რატომ და როგორ გაჩნდა ბერმონაზნობის ინსტიტუტი

10 December 2015

[წინა სტატია იხილეთ: http://www.pemptousia.ge/?p=48613]

ბერმონაზვნობის წარმოშობა

ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, შესაძლებელია საფუძვლიანად მივიჩნიოთ, რომ ქრისტიანული ბერმონაზნობის ფენომენის წარმოშობა ახალი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნის ბოლო პერიოდს უკავშირდება. ქრისტიანულ ეკლესიაში იგი გაჩნდა, როგორც ერთგვარი მოძრაობა და ორგანიზებული ქრისტიანული საზოგადოებიდან დაუსახლებელ ადგილებში განცალკევებით ყოფნის ტენდენცია, რაც ძალიან სწრაფად გაძლიერდა და ბერმონაზნური ცხოვრების ფორმირების ამოსავალ წერტილად იქცა. ეს სისტემა ძირითადად ჩამოყალიბდა ეკლესიისა და ქრისტიანულ საზოგადოების წიაღში, რამაც მიანიჭა მას ძლიერი ორგანული ზრდა და ხელი შეუწყო ქრისტიანობის მკაცრი მორალური საწყისების ჩამოყალიბებას. იგი თანდათან გაიზარდა, როგორც ეკლესიის ბავშვი, რომელსაც შესწევდა განვითარებისა და საჭიროების შემთხვევაში, ფხიზლად ყოფნის  უნარი.

Nobody has ever gained more in this world than a plate of food, a garment to wrap himself in and a roof over his head. This is all the material wealth that one truly needs. All other things are not directy tied to our biological existence. The contemporary man runs, runs, runs... and if you ask him why? he doesn't know why. In this photo, a heremit is praying in a tree cavity near to Vatopaidi. It is a rather common habit for monks to retreat into the woods for more quietness, stillness and better conditions for spiritual life.

წყარო: asceticexperience.com

საზოგადოებრივ ფენომენთა მკვლევარების ძალისხმევის შედეგად, შესწავლილ იქნა ეს ფენომენიც. რის შედეგადაც, ისტორიისა და სოციალურ მეცნიერებათა სპეციალისტების მიერ გამოითქვა ბევრი და ასევე მრავალფეროვანი თეორია, რომელთაგანაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ორი მოსაზრება:

ა) პირველი მოსაზრების თანახმად, ბერმონაზნური ცხოვრების საწყისები უკავშირდება უძველეს ეპოქას, სადაც გავრცელებული იყო განსაკუთრებული და თავისებური ასკეტური ცხოვრება, როგორც ინდივიდუალური, ისე – ჯგუფური.

ბ) მეორე მოსაზრების თანახმად, ბერმონაზვნობა წარმოადგენდა ერთგვარ გამოსავალს იმ წინააღმდეგობაში, რომელიც შექმნილი იყო ქრისტიანული ერთობის წარმომადგენელი ზოგიერთი პირის მიერ, იმისათვის რომ ხაზგასმული ყოფილიყო ქრისტიანობის მჭიდრო კავშირი დანარჩენ სამყაროსთან, – კონსტანტინე დიდის მოღვაწეობიდან მოყოლებული – და რომელსაც შედეგად მოჰყვა მორალური ცხოვრების ან ქალაქებში არსებული ქრისტიანული ერთობის მორწმუნეთა სულიერების დეგრადაცია. ყოველივე ეს გამოწვეული იყო ქრისტიანობაში მრავალი ახალი რელიგიის შემოსვლით, ეკლესიის ეთიკური მორალური სიმკაცრის შერბილებით იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც მხილებულნი იყვნენ სერიოზულ მორალურ და სულიერ დანაშაულებში, ერესების წარმოშობით გამოწვეული ეკლესიური ცხოვრების უწესრიგობითა და ეკლესიის წიაღში არსებული განხეთქილებებით.

თუმცა, არც ისტორიული და არც საზოგადოებრივი თვალსაზრისით, ზემოთ მოხსენიებული მოსაზრებიდან არც ერთი არ არის მყარი. რადგან სამყაროში გაჩენილი ახალი რელიგია, ქრისტიანობა, კაცობრიობის ისტორიაში არ გამოჩენილა და არ შესულა მსოფლიოს ისტორიაში, როგორც ერთი პესიმისტური აღმოსავლეთური ფილოსოფია, ანდა როგორც განმხრწნელი ძალა საზოგადოებისა.

პირველი მოსაზრება უსაფუძვლოა, რადგან ისტორიულად არ ვლინდება არანაირი დადასტურება პარალელებისა აღმოსავლეთის რელიგიების ასკეტიზმსა და ქრისტიანულ ბერმონაზვნურ ცხოვრებას შორის. ეს იმიტომ რომ, ქრისტიანობას, როგორც სწავლებას არ ჰქონია და არ აქვს არანაირი საერთო  თვისება აღმოსავლეთის ფილოსოფიური სისტემებისა და რელიგიების დუალისტურსა და პესიმისტურ სწავლებებთან. და თუკი, ვინმე მაინც აღმოაჩენს ამ თვალსაზრისით რაიმე გავლენას, ლოგიკური იქნებოდა მიგვეჩნია, რომ ასეთი მოსაზრება მომდინარეობს ესეელთა ერესებიდან, რომლებიც იმ პერიოდში ერში ცხოვრობდნენ. მაგრამ არც ეს მოსაზრება შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებად, რადგან მონაზვნური ასკეტიზმის პირველი ნიშნები გამოჩნდა ელინოქრისტიანულ საზოგადოებებში და არა იუდეურქრისტიანულში, როგორც ეს მოსალოდნელი იყო. გარდა ამისა, ქრისტიანული ბერმონაზვნობა გაჩნდა გაცილებით გვიან, უკვე მას შემდეგ, რაც ესეელთა ერთობები აღარ არსებობდა.

თუმცა, ისტორიკოსთა არც ეს მეორე მოსაზრებაა მისაღები, რადგან მეუდაბნოე მონაზვნები და აქედან გამომდინარე, ბერმონაზნობა უკაცრიელ ადგილებში გაცილებით უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე კონსტანტინე დიდი აღიარებდა ქრისტიანობას.

ამჟამად კარგადაა ცნობილი, რომ ქრისტიანობას გააჩნდა ისეთი საწყისები, რომლებიც აუცილებლად რადიკალურად განასხვავებენ მას დანარჩენი სამყაროსაგან და რომ პირველმა ქრისტიანებმა ძირითადად ამ საწყისებზე დაყრდნობით დაარეგულირეს თავიანთი ცხოვრება უმაღლეს მორალურ საფეხურზე. რა თქმა უნდა, ზოგიერთი მათგანი ადრიდანვე ისწრაფვოდა, რომ ჩამოეყალიბებინა ერთგვარი უმაღლესი მე, იდეალი მე და ამგვარად მთელი თავიანთი ყურადღება მიეპყროთ არსებითზე, ცხოვრების ცენტრზე, რომელიც არის ქრისტიანობის არსი.

ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ადამიანისათვის მნიშვნელოვანია ერთი სიკეთე და ეს არის მისი სული, რომლის ნამდვილი ღირებულება უფრო ძვირფასია, ვიდრე ადამიანის ამქვეყნიურ ცხოვრებაში მიღებული ყველა დანარჩენი სიკეთე თუ მიღწევა, მის წინაშე მთელი ეს ქვეყანაც კი მინიმალურად წარმოჩნდება. სწორედ ეს არის განკაცებული ღმერთის განსაკუთრებული და ასევე გადამწყვეტი შეტყობინება: „რამეთუ რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს?“ (მათე 16, 26).

[გაგრძელება]

შინაარსი
სანიშნეები