Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
მღვდელმონაზონი გაბრიელ წმიდაანელი (1877 – 1956, 29 ივლისი) | PEMPTOUSIA

მღვდელმონაზონი გაბრიელ წმიდაანელი (1877 – 1956, 29 ივლისი)

5 October 2015
Gerontas Gavriil Agiaananitis 01

მღვდელმონაზონი გაბრიელი († 1956)

ერისკაცობაში გიორგი კარცონასი 1877 წელს, მესინიის არფარაში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები – დიონისე და ელენე მეტად ღმრთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მამამისი გახლდათ მათი ქალაქის  ფუსტანელით შემოსილი უკანასკნელი მერი  (ფუსტანელა არის მოკლე ნაოჭიანი ქვედაბოლო, რომელიც ბერძნული ნაციონალური სამოსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია).

1896 წელს გიორგი წმიდა ანას სკიტის წმიდა გიორგის სახელობის კალივში მივიდა. ხოლო1899 წელს ბერად აღიკვეცა ღერონდა გერასიმეს მიერ († 1917). 1901 წელს იგი ხელდასხმულ იქნა დიაკვნად და მოგვიანებით – მღვდლად. მცირე ხნის შემდეგ კი სულიერ მოძღვრად იქნა დადგენილი. გაბრიელი ასკეტურ ცხოვრებას თავის სამ სათნო ღვიძლ ძმასთან ერთად ეწეოდა: მღვდელმონაზონ სერაფისმესთან († 1966), რომელიც იქ 1902 წელს მივიდა, მღვდელმონაზონ დიონისესთან († 1959), რომელიც 1904 წელს მივიდა და მონაზონ ქრისოსტომოსთან († 1941). როგორც ამბობენ, გაბრიელი საკუთარი თავის მიმართ დიდ სიმკაცრეს ამჟღავნებდა, ხოლო სხვების მიმართ კი – დიდ სიყვარულს. გაბრიელი ცნობილი და ძალიან კარგი ხატმწერი გახლდათ, როგორც ბერი კი ის სტუმართმოყვარე და მოწყალე იყო. ყველა ძველი მამა აღტაცებით იხსენებს მათ აბრაამის მსგავს სტუმართმოყვარეობას. ძალიან შთამბეჭდავია, რომ რვა დედმამიშვილიდან ოთხმა ძმამ თავი ქრისტეს მიუძღვნა, ისე რომ მათ შორის არასდროს ყოფილა დიდი სითამამე. რა თქმა უნდა, უფროსები უმცროსების მიმართ უფრო მკაცრები იყვნენ.

Gerontas Gavriil Agiaananitis 02

მღვდელმონაზონი სერაფიმე († 1966)

ბერი ქერუბიმი  გაბრიელ ბერზე შემდეგს იხსენებს: „სკიტის სხვადასხვა საერთო საკითხის გადაწყვეტის დროს, მის მოსაზრებას ყოველთვის დიდი წონა ჰქონდა“. გაბრიელი ასევე სამაგალითო სიზუსტით იცავდა მონაზვნური ცხოვრების წესებს. ურყევ მორჩილებას ითხოვდა მისი მორჩილების ქვეშ მყოფთაგან, სწორედ ამიტომაც მათ მკაცრად გამოსცდიდა, მათ შორის თავის ღვიძლ ძმებსაც კი. როდესაც სკიტში ზოგიერთმა გამოთქვა მოსაზრება გზების გაფართოების შესახებ, ბერმა გაბრიელმა მათ შემდეგი მიუგო: „მამებო, ჩვენი სკიტის ამ მძიმე, ციცაბო და მიუწვდომელმა გზებმა ხელი შეუწყო ჩვენამდე აქ მყოფ მამებს, რომ მათ სიწმინდემდეც კი მიეღწიათ, მათი მეშვეობით გაუძლეს მათ მძიმე ბრძოლებს. მაშ, ნუ ეძებთ ხელსაყრელ პირობებს, თუკი ჩვენ გვსურს რომ მათ ნაბიჯებს მივყვეთ“. რის შემდეგაც, ყველა წმიდაანელი მამა უსიტყვოდ დაეთანხმა მას.

Gerontas Gavriil Agiaananitis 03

ძმები გაბრიელი და სერაფიმე (სხედან), ქრისოსტომოსი და დიონისე (დგანან)

ღამის ყოველდღიურ მსახურებამდე გაბრიელის კელიაში ერთი პატარა მიწისძვრა იყო ხოლმე მის მიერ შესრულებული მეტანიების სიმრავლის გამო. პირად კანონს, რომელსაც ღრმა სიბერემდე იცავდა, გამონაკლისის გარეშე ასრულებდა. ყოველთვის პირველი მიდიოდა წირვაზე. და თუკი, ვინმე ძალიან დააგვიანებდა საღმრთო მსახურებაზე მისვლას, მის მიმართ ძალიან მკაცრი იყო. დიდი მარხვის ჟამს ორჯერ ან სამჯერ ასრულებდა კანონს, რათა განსაკუთრებული დღეებისათვის აუცილებელი მარაგი შევსებული ქონოდა… ყოველდღიური მსახურებების აღვლენისას კი იქ მუდამ სუფევდა ყურადღება, ღმრთისმოსაობა, წესრიგი და სიზუსტე.

Gerontas Gavriil Agiaananitis 04

ბერი გაბრიელის საძმო

დღე და ღამე არ ჩაივლიდა ყველა ფსალმუნის, თეოტოკარიონის (საღმრთისმსახურო წიგნი, რომელიც მოიცავს ღმრთისმშობლისადმი მიძღვნილ 56 კანონს), დედაღმრთისას, წმიდა ანასა და წმიდა გიორგის პარაკლისის გარეშე. წირვის შემდეგ არ არსებობდა მოსვენება. ბერი კითხულობდა საღმრთისმეტყველო ტექსტებს ან წმიდა წერილს, ხოლო დანარჩენები კი საჭმელს ან ტრაპეზს ამზადებდნენ, მანამ სანამ ირიჟრაჟებდა და შემდეგ შეუდგებოდნენ სხვადასხვა ხელსაქმეს.

Gerontas Gavriil Agiaananitis 05

მღვდელმონაზონი გაბრიელი († 1956)

მისი გარდაცვალების თარიღია 29 ივლისი, 1956 წელი.

Gerontas Gavriil Agiaananitis 06

მღვდელმონაზონი დიონისე († 1959)

წყარო – ბიბლიოგრაფია:

არქიმ. ქერუბიმი, ნოსტალგიური მოგონებები ღმრთისმშობლის ბაღიდან, ატიკის ოროპოსი 1981, გვ. 138-144. წმიდაანელი მონაზონი იოანე, აღიანანიტური სიზუსტე, მთაწმიდური მოწმობა 3/1989, გვ. 141-142.

წყარო: მონაზონი მოსე მთაწმიდელი, მეოცე სააუკუნის  მთაწმიდელ სათნო მამათა დიდი გერონდიკონი, ტომი პირველი, 1956-1983 წწ., გვ. 553-555, მიგდონიას გამომცემლობა, პირველი გამოცემა, 2011 წლის სექტემბერი.

შინაარსი
სანიშნეები