სულიერი ცხოვრება

23 June 2015

მონასტერი სათნოებებისა და ხასიათის ცვლილების ერთგვარი სამჭედლოა, სადაც იწრთობიან და მოღვაწეობენ მონაზვნები. მონაზონი, რომელიც გამორჩეულ იქნა ზეციური მამის მიერ, ტოვებს ამა სოფელს და საკუთარი მეს უარყოფითა და უცხო მხარეში გადახვეწით ქმნის სამონაზვნო ცხოვრების თავდაპირველ საფუძველს! მონაზვნად აღკვეცისას დებს პირობას ბერის*, მთელი საძმოს, ისე ქრისტესა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის, რომელიც არის აღკვეცილთამეოხი და მთაწმინდის იღუმენია,  წინაშე, რომ იცხოვრებს მორჩილებით, ქალწულებითა და უპოვარებით.

* გერონდა – ბერი, старец, 1) სასულიერო პირებისადმი მიმართვის ზრდილობიანი ფორმა; 2) გამოცდილი, ჩვეულებრივ ასაკოვანი მონაზონი; 3) სხვა მონაზვნის ან მონაზვნური საძმოს უფროსი, ღვაწლმოსილი  მოძღვარი.

pater Simon kai Papa Dionisios

მონაზვნობის ძირითადი მახასიათებელი, რის გაშეშეც წარმოუდგენელია მისი არსებობა, არის მორჩილება. ისინი ნებაყოფლობით მიანდობენ საკუთარ თავს ბერს (ბერძ. გერონდა) რომელიც ამ დროს არის ქრისტეს სახება და მისი ადგილი უჭირავს. მონაზონი მორჩილების ძალით კლავს სურვილებს, თავისუფლდება ვნებებისაგან, ხდება თავმდაბლები  და ღმრთაებრივი მადლი კი მას გარდაქმნის ღმრთის ტაძრად (კორინთელთა მიმართ I ეპისტოლე 3,16). სულში ღმრთაებრივი მადლის მუდმივი დინება და მისი შეგრძნება მონაზვნებს გადააქცევს „ემპირიულ ღმრთისმეტყველებად“, რადგან ჭეშმარიტი ღმრთისმეტყველი არის ის, ვისშიც შინაგანად ისმის ღმრთის სიტყვა. ამა სოფელს მოშორებული მონასტრები ძველთაგანვე უდაბნოს უნივერსიტეტებად ხასიათდებოდნენ. სადაც მეცნიერებათა მეცნიერება და ხელოვნებათა ხელოვნება ისწავლება. როგორც წმიდა გრიგოლი ღმრთისმეტყველი ამბობს, მონასტერი სულის კურნების და ადამიანის პიროვნულობის გამოჯანმრთელების გზაა. მონაზონის ცხოვრების ძირითადი მიზანი და მისი ასკეტური მოღვაწეობის მთლიანი ასპარეზი არის ქრისტესმიერი ნათელის მიღება. თითოეული მონაზონი სულიერი მიღწევების გამოცდილების მიხედვით იღებს შესაბამის საღმრთო მადლს.

კინოვიური –  (საერთო საცხოვრისის ცხოვრების წესის მიმდევარი) მონასტრის მონაზონი ცდილობს გაითავისოს ქრისტეს სიტყვები „ვის უნდეს თქვენგანსა პირველ ყოფაჲ, იყოს იგი ყოველთა მრწემ და ყოველთა მსახურ“ (მარკოზი 9,35). სწორედ ეს მორჩილება სულიერი თავმდაბლობითა და სიყვარულით არა მარტო მონაზონთა მშვიდობიან თანაცხოვრებას, არამედ ღმრთიურ ძღვენსაც უზრუნველყოფს. კინოვიას  „მიწიერ სამოთხეს“ უწოდებენ და ყოველ მომლოცველს პირველივე სტუმრობიდან შეუძლია შეიცნოს  ქრისტესმიერი ხასიათი მონაზონთა მშვიდ სახეებში, რომლებიც იღწვიან „  ღვაწლი იგი კეთილის“ (ტიმოთეს მიმართ I პისტოლე 6,12) მოსაპოვებლად.

მონასტრებში ცოცხლობს და გრძელდება ის ტრადიცია, რომელიც გვიანდერძეს ჩვენი ეკლესიის წმინდა მამაებმა. წმინდა მთის მონაზონი და განსაკუთრებით ის, რომელსაც გამოცდილი, გამორჩეული ბერი (გერონდა) მიუძღვება წინ, შეძლებს შეასრულოს და იცხოვროს სახარებისეული სრულყოფით.

შინაარსი
სანიშნეები