Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ათი მცნება: ღირსი პაისის ერთი უცნობი ტექსტი | PEMPTOUSIA

ათი მცნება: ღირსი პაისის ერთი უცნობი ტექსტი

24 July 2015

1998 წლის აგვისტოს მიწურულია. მთაწმიდა, კარიესი, შუადღე. უეცრად გულისთქმა მეუბნება, რომ კატუნაკიში წმიდა იპატიოსის კელიაში წავიდე [1]. სწრაფად ვილოცე, მაგრამ გულისთქმა აშკარად იგივეს მთხოვდა. ზურგჩანთა ავიღე და წავედი. სტავროსი, კასტანარა, ანდიათონი, ქორაფინა. ნელ-ნელა მივდიოდი, რათა  დილით კატუნაკიში ვყოფილიყავი. გავიარე წმიდა პავლე, ახალი სკიტი, წმიდა ანა, პატარა წმიდა ანა, კატუნაკი და დილით კი უკვე ზევით წმიდა იპატიოსში ვიყავი. კლდეების ქიმებთან მივედი, სადაც ყოველთვის ვჯდებოდი ხოლმე, როცა კი ამ ადგილს გავუარე, ჩავფიქრდი იმაზე, თუ რა იყო ჩემი იქ მისვლის მიზეზი. უეცრად წამოვდექი და გასასვლელში მდებარე პატარა კელიაში შევედი. მეორე ნაბიჯზე რაღაც მოხდა და შევჩერდი, მარცხნივ შევტრიალდი და რას ვხედავ – ბათქაშზე მთავრული ასოებით ქვემოთ მოყვანილი ტექსტია ნახშირით დაწერილი, ზუსტად იგივე თანმიმდევრობით:

Osios Paisios 12

„ძიება სულის სრულყოფილებისათვის ერთადერთი საქმიანობაა, რაც კი ადამიანურ მოდგმას ამართლებს

დაივიწყე გამვლელი, ვისაც ვერ ცნობ

გამუდმებით იფიქრე

მტერი არსებობს

ეგოიზმი

გზას აცდენა

ტიპიკონი არსის გარეშე

გონებაშეზღუდულობა

მიუღებლობა

პროგრამა

ტანჯვა

გაუბედაობა

შიში

სიკვდილი

ყოველივე ეს მაშინვე ჩემს რვეულში გადავიწერე, თავად ბათქაშიდან კი წარწერა ჯოხით წავშალე, რაც სინესტის გამო მტვრად იყო ქცეული.

ვიცი, რომ ეს ტექსტი ბერ პაისს ეკუთვნის.

[1] დაახლოებით 1966 წელს, მამა პაისი წმიდა იპატიოსის კელიაში იმყოფებოდა და ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა.

შინაარსი
სანიშნეები