Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ბერი გენადი დიონისელი (1881 – 17 ივნისი, 1933) | PEMPTOUSIA

ბერი გენადი დიონისელი (1881 – 17 ივნისი, 1933)

5 August 2015
Monahos Gennadios Dionysiatis-1881-1933

ბერი გენადი დიონისელი (1881-1933), თავმდაბლობითა და სიყვარულით შემკული მონაზონი

მონაზონი გენადი დაიბადა 1881 წელს კუნძულ კრეტის ქალაქ რეთიმნოსის წმიდა ბასილის აკუმიაში. ერისკაცობაში მისი სახელი იყო გეორგიოს ანტონიუ სტამატერაკისი. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში ცხოვრობდა დიონისეს წმიდა მონასტერში, რომელიც ძლიერ შეიყვარა და 1902 წლიდნ მოყოლებული მთელი ცხოვრების განმავლობაში გულმოდგინედ მსახურებდა. 1905 წელს იგი ბერად აღიკვეცა.

ბერი გენადი გახდა მნე და მონასტრის მეტოქების ეკონომოსი, ხოლო თავად მონასტერში კი იღუმენის დამხმარე იყო. მეტად თავმდაბალი, გულწრფელი, სათნო და კეთილგანწყობილი მონაზონი გახლდათ. მისი ერთ-ერთი სულიერი ძმა – ლაზარე ენერგიულად და კარგად საუბრობს მის სათნო ცხოვრებაზე: „დედის მუცლიდანვე იგი სამოთხისთვის იყო განკუთვნილი. ჩვენს დროში იშვიათია მონაზვნური სიკეთის ამგვარი ფენომენი. იგი შემკული იყო თავმდაბლობით, სიყვარულითა და რწმენით. სწორედ ეს ასაზრდოებდა მის მრავალრიცხოვან სათნოებათა ჯაჭვს. რა სათნოება გინდოდა, რომ არ ჰქონოდა სამგზისნეტარს.“

მონაზონი ლაზარე აგრძელებს მის შესახებ მცირე სიტყვით ბევრის თქმას: იგი ყველას უყვარდა „იმ მონაზვნური სათნოების გამო, რომლითაც ის უხვად იყო შემკული… თუკი მათ გავიხსენებთ, არ შეიძლება არ აღვფრთოვანდეთ მისი თორმეტწლიანი ცხოვრებით სრულიად ბნელ კელიაში. იქნებ ფიქრობთ, რომ მას არ ჰქონდა სხვა კელია, უფრო მზიანი, ნათელი და სუფთა? მაგრამ ერჩია ამ ჩაბნელებულ კელიაში ეცხოვრა, რათა ახლოს ყოფილიყო მოხუც იღუმენთან და მას საჭიროებისამებრ მომსახურებოდა. იგი ყოველთვის მზადყოფნაში იყო და მასთან ახლოს იმყოფებოდა.

ყოველთვის როცა საწყობში მივდიოდით და მას რაიმეს ვთხოვდით, არ გვახსოვს მისგან კატეხიზმოს სწავლება და შეგონებანი. ყველაფერი ის, რაც ეხლა მონასტრის მნათეებს აქვთ და მათ არიგებენ, უწინ იღუმენის დამხმარე გენადის მოვალეობა იყო. ყოვლად ნეტარი ჯერ იმას მოგვცემდა, რასაც მისგან ვითხოვდით,  შემდეგ კი კეთილ სიტყვებს გვეტყოდა, რომლებიც მისი გულის სიღრმიდან ამოდიოდა, ღმრთის მადლმა მას უბოძა საუბრის უნარი ყველასთან  ერთნაირი ძალით, სიყვარულითა და თავმდაბლობით.“

ბერი გენადი უამრავი გარჯის შემდეგ 1933 წლის 17 ივნისს გარდაიცვალა სწორედ იმ მონასტერში, სადაც სინანულში ცხოვრობდა. მაშინ ის 52 წლისა იყო.

I.M. Moni Dionysiou 1933

დიონისეს წმიდა მონასტერი, 1933 წელი. მონასტრის მამები დიონისეს მონასტრის ნავმისადგომთან, (ფოტო 1933 წელი)

წყარო-ბიბლიოგრაფია:

დიონისეს წმიდა მონასტრის მონაქოლოღიონი (ათონის მთაზე არსებული მონასტრების მეტრული წიგნი, სადაც შეტანილია იქ მსახურ მონაზონთა მონაცემები). დიონისილი მონაზონი ლაზარე, დიონისიური ისტორიები, ათონის წმიდა მთა, 1988, გვ. 113-114. ანტონ ე. ცივაკტაკი, კრეტელი მთაწმიდელი მონაზვნები, იერაპეტრა 2007, გვ. 37-38.

 

წყარო: მონაზონი მოსე მთაწმიდელი, მეოცე საუკუნის სათნო მთაწმინდელ მამათა დიდი ღერონდიკონი, ტომი პირველი – 1956-1983, გვ. 22-23, გამომცემლობა მიღდონია, სექტემბერი, 2011.

შინაარსი
სანიშნეები