავაჩერე ტაქსი და წმიდა სოფიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ამბულატორიულ განყოფილებაში წავედი. პედიატრმა დაუყოვნებლივ გააფორმა ბავშვის საავადმყოფოში დაწვენა „15 – 5 – 1967“.

ბავშვს მეორე დღიდანვე დაუწყეს ჰემატოლოგიური გამოკვლევების ჩატარება, რომელთა შედეგები საერთოდაც არ იყო სასიამოვნო. ექიმმა ასეთი რამ მითხრა: „თქვენი ბავშვი მძიმე ავადმყოფია, მას ჰეპატოსპლენომეგალია აქვს (ღვიძლისა და ელენთის ერთდროული გადიდება). იგი წონაში არ იზრდება, რადგან ყლაპვა არ შეუძლია. სიცხისგან გათანგულია და ამიტომაც თვალებსაც კი ვერ ახელს. სამწუხაროდ, არაფრის გაკეთება შეგვიძლია, მას სისხლში აქვს ხმელთაშუაზღვისპირეთის ანემია – ნამგლისებრუჯრედოვანი. მას დასჭირდება გადასხმა“. მე ექიმს ვკითხე: „და ეს რეგულარულად უნდა მოხდეს?“. „სხვაგვარად შეუძლებელია. ასეთი ბავშვები, თუკი ცოცხლობენ მხოლოდ და მხოლოდ გადასხმებით იზრდებიან, და მონგოლოიდურ სახეს იღებენ“.

საშინლად დამწუხრებული, ყოველგვარი იმედის გარეშე, გამოვედი საავადმყოფოდან, რათა ჩემი მეუღლისთვის დამერეკა და მომხდარის შესახებ მეთქვა. სწორედ ამ ამბის შემდეგ გადავწყვიტეთ ბავშვის მონათვლა და 1967 წლის 19 მაისს მოვნათლეთ კიდეც საავადმყოფოს სამრევლოს მღვდლის მამა ათანასე კუმბულას დახმარებით. ნათლობის საიდუმლოების აღსრულებისას ბავშვს სახელად გიორგი ეწოდა.

ბავშვის ნათლობიდან ორი დღე იყო გასული, რომ 67 წლის 21 მაისს, ჩემმა დამ – ქალბატონმა ფილიო პიციდოპულუმ მითხრა: – ევსტაფია, მოდი მაკედონიის ქუჩაზე წავიდეთ. პაროსიდან ჩამოსულია მამა ფილოთეოს ზერვაკოსი და იქნებ, მან პირჯვარი გადასახოს და დალოცოს ბავშვი? ზუსტად ასეც მოხდა. წმიდა ბერი სწორედ მაშინ ვნახეთ, როდესაც ის მეტად წყნარი და მშვიდი სავარძელზე იჯდა. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“, ამ სიტყვებით შეგვხვდა და დაგვლოცა. მის ფერხთით დავვარდი მუხლებზე და ატირებულმა შევთხოვე, რომ საავადმყოფოში გამოგვყოლოდა, რათა იქ, ჩემი შვილისთვის პირჯვარი გადაესახა.  წმიდა ბერმა სიყვარულით დამადო თავზე ხელი და მითხრა: – არ გიხარია, რომ პატარა ანგელოზი ქრისტესთან ახლოს წავა? – არა, არა, – შეშინებულმა წამოვიყვირე, – მინდა რომ იცოცხლოს. გევედრები, წმიდა ბერო, წამომყევი, რათა პირჯვარი გადასახო მას და კარგად გახდეს. და თუ დაღლილი ხართ, მაშინ აქედან ილოცეთ მისთვის, ერთი და იგივე იქნება, გევედრებით. მაშინ იგი ფეხზე წამოდგა და ასე მითხრა: „დამელოდე, წავალ და ჩავიცმევ“.

როდესაც საავადმყოფოში მივედით, ვნახე რომ ჩემი ქმარი ბავშვის საწოლთან ახლოს იჯდა და შვილს უსაზღვრო უიმედობით აღსავსე თვალებით შეჰყურებდა. ერთგვარი ავადმყოფური სუნთქვა მიანიშნებდა, რომ ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. წმიდა ბერი ჩვილს მიუახლოვდა, ლოცულობდა და პირჯვარს სახავდა იმ ჯვრით, რომელიც გულზე ეკიდა. ამის შემდეგ, მან ღმრთისმშობლის ხატი ბავშვის ბალიშზე მოათავსა და ჰოი, ღმერთო ჩემო, პატარამ მანამდე მილულული თვალები გაახილა და მხოლოდ ერთი წამით შეხედა წმიდა ბერის მოძრავ ხელს.

ატირებული მივუახლოვდი ბერს და ვკითხე: „და ახლა რაღა ვქნა? დავტოვო რომ აქ გარდაიცვალოს? თუ ჩემს სახლში წავიყვანო?“. „არა, ექიმები ბავშვს ორ-სამ დღეში გაგატანენ, მაგრამ ამის შემდეგ პაროსში ჩამომიყვან. მინდა კიდევ ერთხელ გადავსახო მას პირჯვარი“. ამ სიტყვებმა მეტყველების უნარი წაართვა ყველას, ვინც კი იქ თავიანთი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად იყო შეკრებილი. ერთ-ერთმა ექთანმა კი ბერს ასე უთხრა: „რას ამბობთ, მამაო? ბავშვი თავის უკანასკნელ წამებს ითვლის. იქნებ, ექიმებმა ისიც კი ვერ მოასწრონ, რომ ამ საღამოს გადასხმა გაუკეთონ“. წმიდა ბერმა კი თავი გააქნია და მას ასეთი სიტყვები უთხრა: „სხვას ფიქრობთ თქვენ და სხვას – ღმრთისმშობელი“. მერე კი ადგა და წავიდა.

მე ბავშვთან ახლოს ვიყავი. ღამით მას სიცხე 39-40 გრადუსამდე აეწია, სუნთქვა უჭირდა. მორიგე ექიმმა მირჩია, რომ ბავშვის ტუჩები ცოტაოდენი ჩაით დამესველებინა, თავად კი ცდილობდა პატარისთვის პირი გაეღებინებინა და სიცხის დამწევი დაელევინებინა. ამ ტანჯვაში გავიდა მთელი ღამე. დილით, სიცხე უკვე ნორმალურ მაჩვენებლამდე იყო ჩამოსული. ბავშვს კი თვალები გაეხილა და ხმამაღლა ტიროდა. ექთანი, რომელიც ჩემ გასამხნევებლად მოვიდა, მითხრა რომ თავდაპირველად ბავშვი ამეწონა, შემდეგ კი მისთვის მეჭმია. როდესაც მან ჩვილი აწონა, გაკვირვებულმა მითხრა: – საოცარია, წონაში 100 გრამით მოიმატა. ეს როგორ უნდა მომხდარიყო, როცა 2 დღეა არაფერი უჭამია? ხელახლა აწონა ბავშვი, რათა დარწმუნებული ყოფილიყო, რომ შეცდომა არ დაუშვია, შემდეგ კი ეს აღნიშნა სტაციონარული მკურნალობის ფურცელზე, ერთი ბოთლი რძე მომცა და წავიდა, რათა ექიმისთვის მომხდარზე ეცნობებინა.

იმავე დღის შუადღისას, ჩვენ თავისთან გვიხმო ბატონმა დოქსიადისმა და შემდეგი რამ გვკითხა: თუ რა მოხდა გუშინდელი დღიდან დღემდე ისეთი, რომ ბავშვს ჯანმრთელობის ესოდენი გაუმჯობესება დაეტყო? იგი ისეა, თითქოს არც კი გამოუვლია ამდენი ტანჯვა-წამება. ბუნებრივია, რომ ჩვენს პასუხს ექიმებმა არ დაუჯერეს. მესამე დღეს ჩვენ საავადმყოფოდან ანემიის დიაგნოზით გამოგვწერეს?! საავადმყოფოდან რომ წამოვედი, წმიდა ბერთან მივედი, რათა მისთვის მადლობა გადამეხადა, ცრემლმორეულმა ხელი მის მუხლს შევახე და ვუთხარი: „წმიდა მამაო, ჩემი შვილი თქვენ გეკუთვნით“. მან კი ასე მიპასუხა: „გაზარდე ის, მაგრამ ყურადღება მიაქციე, რომ უფლის ნების თანახმად გაიზარდოს. იესო ქრისტესა და ღმრთისმშობლის ლოცვა-კურთხევა ჰქონოდეს. დაგლოცოთ ღმერთმა“.

1967 წლის 28 ნოემბერს, წმიდა მამამ პატარა გიორგის მუსი-თეოსოსტო დაარქვა. დღეს თეოსოსტო 13 წლის არის და მას არანაირი ავადმყოფობა არ აწუხებს. 1978 წლის 27 აგვისტოს, ლოცვა-კურთხევისათვის წავედით თაფსანონის წმიდა ისიქასტირიონში, სადაც წმიდანმა თეოსოსტოს ხის ჯვარი აჩუქა, ჯვარზე ჯვარცმა იყო გამოსახული. უფალმა ღმერთმა ჩვენმა, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელმა და წმიდა ნექტარიოსმა წმიდა ბერის – ფილოთეოს ზერვაკოსის მეშვეობით აღასრულეს თავიანთი სასწაული. ვადიდებ მოწყალე ღმერთს და ღმრთისმშობელ მარიამს და მფარველობას ვევედრები მათ.

თეოსოსტოს მშობლები  – ანდრეა და ევსტაფია ბრუმა, კრემუ 22, კალითეა, ათენი.

წყარო: წმიდა ფილოთეოს პაროსელი. ღმრთისნიერი ასკეტი  – მისიონერი (1884 – 1980). მონაზონი თეოკლიტე დიონისელი. „მირტიდიოტისას“ ღმრთისმშობლის წმიდა ისიქასტირიონი, პაროსის თაფსანონი, გვ. 267-270. 

შინაარსი
სანიშნეები