ბერმონაზვნური ფენომენის გავრცელების მიზეზები

22 December 2015

[წინა სტატია იხილეთ: http://www.pemptousia.ge/?p=48670]

რა თქმა უნდა, სულის – ამ უმაღლესი სიკეთის ირგვლივ, რაც არის კიდეც ადამიანისათვის ერთადერთი ფასეულობა სამყაროში, ბრუნავს სამყაროს სხვადასხვა სიამე და ურთიერთობა, რაც თავის მხრივ, ზღუდავს ადამიანს და საშუალებას არ აძლევს მას, რომ ხელი შეუწყოს თავისი პიროვნულობის ყოველმხრივსა და სრულყოფილ განვითარებას. შესაბამისად, ადამიანს რჩება სულიერი შფოთით აღსავსე მკაცრი ბრძოლა, იმისათვის რომ მან თავი დააღწიოს ყოველივე იმას, რაც კი მის მდაბალ „მესთანაა“ დაკავშირებული და გაანათლოს მისი მაღალი, იდეალური „მე“, რომლის მეშვეობითაც იგი  მიაღწევს ისეთ მდგომარეობას, როცა თამამად შეძლებს უფლის წინაშე წარდგომას [5].

Monaxos 05

მართლმადიდებლურ ეკლესიაში, სრულყოფილი ქრისტიანის აბსოლუტურ იდეალს წარმოადგენს მონაზვნური იდეალი, როგორი სახითაც ის საბოლოოდ ჩამოყალიბდა. მორწმუნეები ბერმონაზნობის უდიდეს წარმომადგენელთა რიცხვს მიაკუთვნებდნენ იმ ქრისტიანებს, რომლებსაც სრულყოფილი რწმენა ჰქონდათ, ასევე წმიდანებსა და იმ ადამიანებს, ვისაც ცხოვრების ქრისტიანული დასასრულის სურვილი გააჩნდათ და რომლებიც თავიანთი სულების ცხონების გამო მონასტრულ ცენტრებში განმარტოვდნენ. წმიდა ქრისოსტომოსი ამგვარად ამბობს: „ვისურვებდი, საზოგადოება იმდენად კარგი ყოფილიყო, რომ არ გამხდარიყო საჭიროება იმისა, რომ უკაცრიელი ადგილებისთვის შეეფარებინათ თავი მათ, ვინც კი იქ ცხოვრობს, ხოლო მეუდაბნოები კი, რომლებიც უკაცრიელ ადგილებში ცხოვრობენ, წასულიყვნენ და ამ საზოგადოებაში ეცხოვრათ“. წმიდა ქრისოსტომოსის სურვილი იყო, რომ საზოგადოების, ქალაქებისა და სოფლების ცხოვრება სახარებისეული ჭეშმარიტებების მიხედვით შეცვლილიყო. ასკეტური ცხოვრება კი სახარების შესაბამისად  ცხოვრების საშუალებად იყო მიჩნეული, საზოგადოების აღორძინებისა და ადამიანთა ცხონებისათვის, მათი როგორც სულიერად, ისე სრულყოფილად ცხოვრებისათვის [6].

თუმცა, ამ სულიერ ბრძოლაში, იმისათვის რომ ყოველმა მებრძოლმა (მონაზვნობის მსურველმა) თავის მიზანს მიაღწიოს, აუცილებელია, განკაცებული ღმერთის ქადაგების მიხედვით, ყველამ საკუთარ თავზე დაითმინოს მანამდე არნახული და მტკივნეული განსაცდელი. უნდა დაამყაროს სრული კონტროლი თავის ნებაზე, მისწრაფებებსა და სურვილებზე. მას მოეთხოვება შორს იყოს უამრავი ამქვეყნიური სიამისაგან და ასევე მოუწევს მოსწყდეს ბევრ ამქვეყნიურ სიკეთეს. უარი უნდა თქვას ოჯახურ კავშირებზე, უნდა მოსწყდეს ცხოვრების ყოველგვარ მატერიალურ სიკეთესა და სიამოვნებას და თავი უნდა მიუძღვნას ასკეტურ ცხოვრებას – ლოცვასა და მარხვას თავისი სულიერი სრულყოფის მიზნით. უნდა მიატოვოს ერში ცხოვრება და ყველაფერი ამქვეყნიური, რათა იცხოვროს „ანგელოზთა სადარი საზოგადოების“ სულიერი გამოცდილებით, უნდა ილოცოს გამუდმებით არა მხოლოდ თავისი საკუთარი ცხონებისათვის, არამედ – მთელი ქვეყნიერების ცხონებისათვის. ყოველივე ეს უნდა განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ მისი საკუთარი, პირადი სურვილით, აუცილებლად ორგანიზებული ქრისტიანული საზოგადოების წიაღში.

თუმცა, არსებობდა ასევე სხვა გარეშე მიზეზები, განსაკუთრებით კი მესამე საუკუნის შუა ხანიდან, როდესაც ხორციელდებოდა ქრისტიანთა სასტიკი დევნა, რაც მრავალ ქრისტიანს იძულებულს ხდიდა, რომ ცხოვრების სწორედ ასეთი გზა აერჩია, გასცლოდა ქალაქებს და თავი უკაცრიელი ადგილებისთვის შეეფარებინა. ამ ფენომენმა ფართო ხასიათი განსაკუთრებით მეოთხე საუკუნიდან შეიძინა. თუმცაღა, მას შემდეგ, რაც შეწყდა ქრისტიანთა შევიწროება და სწორედ იმიტომ, რომ დევნა იქცა ქრისტიანთა ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, ზოგიერთი ასკეტურ ცხოვრებას გაუგებრად მიიჩნევდა დევნის შედეგად მიღებული ძალადობის გარეშე. სწორედ ამგვარად გაჩნდნენ ისინი, ვინც გარკვეული მიზეზების გამო, თავიანთი საკუთარი თავის მდევნელებად იქცნენ, მთებსა და უკაცრიელ ადგილებში გაიქცნენ ან იქ დარჩენა გადაწყიტეს და საკუთარი თავი დაუმორჩილეს სიდუხჭირესა და მწუხარებას.

როგორც ვნახეთ, და რაც ცნობილია კიდეც, პირველივე საუკუნეებიდან დაწყებულმა ქრისტიანული საზოგადოების დიდი ნაწილის ეტაპობრივმა სეკულარიზაციამ სხვადასხვა მიზეზების გამო (სამყაროსთან მჭიდრო კონტაქტი, დევნა, ერესები და ა.შ) შეამცირა მორალური სიმკაცრე და საერთო სულიერება, შეცვალა ახალი საზოგადოებრივი ცხოვრება და ეკლესიის სტრუქტურა და მორწმუნეთა სულიერ ცხოვრებაში წარმოქმნა მრავალი დაბრკოლება.  ყოველივე ამას შედეგად მოჰყვა სულიერი ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობების სიმცირე და იმ ადგილების ძიება, სადაც კი იქნებოდა შესაძლებელი ეკლესიური სულიერების სიწმინდისა და სინამდვილის შენარჩუნება. სწორედ ამიტომ, ქრისტიანთა დევნის შეწყვეტის შემდეგ, მრავალი ქრისტიანი,  რომელიც რაღაც მიზეზების და გამო, გაუგებრად მიიჩნევდა თავის ცხოვრებას დევნის გარეშე, თვითონ გახდა საკუთარი თავის მდევნელი, თავი შეაფარა მთებსა და უკაცრიელ ადგილებს და სწორედ ამგვარი გზით დაუმორჩილა თავი სიდუხჭირესა და მწუხარებას. „სისხლიანი წამების“ ნაცვლად, რაც მათ მდევნელების მხრიდან ატყდებოდათ გააფთრებულ ადამიანებთან ან გარეულ ცხოველებთან ბრძოლისას, ახლა ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე დაითმენდნენ „შეგნებულ წამებას“, რომლის დროსაც, მთელი ცხოვრება გამუდმებულად უნდა შებრძოლებოდნენ ბოროტებასა და ეშმაკს. სწორედ მას მერე იქცა კლდოვანი მთები და უკაცრიელი ადგილები განდეგილთა საცხოვრებელ ადგილებად, ხოლო შემდგომ ამისა კი უკვე – ორგანიზებული ბერმონაზნობის მოღვაწეობის ასპარეზად [7].

[გაგრძელდება]

  1. Βλ. Π. Χρήστου: Το Άγιον Όρος, εν τω παρελθόντι και τω παρόντι, «Αθωνική Πολιτεία», επί τη Χιλιετηρίδι του Αγίου Όρους», Θεσσαλονίκη 1993, σ. 21-22.
  2. Ιω. ΧΡΥΣΟΣΤΟΜΟΥ, Εις την Κ΄ προς Κορινθίους Επιστολή, Όμιλ. κε΄, δ΄, PG 61, 211 «καν την άκραν φιλοσοφίαν ασκής, των δε λοιπών απολλυμένων αμελής, ουδεμίαν κτήση παρά τώ Θεώ παρρησίαν».
  3. Μ Αθανασίου, Επιστολή προς Αμούν μονάζοντα, PG26, 1173,«… δυσκατόρθωτος οδός, όμως έχει χαρίσματα θαυμασιώτερα». Βλ. Π. Χρήστου, Το Άγιον Όρος, εν τω παρελθόντι και τω παρόντι, σ. 23.
შინაარსი
სანიშნეები