Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
წმიდანები და ჩვენ | PEMPTOUSIA

წმიდანები და ჩვენ

21 December 2015

მოდი, აღვნიშნოთ წმიდანთა მიღწევები, მოდი გავიაზროთ ჩვენი საკუთარი შეცდომები. მხოლოდ მაშინ გავიგებთ, თუ რა უზარმაზარი მანძილით ვართ დაშორებულები ჩვენ მათგან. მოდი, ამ წმიდანებს ისე შევხედოთ, როგორც ხორცშესხმულ ანგელოზებს. რაც შეგვეხება ჩვენ, ვყოყმანობ რომ ჩვენ თავს თუნდაც ადამიანები ვუწოდო. მოდი გავაანალიზოთ და საკუთარ თავს ჩავეკითხოთ, თუ რამ გამოიწვია ასეთი დიდი სხვაობა ჩვენ შორის, მიუხედავად იმისა, რომ „უფალს ყველა ადამიანის გადარჩენა სურს“. „ყველა არის ღმერთი და ყოვლისმპყრობელის შვილი“. ნათქვამია „მე ვთქვი: იყავით ყველა ღმერთი და ყოვლისმპყრობელის შვილები“, რაც იმას გვაუწყებს, რომ უფალი უხმობს ყველას ამ დიდი პატივისათვის. მაშ, როგორ მოხდა, რომ ჩვენ ასე ძლიერ ჩამოვრჩით წმიდანებს და ისე განვსხვავდებით მათგან, როგორც პირუტყვი განსხვავდება ლოგიკური ქმნილებისაგან? წმიდანები გამდიდრდნენ ცოდნით, საქმით, თეორიით, ისინი სასწაულთა წყაროებად იქცნენ, მონაწილეობენ ანგელოზურ დღესასწაულებსა და ზებუნებრივ მიღწევებში.

Agioi kai emeis 01

წმიდანნი ღირს იქმნენ, რომ გაიხარონ საიდუმლო ხილვებით, გულახდილობა ჰქონდეთ უფალთან, ისევე როგორც მაგალითად შვილს შეუძლია თავის მამასთან საუბარი ან როგორც მეგობარს თავის მეგობართან ლაპარაკი. უფალი ყოველთვის მზად არის, რომ მათი სურვილები შეუსრულოს. განა ყოველივე ეს არ ჰქონდათ ანტონ დიდსა და მის ყოვლად ნეტარ მიმდევარ ილარიონს, წმიდა პახუმსა და არსენ დიდს, ანგელოზის დარ დანიელ სკიტელსა და მის მოწაფეს – წმინდა ანდრონიკოსს? მამათა შორის – ექვთიმე დიდს, წმიდა საბას და მის უამრავ მოწაფეს, ასევე უდიდეს იოანე კლიმქსს? სასწაულთმოქმედ სიმეონსა და მის მოსახელესა და თანამონაწილეს, ასევე მათ მსგავსებს დანიელსა და ალიპიოსს? მღვდელმთავართა შორის – წმიდა იოანე ოქროპირს, ბასილი დიდსა და გრიგოლ ღმრთისმეტყველს და მათზე უფრო წინ – სასწაულთმოქმედ ნეოკესარიელ გრიგოლსა და ათანასე დიდს, ღმრთაებრივ ნიკოლოზსა დ ყველა წმიდანს, აღარ ჩამოვთვლი თითოეული მათგანის სახელს, რათა არ გამიგრძელდეს სიტყვა. თუკი ჩვენთვის რთული საქმეა თუნდაც წმიდანთა სახელების  ჩამოთვლა, რაოდენ უფრო ძნელი იქნება მათი ცხოვრების შეყვარება ისე, როგორც ისინი ამას იმსახურებენ, და მათი ცხოვრების წმიდა ჟინით მიბაძვა.

მაშ, როგორ გაიარეს მათ ამქვეყნიური ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ ისინიც ფიზიკური მოთხოვნილებების მოქმედების ქვეშ მყოფი ხორციელი ადამიანები იყვნენ და თავიანთი ცხოვრების განმავლობაში ესოდენი დიდება მიიღეს სარგებლად?! იქნება და ისინი „უპირველეს ყოვლისა“ წმიდანებად გაჩნდნენ და თავიდანვე გათავისუფლებულნი იყვნენ ხორციელი ცდუნებებისაგან? თუკი, ვინმე მართლაც დაიბადა ასეთად, ისინი არ აღემატებოდნენ ოთხს ან რვას. თუმცა, ვფიქრობ, რომ არც ისინი იყვნენ სრულიად გათავისუფლებულნი ფიზიკური მოთხოვნილებებისგან. მხოლოდ და მხოლოდ ანგელოზებს არ გააჩნიათ ამგვარი მოთხოვნილებები. უფლის ყველა სხვა დანარჩენი წმიდანი  ხორციელი ადამიანები არიან, რომლებიც ემორჩილებიან ფიზიკურსა და ხორციელ მოთხოვნილებებს. მაშ, რატომ განვსხვავდებით ასე ძლიერ იმ წმიდანებისგან, რომლებიც ისევე როგორც ჩვენ, ხორციელი ადამიანები იყვნენ და ჩვენ მსგავსად იზიარებდნენ ადამიანურ ბუნებას?

თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ, რომ მათ ესოდენი მადლი უფლის დახმარებით ჰპოვეს. შემდგომ ამისა კი ვნახავთ, თუ ჩვენ როგორი ჩამორჩენილები ვართ, „რადგან უფალი არ განგვარჩევს“, იგი არ ანიჭებს დიდებას მათ, ხოლო ჩვენ კი შეურაცხოფას არ გვაყენებს. ჩვენც რომ მივყვებოდეთ იმ ნეტარ გზას, რომელიც წმიდანებმა გაიარეს, აუცილებლად შევძლებდით მათთან მიღწევასა და მათი მსგავსი სიხარულის გაზიარებას. ჩვენ არ მივუყვებით „ვიწროსა და სიძნელეებით სავსე გზას“, არამედ, „ფართოსა და განიერ“ გზას დავდგომივართ. დამღუპველი ცდუნებები, ხორციელი მადა, ფიზიკური ფუფუნება, გემრიელი საკვები, მიწიერი დიდება, ენის მოუთოკველობა, ყველაფრის მოუთოკველობა და ასევე ხუთი გრძნობის მოუთოკველობა, წმიდა წერილის გულგრილად მოსმენა, სულიერი გულგრილობა და უფალი იესო ქრისტეს – ჩვენი ღმერთის მცნებების დარღვევა – დაგპირდით, რომ თავდაპირველად ვისაუბრებდით წმიდანების შესახებ, თუმცა სიტყვამ მოიტანა, რომ ჩვენ შესახებ მეთქვა…

წმიდანებმა დაიცვეს შემდეგი სიტყვები: „ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად“. მოუსმინეს და ყურადღება მიაქციეს წმიდა წერილის განმარტებას. „თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად“. მათ შეისწავლეს, თუ რას ნიშნავდა „ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად“ და აღმოაჩინეს, რომ უპირველესი და ლოგიკური არის ჩვენს ხატად. ყოველი მსგავსება არის სიკეთისკენ მიმართული და თავისუფალი. უფალი მეფობს, როგორც უხილავი, ისე ხილული სამყაროს მშენებელი და შემოქმედი. ღმერთმა ადამიანი დედამიწაზე ყოველივე ქმნილების ბრძანებლად დაადგინა, და სწორედ ამას გულისხმობს სიტყვები: „ჩვენს ხატად“. უფალი მიზეზია ყოველგვარი სიკეთისა, და არანაირი გზით –  ბოროტებისა. ღმერთს სურს, რომ ადამიანიც  კეთილად მოქმედებდეს, ანუ აქ იგულისხმება, რომ ადამიანი განეშოროს ბოროტებას, და სწორედ ამას ნიშნავს სიტყვები: „ჩვენს მსგავსებად“.

შინაარსი
სანიშნეები