Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
პოლიტიკური ძალაუფლება | PEMPTOUSIA

პოლიტიკური ძალაუფლება

10 August 2015

სიმონოპეტრას წმიდა მონასტრის იღუმენი – არქიმანდრიტი ელისე პემპტუსიას კორესპონდენტთან ინტერვიუში საუბრობს იმ საშუალებებზე, რომლის მეშვეობითაც მონაზვნობა აღიქვამს პოლიტიკურ ძალასა და მის ქმედებებს. გარდა ამისა, იგი ლაპარაკობს იმ ურთიერთობებზე, რომელიც  მთაწმიდურ საზოგადოებას ყოველ ჯერზე აკავშირებს ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალასთან.

Gerondas Eliseos 01

„როგორც იცით, ათონის წმიდა მთა არჩევნებში არ იღებს მონაწილეობას. იგი თავისუფალია ამ სამართლებრივი მოვალეობისაგან. ბუნებრივია, რომ თითოეული მონაზონი ცალ-ცალკე არ გვევლინება პოლიტიკური ცხოვრების განმხილველად. რა თქმა უნდა, მონაზონმა შეიძლება იცოდეს რაიმე პოლიტიკური ცხოვრების შესახებ, ან მოსმენილი ჰქონდეს, მაგრამ იგი თანხმდება იმაზე, რომ მისი განხილვის საგანი არ გახდება ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება. მას, რასაც ჩვენთვის აქვს მნიშვნელობა, გახლავთ ის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში და პოლიტიკური ძალა არის ხალხის არჩევანი. ეს ნათელია. ჩვენ არ შეგვიძლია იმის თქმა, თუ რომელ ძალას ვანიჭებთ უპირატესობას, მაგრამ შეგვიძლია აღნიშვნა, რომ სწორედ მას ვანიჭებთ უპირატესობას და ვაღიარებთ, რომელიც ხალხმა აირჩია.ბრაც არის კიდეც ხალხის უფლება. არჩევნები მათი ნება-სურვილის გამოხატულებაა. სწორედ ამიტომაც არის ის დროებითი და არ გახლავთ მარადიული, ამიტომაც იცვლება ის ხშირ-ხშირად. ერთი კონკრეტული ქვეყნის პოლიტიკური ძალა ხომ ხშირად იცვლება, იმისათვის რომ დაკმაყოფილდეს საზოგადოების თითოეული ფენა. სწორედ ეს არის ხალხის უფლება. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ დადებითად ვართ განწყობილნი. გარდა ამისა არის კიდევ გამოცდილება, სადაც ვხდვებით რომ ნების გარეშე არაფერი ხდება, ძალაუფლებას არავინ იღებს თავისით, ხალხმა კი აირჩია მაგრამ უფლის დაშვების გარეშე არაფერი ხდება,   შესაძლებელია მომხდარიყო სხვანაირადაც, რადგან ამგვარად მოხდა ე.ი. რაღაც საშუალებით სასარგებლოა კიდეც. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ნებისმიერი არჩევანი თუ არჩევნები ასახავს რეალობას. რაც ისე უნდა მივიღოთ, როგორიც არის. მაგრამ ჩვენ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ორი რამ: რომ გვაქვს იმის ფუფუნება, გვიყვარდეს ადამიანები, მათი განსჯისა და განკითხვის გარეშე და რომ შეგვიძლია მათ ვაჩვენოთ ის, თუ რას წარმოვადგენთ და რომ მათთან ურთიერთობა სწორად დავამყაროთ. ამის შემდეგ, თუ რას გააკეთებენ ისინი, ეს უკვე სხვა საკითხია. ჩვენ მხოლოდ ეს შეგვიძლია მათ შევთავაზოთ.

რა თქმა უნდა, არსებობს ასევე კავშირები ათონის მთასა და სახელმწიფოს შორის, რომელიც რეგულირდება შესაბამის კანონების საშუალებით. შესაძლებელია თავი იჩინოს ცვლილებებმა და დროთა განმავლობაში, ეს კავშირები  ხელახლა ჩამოყალიბდეს და ფორმირება განიცადოს. ზოგჯერ ეს იმიტომაც ხდება, რომ ახალ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას სურს ახალი ინფორმაცია მოიპოვოს ამ ურთიერთობებთან დაკავშირებით. საქმე იმაშია, რომ აქ არსებობს კიდევ ერთი საკითხი – ჩვენ მუდამ ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა გადავარჩინოთ ათონის წმიდა მთა. სახელმწიფოს აწუხებს მისი საკუთარ მოსაზრებები და ფიქრები, მაგრამ შემიძლია აღვნიშნო იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც მაქვს ათონის მთაზე, რომ არსებობდა ძალაუფლების გარკვეული შეერთების კავშირები, რომელიც შეიძლება ვთქავათ რომ იყო დროულიც და მნიშვნელოვანიც. გასაგებია ის, რომ ათონის წმიდა მთამ უნდა გააგრძელოს არსებობა, ეს არ არის ის, რომ ვიღაცას სურს გავლენა მოადხინოს პოლიტიკურ ძალაზე ბოროტად, არამედ ის, რომ ათონის მთა უნდა გადარჩეს, რადგან ის ყველა მარა საერთო მონაპოვარია, ათონის მთა არ არის ჩემი, ან შენი ან იმისი, არამედ ყველა მართლმადიდებელთა საკუთრებაა. არც არავის შეუძლია იმის თქმა, რომ ვიღაცაზე მეტად შესტკივა მასზე გული. როგორც მაგალითად, არ ასებობს ისეთი ადამიანი, ვისაც არ უყვარს თავისი სამშობლო. როგორც მაგალითად, ჩვენ არ შეგვიძლია პარალელი გავავლოთ ვთქვათ სხვადასხვა ხალხს შორის და ვთქვათ, თუ ამა და ამ ერს უფრო მეტად უყვარს სამშობლო, ხოლო ამა და ამას კი – არა.

და ბოლოს, იმისათვის რომ დავასრულოთ ამ თემაზე საუბარი, უნდა აღვნიშნოთ, რომ ყოველთვის დიდ როლს ასრულებენ ცალკეული პიროვნებები. მე მჯერა პიროვნებების. ყოველ ქვეყანაში პიროვნებები უდიდეს როლს ასრულებენ, რაც არის თეოლოგიურიც, მნიშვნელოვანიც და ადამიანურიც. არასდროს არ შეგეპაროთ ეჭვი პიროვნებებში. თავიდან მათ შეიძლება ვუცქიროთ როგორც დადებითებს და ან, როგორც უარყოფითებს, თუმცა საბოლოო შედეგი ხომ არ ვიცით. მე ამის არა თეორიულად არამედ გამოცდილებით მჯერა“.

შინაარსი
სანიშნეები