Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ბერმონაზნობის მრავალგანზომილებიანი სულიერი რეალობა | PEMPTOUSIA

ბერმონაზნობის მრავალგანზომილებიანი სულიერი რეალობა

30 November 2015

მართლმადიდებლური ბერმონაზნობა ქრისტესმიერი ცხოვრების მრავალგანზომილებიანი სულიერი რეალობა

ზოგადი შენიშვნები ბერმონაზნობის შესახებ

მართლმადიდებლური ბერმონაზნობა, მრავალგანზომილებიანი სულიერი ერთობა, თავისი ვრცელი ისტორიის მანძილზე, წარმოადგენდა დიდი მნიშვნელობის მქონე რეალობას, რომელმაც წარმოაჩინა საუკეთესო სულიერი მიღწევები, წარმოადგინა ადამიანური სიბრძნის უკეთილშობილესი შემოქმედებითი ნამოღვაწარი და ზოგადად, იყო სულიერების მატარებელი, კულტურისა და საზოგადოებრივი წვლილის ფაქტორი. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გამო, მან მოიპოვა მრავალთა ყურადღება და გამოიწვია ზოგადი ინტერესი, არა მხოლოდ სულიერ, არამედ ასევე არასულიერ სამყაროში.

თუმცაღა, ამის პარალელურად, მის მიმართ ჩნდებოდა ასევე უარყოფითი, კრიტიკული მიმოხილვები, რომელიც აღსავსე იყო ძირითადად სუბიექტური, პერსონალური, ზოგჯერ კი მიკერძოებული შეფასებებით, რომლებიც გაცხადებული იყო ბუნდოვანი მხარეებისა და იზოლირებული ინდივიდუალური სამლოცველოების მიერ. ფენომენი, რომლის გამოვლინება ლოგიკურია ადამიანთა საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფში.

Monaxos 03

წყარო: asceticexperience.com

ბერმონაზნობის მოწინააღმდეგეთა მიერ გამოთქმული კონფლიქტური და ხშირად, უსამართლო კრიტიკა იმ წერტილამდეც კი მივიდა, რომ ისინი მონაზვნობას, როგორც სიცოცხლის უარყოფასა და სამყაროდან გაქცევას ისე ახასიათებდნენ, ხოლო მონაზნებს კი – თავიანთი თავებისთვის  „გამოუსადეგართ“  თვლიდნენ, რადგან ისინი უარს ამბობენ ოჯახის შექმნის შესაძლებლობაზე. გარდა ამისა, მათ მიიჩნევდნენ ანტისოციალურ ელემენტებად, სწორედ იმიტომ, რომ ყოველდღიურობის საზოგადოებრივ ბრძოლაში  შესაძლებელია „კანონიერი გზით“ ქორწინება. ასევე ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ცხოვრობენ საზოგადოებრივი ცხოვრების გარეთ, უმოქმედობასა და უზრუნველობაში, ოჯახური და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის დამახასიათებელი გადარჩენისათვის ბრძოლისგან შორს!

თუმცაღა, მათთვის, ვინც კი იცნობს მონაზნურ ცხოვრებას, ცნობილია, რომ მართლმადიდებლური მონაზნობა არ წარმოადგენს არც სიცოცხლისა და ზოგადად, არც სამყაროს უარყოფას. იგი ცოდვით აღსავსე ცხოვრების უარყოფა გახლავთ. ბერმონაზნობა ნამდვილი და ჭეშმარიტი, ქრისტესმიერი ცხოვრების აღიარებაა. მონაზნურ ცხოვრებაში ყველაფერს მხოლოდ ერთი მთავარი მიზანი ამოძრავებს: რომ სულიერი ბრძოლებისა და ფსიქოსომატური ტკივილის მეშვეობით ადამიანმა თავისი სული ღმერთამდე აღამაღლოს. იმისათვის რომ მიღწეულ იქნეს ეს უმაღლესი მიზანი – ღმერთთან გაერთიანება, აუცილებელია ორმაგი ძალისხმევა – მონაზონს, როგორც ფსიქოსომატურ ინდივიდს,- მოეთხოვება ზრუნვა, როგორც თავის სულიერ ვარჯიშებზე, ისე – სომატურ ტკივილებზე, ასევე – მოთმინებით აღსავსე ლოცვა მათთვისაც კი, ვინც არ ლოცულობს, შეუპოვარი შრომა, მღვიძარება ცრემლიანი მეტანიებით, დახმარების აღმოჩენა ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც კი ამას საჭიროებს, საყოველთაო სტუმართმოყვარეობა და სხვა კონტაქტები.

ბერმონაზნობა არის ქრისტიანული სწავლების პემპტუსია, მისი ყველაზე დინამიკური და თანმიმდევრული თვითგამოხატულება.

სხვა სიტყვებით, როგორც უკვე ზევითაც იქნა აღნიშნული, სიწმინდე ყოველთვის იწვევდა და იწვევს ან დიდ სიძულვილს და ან ღრმა პატივისცემას.

აქვე წინასწარ უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ არ არის ადვილი ადამიანმა, ვინც „ჩაფლულია ცხოვრების ყოველდღიურობაში“ [1], რომელიც ცხოვრობს ამ ცოდვილიან სამყაროში და თავის თავზე განიცდის მის პირდაპირ გავლენას, თავი მონაზვნობას შეაფაროს, იმ ადგილებში წავიდეს, სადაც ჰყვავის ბერმონაზნობა, მაგალითად, ათონის მთაზე, მეტეორაზე ან სხვა ადგილას, სადაც ბატონობს წმიდა და ჭარბობს სიწმინდე.

ბერმონაზნობა, როგორც ადამიანის ღმრთისადმი საიდუმლო სიყვარული, ეკუთვნის ყოველი სულის ბუნებას და წარმოადგენს ადამიანის უფლის მიმართ განსაკუთრებულ ძახილს, ის არის მონდომება და გამუდმებული ბრძოლა ღმერთთან გაერთიანებისათვის განკაცებული ღმრთის სიტყვის სახით. ამგვარად ხდება ქრისტე ყოველი ადამიანური არსებობის მიზანი.

ადამიანი ეკლესიის ცხოვრებაში შემოდის და ცდილობს მის საიდუმლოებებში მონაწილეობის გზით გაერთიანდეს ქრისტეს სახეში და განღმრთდეს. სხვა სიტყვებით, ყოველი ადამიანის ეკლესიური ერთობის სამყაროში ყოფნის მიზანს წარმოადგენს, რომ ის შეუერთდეს იესო ქრისტეს სხეულს, ანუ ეკლესიას, იმისათვის რომ  „ქრისტეს სწავლების“ მეშვეობით მიაღწიოს სულიწმიდასა და თავის განღმრთობას. რა თქმა უნდა, მხოლოდ ქრისტესმიერი ცხოვრების ამ კონტექსტში, მართლმადიდებლური ტრადიციის ადამიანისა და ყოველი მორწმუნის პირადი პასუხისმგებლობა, ასევე მისი მუდმივი ძალისხმევა ჰარმონიზდება ღმრიური მადლით, რომელიც ძალას მატებს ადამიანურ სურვილს. ქრისტესმიერი დასასრული გულისხმობს ქრისტესმიერ ცხოვრებას მის ყოველ განზომილებაში. ეკლესიის სხეულის გარეთ არ შეიძლება არსებობდეს ცხონების შესაძლებლობა. ადამიანს არ შეუძლია ამქვეყნიური ძალებიდან  მოელოდეს ცხონებას, რომელთანაც ხშირადაა გაიგივებული.

დედამიწაზე ყოველთვის არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ სურთ, თუმცა შეიძლება არც აქვთ ამის შესაძლებლობა, რომ შეურიგდნენ ორგანიზებული საზოგადოებრივი ცხოვრების მოთხოვნებს, რომლის წიაღშიც კომფორტსა და უსაფრთხოებასთან ერთად ხშირია კონკურენცია, უმეტესწილად უსამართლო კონკურენცია, ხოლო პირად ურთიერთობებში კი – ტყუილი და  არაგულწრფელობა.

ადამიანები უპირისპირდებიან სწორედ ამ რეალობას, თუმცაღა სხვადასხვანაირი გზით, მათი ფსიქიკის, აღზრდისა და ხასიათის ანალოგიურად.

ამგვარად: ყველაზე უფრო სუსტი ხასიათის მქონენი იმ გარემოებათა წნეხის ქვეშ ნადგურდებიან, რომლებიც მათ  ყოველდღიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხვდებათ.

უფრო გაბედულნი მიჰყვებიან საზოგადოების მიღმა არსებულ გზებს, რომელნიც დახაზულია ან გაბატონებული სოციალ-პოლიტიკური პირობების ან თავად მათი განსაკუთრებული მენტალიტეტის მიერ.

სხვანი იქცევიან სხვადასხვა სახის აჯანყებულად და ბოლოს, არსებობენ ასევე ისეთებიც, რომელნიც უარყოფენ ამქვეყნიურ ცხოვრებას, ეძიებენ თავშესაფარს იქ, სადაც ხედავენ რომ უფრო მეტი სიმშვიდე, სტაბილურობა და სიმართლეა, მაშასადამე უფალთან ახლოს.

ეს უკანასკნელნი, უფრო ღრმად შეიგრძნობენ რა ქაოსურ სამყაროში თავიანთი არსებობის მღელვარებას, იმედისა და მუდმივი ნათელი ორიენტაციის გარეშე, ხშირად ირჩევენ გზას, რომელთაც ისინი ამქვეყნიური ცხოვრებიდან შორს მიჰყავს, რათა იქ ეძიონ და იპოვნონ, როგორც გარეგნული, თუმცა ძირითადად კი, შინაგანი სიმშვიდე, რათა „სიმშვიდის გზით“, შეხვდნენ საკუთარ პიროვნებას, როგორც ნათქვამია „მოინახულონ თავიანთი თავი“ [3], რომ იმსჯელონ თავიანთ თავთან, უპირველეს ყოვლისა კი, პირისპირ ესაუბრონ შემოქმედს – უფალს. ისინი მზად არიან, რომ თავიანთი არსებობა ღმრთის წინაშე შეუმოსავად და დაუფარავად,  ადამიანური დახელოვნების ყოველნაირი ყალბი გარსის გარეშე წარმოაჩინონ. იქ, სიმშვიდის ამ საუფლოში, ამქვეყნიური სამყაროდან შორს, ერთმანეთს უზიარებენ ადამიანურ მეგობრობასა და გულღიაობას თავიანთი კავშირით ღმერთთან.

სწორედ ამგვარად, დაახლოებით ამ წინაპირობების შედეგად წარმოიშვა ბერმონაზნობა და განსაკუთრებით კი, მისი ერთ-ერთი სახე განმარტოება – ისიქაზმი.

[გაგრძელება ექნება]

  1. Β΄Τιμ. 2, 4.
  2. Γαλ. 4, 19.
  3. Γρηγορίου Θεολόγου, Λόγος Α, Εις το Άγιον Πάσχα, 1. PG 35, 396Β. Βλ. Π. Χρήστου, Το μήνυμα του Αγίου Όρους, «Αθωνική Πολιτεία, επί τη χιλιετηρίδι του Αγίου Όρους», Θεσσαλονίκη 1963, σ. 93 έ.
შინაარსი
სანიშნეები