Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
მშობელი როგორც ნიმუში, მოზარდები და მათი ქმედებები | PEMPTOUSIA

მშობელი როგორც ნიმუში, მოზარდები და მათი ქმედებები

26 August 2015

რას ნიშნავს მამისთვის იმის ხილვა, თუ როგორ იზრდება მისი ვაჟი და ამავდროულად, თუ როგორ უარყოფს ის მას, ვისითაც მანამდე აღფრთოვანებული იყო? როგორ გრძნობს თავს დედა, რომლის ქალიშვილი წყვეტს მის მოსმენას და უპირატესობას თავის დაქალებს ანიჭებს? რას გრძნობს ქალიშვილი, როდესაც მას თავისი საკუთარი დედა უპირისპირდება? რატომ ხდება ისე, რომ ვაჟები ხშირად გრძნობენ საჭიროებას დაიცვან თავიანთი დედები მამებთან კონფლიქტის დროს?

მოზარდთათვის მშობელი ნიმუშს წარმოადგენს…

პირველი დამახასიათებელი ნიშანი სიყმაწვილისა, როგორც ბიჭის, ისე გოგონას შემთხვევაში, გახლავთ მცდელობა იმისა, რომ ლურსმნიდან ჩამოხსნან, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, მითიური საფარველი ჩამოაცილონ მშობელთა სახეებს. მხოლოდ ამგვარად შედიან ისინი ზრდასრულ ასაკში. აქედან გამომდინარე, მოზარდი აუცილებლად იპოვნის ნაკლს, რომელიც  შეიძლება მშობელს საერთოდაც არ ჰქონდეს. მაშასადამე, ისინი შედიან კრიტიკული შეფასების ხანაში. ასეთი დამოკიდებულება განსაკუთრებით კარგადაა გამოხატული უკვე გვიანი სიყმაწვილის ასაკში, როდესაც ყმაწვილი დაახლოებით თექვსმეტი, ჩვიდმეტი წლის არის. იმისათვის რომ მან შექმნას საკუთარი პიროვნება, აუცილებელია უარყოს ყოველივე ის, რაც მას აიგივებდა საკუთარ დედასთან ან საკუთარ მამასთან, უკუაგდოს ყოველივე ის, რასაც არ ეთანხმება. და მას შეუძლია იპოვონ მრავალი რამ, რასაც არ ეთანხმება… მაშასადამე, ძალიან ბუნებრივია, რომ ქალიშვილმა განსაჯოს დედა. რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მამას შეუძლია ჩაერიოს ამ კამათში, მაგრამ ეს უნდა იყოს მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროებიდან გამომდინარე, მოთხოვნიდან გამომდინარე. ჩარევის ყველაზე უსაფრთხო გზა – ეს არის ემოციური კავშირის დამყარება. შესაძლოა, მამამ სრულიად არ ამოიღოს ხმა, არ დაილაპარაკოს, მაგრამ საკმარისია უბრალოდ მზრუნველი მზერა შეავლოს ქალიშვილს, რომ კამათი იქვე დამთავრდება.

კანონთან და დანაშაულთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებსაც სიყმაწვილის ასაკში ვხვდებით

ხშირად ყმაწვილებში ვაწყდებით ისეთ მოვლენებს, როგორიცაა ხშირი ტყუილი, სახლიდან ან სკოლიდან გაქცევა, სკოლაში სწავლისათვის თავის დანებება, ალკოჰოლის მოხმარება. ყოველივე ეს შეიძლება უფრო სერიოზულ პრობლემებში გადაიზარდოს, მაგალითად ორსულობაში ანდა ისეთ თემებში გადავიდეს, რაც კანონს ეწინააღმდეგება, როგორიცაა, მაგალითად: ძარცვა, საგზაო წესების დარღვევა, სხვისი ქონების განადგურება და ა.შ. ეს ყველაფერი გახლავთ ქცევის საშუალებით გამოხატული ფორმები. შეგახსენებთ, რომ მოზარდი გახლავთ ის, რომელიც, ძირითად შემთხვევებში, მოქმედებს და თავის თავს ქცევით გამოხატავს. ჯერ მოქმედებს და უკვე შემდეგ ფიქრობს. თუკი, ბავშვს ძირითადად ახასიათებს სათამაშო, ხოლო ზრდასრულ ადამიანს კი ხშირ შემთხვევაში ახასიათებს სიტყვა, აზროვნება და მეტყველება, მოზარდის დამახასიათებელი გახლავთ ქცევა (მოქმედება). რა ხდება იმ მოზარდში, რომელშიც მსგავსი მოვლენები იჩენს ხოლმე თავს: აქ ჩვენ ვგულისხმობთ ისეთ პრობლემებს, რომლებიც ხანგრძლივი დროითა და დიდი ინტენსიურობით ვლინდება. რადგან არ მჯერა, რომ არსებობს მოზარდი, რომელიც არასდროს იტყვის ტყუილს. მოზარდი, რომელსაც არასდროს გაუჩნდება სურვილი – ან თავის ფანტაზიაში ანდა მოქმედებაში – რომ ერთ დღესაც ადგეს, თავის ზურგს უკან გაიჯახნოს კარი და  სახლიდან წავიდეს, რომ ეძებონ და ინერვიულონ მასზე, რომ სახლში ღამის ორ საათზე დაბრუნდეს და თუნდაც უბრალოდ ახლო მდებარე პარკში წავიდეს და იქ იჯდეს სკამზე. არა მგონია, რომ არსებობდეს ისეთი მოზარდი, რომელიც ერთხელ მაინც არ წასულა სკოლიდან „შატალოზე“. ძალიან გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ყოველივე ამის გამო, არ შეიძლება ვთქვათ, რომ მოზარდი გზასაა აცდენილი. ამის აღნიშვნა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, თუკი ასეთი შემთხვევები დიდი ინტენსიურობით ხდება და ხშირად მეორდება. პრობლემა სწორედ მაშინ იქცევა სერიოზულად, როდესაც ის საფრთხეს უქმნის კანონს. რა თქმა უნდა, ვიცით რომ ამგვარი არასწორი ქცევა, რაც სხვადასხვა ქმედებით გამოიხატება, წარმოადგენს რამდენიმე ფაქტორის – პიროვნულის, ოჯახურისა და საზოგადოებრივის – ნიშანდობლივ ერთიანობას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყოველთვის უნდა გვქონდეს მხედველობაში, რომ მსგავსი პრობლემა არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ ერთ კონკრეტულ მოზარდს, არამედ სულ მცირე – მოზარდსა და მის ოჯახს.

როდესაც ყმაწვილთა ქმედებებს ძირითად მახასიათებლად აქვთ ძალადობა, რომელიც მათ ქცევებში იჩენს ხოლმე თავს, კარგი იქნება, თუკი წარმოდგენა გვექნება იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს მოზარდი. ხშირად ძალადობის ასეთი აფეთქება იმის მაუწყებელია, რომ მოზარდი განიცდის სრულიად საწინააღმდეგოს, მას უძლურების ერთგვარი განცდა აქვს და სწორედ თავისი უძლურების გამო მრისხანებს.

შენიშვნა: წინამდებარე სტატია გახლავთ ნაწყვეტი ქრისტინე მიხალოპულუსა და გიორგოს კისსას წიგნიდან „მოზარდთა ასაკისთვის დამახასიათებელი ფსიქოსექსუალური ცვლილებები“.

შინაარსი
სანიშნეები