Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის გველები: ერთი უნიკალური მოვლენა! | PEMPTOUSIA

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის გველები: ერთი უნიკალური მოვლენა!

10 September 2015

კუნძულ კეფალონიის სამხრეთ ნაწილში, ერთ ფერდობზე, რომელიც დაახლოებით 25 კილომეტრითაა დაშორებული მისი მთავარი ქალაქიდან – არღოსტოლიდან, მდებარეობს ერთი განსაცვიფრებელი სოფელი მარკოპულო. განსაცვიფრებელი იმიტომ, რომ ამ სოფლის ცენტრში, როგორც სხივმფენი შუქურა, აღმართულია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ფიდუსას ან იგივე ლაღოვარდიოტისას ღმრთისმშობლის ხატი, რომელიც თავის მადლს მთელ კუნძულს ჰფენს. სწორედ იქ, იონიის ზღვის სახელგანთქმულ სანაპიროზე მდებარეობს სოფელი მარკოპულო, რომელიც გადაჰყურებს ელიუს ვაკესა და მოპირდაპირე მხარეს მდებარე კუნძულ ზაკინთოსს.

Panagia Fidousa 01

ამ ადგილას, სოფელ მარკოპულოში, რაც ხდება, გახლავთ სრულიად უნიკალური მოვლენა. კერძოდ კი, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე აქ გამოდიან გველები, რომელთაც თბილი სხეული  და აბრეშუმის მსგავსი ტყავი გააჩნიათ, ხოლო თავზე კი ჯვრები აქვთ გამოსახული. ეს გველები მორწმუნეებს დაგესვლის გარეშე შეხების ნებას აძლევენ.

Panagia Fidousa 02

გველი, რომელიც „დაბადებიდან“ მოყოლებული ადამიანის ურჩობისა და გაუგონრობის, ასევე მისი ხრწნისა და სულიერი სიკვდილის სიმბოლოა, კუნძულ კეფალონიის ამ პატარა სოფელში მოდის, რათა მისი სიძულვილის სიმბოლო გარდაიქმნას და ყველა ჩვენგანის თვალწინ ღმრთისმშობლის სიყვარულისა და მზრუნველობის სიმბოლოდ იქცეს.

ყოველ წელს, დაწყებული 6 აგვისტოდან ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დადგომამდე, ანუ 14 აგვისტომდე, ძველი სამრეკლოს საძირკველისა და ეკლესიის გარშემო არსებულ მიდამოებში ჩნდება გველების მცირერიცხოვანი რაოდენობა. გველები პატარა ზომისანი არიან, წყნარები და უვნებლები, ხოლო თავზე და ასევე ენაზე  პატარ-პატარა წერტილები აქვთ გამოსახული, რომელნიც ჯვრის ფორმას ქმნიან. რადგან ამ მიდამოებში გველების გამოჩენა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულს ემთხვევა, მათ „ღმრთისმშობლის გველები“ ეწოდათ.

Panagia Fidousa 03

ამ სასწაულებრივი მოვლენის ფესვები ძველ დროში მომხდარ ერთ ამბავს უკავშირდება. კერძოდ კი, ერთხელ, სოფელ მარკოპულოს მცხოვრებლებმა  ტყეში დანთებული დიდი ცეცხლი შენიშნეს. მიჰყვნენ კვამლს და მიადგნენ დამწვარ ხეს, რომლის ფესვთან ღმრთისმშობლის მშვენიერი ხატი შეამჩნიეს. რაღაც სასწაულის ძალით ცეცხლს მისთვის არაფერი ევნო. სოფლის მცხოვრებლებმა დიდი მოწიწებით გადააბრძანეს ხატი სოფლის ეკლესიაში, თუმცა ხატი მეორე დღეს სასწაულებრივად ისევ დამწვარი ხის ძირას აღმოჩნდა. ეს მოვლენა კიდევ ორჯერ განმეორდა. ხალხმა ამ სასწაულების გამო გადაწყვიტა, რომ სწორედ დამწვარი ხის ადგილას აეშენებინა ტაძარი, სადაც ხატი დაბრძანდებოდა.

Panagia Fidousa 04

ცოტა ხნის შემდეგ, იმავე ადგილას მონასტერი აშენდა, დედათა სავანე, სადაც მონაზვნები ყოველ დღე ლოცულობდნენ ღმრთისმშობლის წინაშე. ერთ დილას, მათ შენიშნეს, რომ კუნძულს მეკობრეთა გემები უახლოვდებოდნენ, ცოტა ხანში კი უკვე მეკობრეები დაინახეს, რომლებიც მონასტრის გასაძარცვად მისკენ მომავალ აღმართს დასდგომოდნენ. შეშინებულმა მონაზვნებმა თავიანთი თავები ღმრთისმშობელს შეავედრეს. და სწორედ მაშინ, ყოვლადწმიდა ქალწულმა თავისი უდიდესი მადლით ასეთი სასწაული მოახდინა: მონასტერს გარს გველები შემოერტყნენ, როდესაც მეკობრეები მას მიუახლოვდნენ ეს ყოველივე დაინახეს და შეშინებულები ისევ უკან გაიქცნენ. როგორც მონასტერი და ასევე მონაზვნები გადარჩნენ, ხოლო ამ სასწაულებრივი მოვლენის მოსაგონებლად ყოველ წელს ამ ადგილას ისევ ჩნდებიან გველები.

Panagia Fidousa 05

სოფელ მარკოპულოში გველები 6 აგვისტოს, იესო ქრისტეს ფერისცვალების პარაკლისის შემდეგ მოდიან და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულამდე რჩებიან. ტრადიციის მიხედვით, გველების არგამოჩენა უარყოფითი მოვლენების მომასწავლებელია. ეს დადასტურდა კიდეც, მაგალითად, გველები არ გამოჩენილან 1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ერთი წლით ადრე და ასევე 1953 წელს, როდესაც კეფალონიაზე დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა.

წყაროები: კეფალონიის ღმრთისმშობელი, ღმრთისმშობელი ფიდუსა კეფალონიის მარკოპულოში, არქიმანდრიტი დანიელ ზოგრაფუს – იღუმენისა და მქადაგებელის ზრუნვითა და დაუღალავი შრომით, საიტის გამომცემლობა, კეფალონია, 2013; კეფალონიის წმინდა ეპარქიის მომლოცველთა გზამკვლევი, 1997; კეფალონიური თაყვანისცემა, დიმიტრი ლუკატოსი, ათენი, 1946.

შინაარსი
სანიშნეები