Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ბონიფანტე და აღლაია – ორი მიჯნური წმიდანი | PEMPTOUSIA

ბონიფანტე და აღლაია – ორი მიჯნური წმიდანი

6 January 2016

აღლაია მდიდარი არისტოკრატი იყო და დიოკლეტიანეს ეპოქაში რომის შემოგარენში ცხოვრობდა. მას ჰყავდა ერთი მონა, სახელად ბონიფანტე. ბონიფანტე აღლაიას მოურავი იყო. ჭაბუკს შესანიშნავი გარეგნობა ჰქონდა და მეტად გულმოწყალე და ლმობიერიც იყო, თუმცაღა ამასთან ერთად, თრობისა და მფლანგველობის მიმართ მიდრეკილება გააჩნდა. აღლაიასა და ბონიფანტეს მალევე შეუყვარდათ ერთმანეთი, მათ ქორწინების გარეშე დაიწყეს ერთად ცხოვრება, რადგან განსხვავებული სოციალური მდგომარეობა კანონიერი შეუღლების ნებას არ რთავდა.

Agios Bonifantios kai AgiaAglaia 01

ორივე მათგანი მორწმუნე ქრისტიანი იყო, სწორედ ამიტომ, ისინი თავიანთი ფარული კავშირის გამო ძალიან ღელავდნენ და წუხდნენ. ამ მდგომარეობიდან გამოსავლის ძიების დროს, მათ შეიტყვეს, რომ აღმოსავლეთში, ქრისტიანთა დევნა ხორციელდებოდა. მაშინ გადაწყვიტეს, რომ ბონიფანტე იქ გამგზავრებულიყო, მოეძია წამებულთა წმიდა ნეშტი და მათი წმიდა ნაწილები თავიანთ სახლში მოებრძანებინა, რათა მიჯნურნი ამ სიწმინდის მადლის მეშვეობით გათავისუფლებულიყვნენ იმ დანაშაულისაგან, რომელსაც განიცდიდნენ.

სამოგზაუროდ მიმავალ ბონიფანტს აღლაიამ გააყოლა თანმხლები პირნი, გაატანა ფული და საგზალი. გამგზავრების წინ, როდესაც კეთილი გულის პატრონი ბონიფანტე უკვე წასასვლელად იყო გამზადებული, თავისი ქალბატონის წინ წარსდგა და ჰკითხა მას, მიიღებდა თუ არა ბონიფანტს ძვლებს, როგორც წმიდა ნაწილებს, რათა მისთვის თაყვანი ეცა. აღლაიამ ჩათვალა, რომ ეს ბონიფანტეს ერთი ჩვეულებრივი ხუმრობა იყო და მიჯნურს ისე გამოემშვიდობა, რომ ამ სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

გრძელი და დამქანცველი მგზავრობის შემდეგ, მოგზაურებმა მიაღწიეს კილიკიის ტარსოსამდე, გადმოცემისამებრ იცოდნენ, რომ სწორედ აქ, ამ ადგილებში ხორციელდებოდა ქრისტიანთა საშინელი დევნა. ის-ის იყო, მგზავრებმა გასაჩერებელი ადგილი (სასტუმრო) იპოვნეს და მოსასვენებლად მზადებას შეუდგნენ, რომ ბონიფანტემ განაცხადა, ქალაქში  სასეირნოდ ვაპირებო გასვლას. მას აინტერესებდა ეხილა, თუ რა ხდებოდა გარეთ.

მართლაც გავიდა  ბონიფანტე გარეთ და იკითხა, ქალაქის თუ რომელ მხარეს სრულდებოდა ქრისტიანთა წამება. „სტადიონზე“, უპასუხეს მას და ჭაბუკიც პირდაპირ სტადიონისკენ გაეშურა. ეს ადგილი მართლაც რომ ქრისტიანთა წამების აღსრულების ადგილი იყო. იქ უამრავ ქრისტიანს აწამებდნენ, ზოგიერთ მათგანს კი შეიარაღებული მეომრები საწამებლად მიათრევდნენ.  ბონიფანტე გაიქცა და სასიკვდილოდ გამზადებულ ქრისტიანებს ჯერ თაყვანი სცა, შემდეგ კი ემთხვია. მერე მდევნელთა მეთაურთან მივიდა და უშიშრად განუცხადა მას, რომ თავადაც ქრისტიანი იყო და წამება სურდა. ოფიცრებმა ის განდევნეს, მაგრამ მისმა დაჟინებულმა საქციელმა ბოლოს და ბოლოს ისინი გაანერვიულა და საბოლოოდ, ის  შეიპყრეს. თავდაპირველად, მას მრავალი სასტიკი გამოცდა მოუწყვეს, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს.

დრო გადიოდა, მეგობრები კი ისევ სასტუმროში ელოდებოდნენ ბონიფანტეს. თავიდან იფიქრეს, რომ იგი რომელიმე დუქანში ან საროსკიპოში ატარებდა დროს. თუმცა, როგორც კი შენიშნეს, რომ ძალიან დაიგვიანა, გადაწყვიტეს გარეთ გასვლა და მისი მოძებნა. ეკითხებოდნენ გამვლელ-გამომვლელს მის შესახებ, აღუწერდნენ მის გარეგნობას, ადგილობრივები კი პასუხობდნენ, რომ იგი სტადიონზე იყო. მიაღწიეს რა სტადიონამდე, მაშინვე შეიტყვეს სიმართლე.

მაშინ მოჰყვნენ მოთქმა-გოდებას, წუხდნენ რომ სულ ამაოდ კიცხავდნენ ბონიფანტეს. შემდგომ ამისა, წამებულის თავი მის ტანთან ახლოს მიიტანეს. გადმოცემის თანახმად, რაღაც სასწაულის მეშვეობით, ბონიფანტეს თავი ხელახლა შეუერთდა მის სხეულს, მსუბუქად წამოიწია და ნიშანი მისცა მტირალ მამაკაცებს, თითქოს აუწყა, რომ მათი ფიქრები გაიგო და აპატია კიდეც. ამის მერე, ბონიფანტეს მეგობრებმა მოისყიდეს ის ჯარისკაცები, რომლებიც დარაჯობდნენ წამებულთა უსულო სხეულებს, თან წააბრძანეს გარდაცვლილი ბონიფანტე და უკან დასაბრუნებელ გზას დაადგნენ.

სამშობლოში დაბრუნებულებმა მისი წმიდა ნეშტი თავიანთ ქალბატონთან მიასვენეს. აღლაიამ მაშინვე გაიხსენა თავისი მიჯნურის უკანასკნელი სიტყვები და ღირსეულად დაიტირა იგი. მოგვიანებით იმ ადგილას, სადაც ბონიფანტე იყო დამარხული,  მშვენიერი ტაძარი ააგო. თავად აღლაიამ დარჩენილი სიცოცხლე იმავე ტაძარში გაატარა, სადაც ბონიფანტე ესვენა და საქველმოქმედო საქმეებს ემსახურებოდა. როდესაც გარდაიცვალა, იგი ბონიფანტეს გვერდით დაასაფლავეს.  ორივე მათგანი დიდი სასწაულების აღმსრულებელი გახდა.

ეკლესია აღლაიასა და ბონიფანტეს 19 დეკემბერს მიაგებს პატივს.

შინაარსი
სანიშნეები