Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
მღვდელმონაზონი თეოფილე პანტოკრატორელი (1882 – 10 სექტემბერი, 1969) | PEMPTOUSIA

მღვდელმონაზონი თეოფილე პანტოკრატორელი (1882 – 10 სექტემბერი, 1969)

21 October 2015

I.M.Pantokratoros 113

მღვდელმონაზონი თეოფილეს სახელი ერისკაცობაში იყო ანტონიოს ზამაროსი. მისი მშობლები კი დიმირტი და კალიოპე გახლდათ. იგი დაიბადა 1882 წელს კიკლადების ერთ-ერთ კუნძულ კითნოსზე. ერში მეტად პატიოსანი ყოფილა, რის გამოც ყველას უყვარდა. შემდგომ კი ძალიან ბევრი სულიერი შვილი ჰყავდა და მეტად სათნო სასულიერო პირის სახელი ჰქონდა.

1961 წელს უკვე ასაკოვანი თეოფილე პანტოკრატორის წმიდა მონასტერში მოვიდა. როგორც თავად აღნიშნავდა ათონის წმიდა მთაზე მისი მოსვლის მიზეზი გახლდათ ის, რომ მას წაეკითხა და გაეგონა, რომ ღმრთისმშობლის ბაღში ყოვლადწმიდა ქალწული ყველა იმათი ფხიზელი შუამდგომელი და სანდო მეოხი იყო, ვინც კი მთაწმიდაზე მივიდოდა. მან პანტოკრატორის წმიდა მონასტერი აირჩია, რათა თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ამ მონასტრის მფარველის, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის „ღერონდისას“ თაყვანისცემაში გაეტარებინა.

Panagia Gerontissa, Moni Pantokratoros, Agion Oros

“ღერონდისას” ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, პანტოკრატორის წმიდა მონასტერი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ნეტარი ბერი თეოფილე ჩვენს წმიდა მონასტერში დასახლდა, იგი აქ ისე იღწვოდა, როგორც მონაზონი და როგორც მღვდელი, როგორც თავმდაბალი, მსახურებების მოყვარული, მოწყალე, კეთილშობილი, უანგარო და ყველასათვის მლოცველი“. თავისი სათნოების გამო მან ძალიან სწრაფად გაითქვა სახელი. მრავალი ადამიანი მოდიოდა მასთან შესახვედრად, მისი რჩევების მოსასმენად და მისთვის აღსარების ჩასაბარებლად. იგი ყველას ამხნევებდა, ამშვიდებდა და სამართლიანად განსჯიდა. ამბობენ, რომ როგორც სულიერი მოძღვარი, იგი იყო მშვიდი, ალერსიანი, მეგობრული და მომთმენი.

სარეცელს მიჯაჭვული მღვდელმონაზონი თეოფილე დიდი მოთმინებით შეეგება თავის აღსასრულს. მას საკუთარი ნებით ემსახურებოდა მონაზონი ანტონი კუნძული პაროსიდან. ბერ თეოფილეს  უკანასკნელ წუთამდე სრული ცნობიერება და საუკეთესო სულიერი სიცხადე ჰქონდა. მისი აღსასრული წმიდანის შესაფერისი იყო. მისი სახე ბრწყინავდა. მონაზონი იაკობი  († 2001) იხსენებდა, თუ როგორი აღტაცებით ესაუბრებოდა იგი მას უფლის დიდებაზე და თან ტიროდა სიხარულით აღსავსე. მან 1969 წლის 10 სექტემბერს მიაბარა უფალს სული, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის „ღერონდისას“ შუამავლობისა და მეოხების იმედით.

 წყარო-ბიბლიოგრაფია:

პანტოკრატორის წმიდა მონასტერი, ნეკროლოღიონი (გარდაცვლილთა რეგისტრაციის წიგნი), გვ. 20; პანტოკრატორის წმიდა მონასტერი,  3.7.1977 ამალიადას წერილი ბატონი ღ. დიმიტრაკოპულოსის მიმართ.

წყარო: მონაზონი მოსე მთაწმიდელი, მეოცე საუკუნის მთაწმიდელ სათნო მამათა დიდი ღერონდიკონი, ტომი მეორე – 1900-1955 წწ., გვ. 821, მიღდონიას გამომცემლობა, პირველი გამოცემა, სექტემბერი, 2011 წელი.

 

შინაარსი
სანიშნეები