ღმრთისმშობლის წმიდა სარტყელი პილის მთავარანგელოზთა მონასტერში
24 October 2015შაბათს 24 ოქტომბერს დიდი კურთხევა იქნება დიმიტრიადოსა და ალმირუს მიტროპოლიაში. პილის მთავარანგელოზთა სახელობის წმიდა მონასტერში დაბრძანდება ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის პატიოსანი სარტყელი, მას მოსალოცად ჩამოაბრძანებს ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი.
დაბრძანებული იქნება დაახლოებით 5 საათის განმავლობაში და შემდეგ გეზს აიღებს ხალკიდასაკენ.