Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
არქიდიაკონი სტეფანე, სიყვარულის პირველმოწამე | PEMPTOUSIA

არქიდიაკონი სტეფანე, სიყვარულის პირველმოწამე

9 January 2016

ერთხელ, როდესაც იუდეველთა, სადუკეველთა, ფარისეველთა და ელინთა შორის გაიმართა კამათი ჩვენს უფალ – იესო ქრისტეს შესახებ, მათგან ზოგიერთი ამბობდა, რომ იესო ქრისტე წინასწარმეტყველი არის, სხვები ამტკიცებდნენ, რომ იგი არის მაცდუნებელი, ხოლო სხვანი კი აღიარებდნენ, რომ იგი უფლის ძეა, ნეტარი პირველმოწამე და არქიდიაკონი სტეფანე დადგა ერთ ამაღლებულ ადგილას და ყველას წინაშე ჩვენს უფალზე – იესო ქრისტეზე იქადაგა, იგი ამგვარად ამბობდა: „კაცნო და ძმანო ჩემნო, რატომ გაიზარდა ასე თქვენს მიერ ჩადენილი ბოროტებანი და რატომ არის მთელი იერუსალიმი დარღვეული?

Protomartiros stefanos 1

ნეტარი სწორედ ის ადამიანია, ვინც არასდროს დაუშვებს გულში იესო ქრისტეს მიმართ ორჭოფობას. რადგანაც იგი სწორედ ის იყო, ვინც ზეცაში იმყოფებოდა და დედამიწაზე ჩვენი ცოდვების გამო ჩამოვიდა, ვინც სამყაროს დასაბამიდანვე არჩეული, წმიდა და უმწიკვლო ქალწულისაგან იშვა. უფალმა იესო ქრისტემ ჩვენ ჩვენი სნეულებებისაგან განგვკურნა და ნუგეში სცა სნეულებს. მისი წყალობით კვლავ იხილეს სინათლე ბრმებმა. მან განწმინდა კეთროვანნი და განდევნა ეშმაკნი დემონების მიერ შეპყრობილი ადამიანებისაგან“.

როგორც კი ეს ყოველივე იუდეველებმა მოისმინეს, იგი განსასჯელად მღვდელმთავართა წინაშე მიიყვანეს, რადგანაც თავად ვერ შეძლეს წინააღმდეგობა გაეწიათ სული წმიდის სიბრძნისა და ძალისთვის, რომლის შემწეობითაც ღმრთის დარი წმიდა სტეფანე საუბრობდა. ამის შემდეგ, გამოჩნდნენ ცრუ მოწმენი, რომელნიც მოციქულთა თანახმად, შემდეგზე მოწმობდნენ, ამბობდნენ რა, რომ: „ჩვენ გავიგონეთ, რომ იგი შეურაცხმყოფელ სიტყვებს ამბობდა იერუსალიმისა და რჯულის კანონის შესახებ“. როდესაც მოწმეებმა დაადასტურეს ყოველივე ეს და ასევე სხვა დანარჩენებმაც, რაც მოთხრობილია მოციქულთა წმიდა საქმეების მეშვიდე თავში, მაშინ ყველა მათგანმა, ვინც კი იმ დროს სამსჯავროს დარბაზში იმყოფებოდა, სტეფანესკენ მიაპყრო მზერა და იხილა, რომ მისი სახე ისეთი მბრწყინავი იყო, თითქოსდა ანგელოზის სახე ყოფილიყო. სწორედ ამის შემდეგ, მათ ვერ სძლიეს სირცხვილს და სტეფანეს ქვები დაუშინეს. წმიდანი კი ამ დროს მათთვის ლოცულობდა და ამას ამბობდა: „უფალო, შეუნდე მათ ეს ცოდვა“. სწორედ ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ წმიდა სტეფანემ სული განუტევა.

რადგანაც პირველმოწამემ სიკვდილით დაამარცხა თავის ფერხთა ქვეშ მყოფი მოწინააღმდეგე – ეშმაკი, რამაც მისი გვამი უდიდესად და ჩინებულად აქცია, მან ხომ წამების ტკბილი ძილით მიიძინა, მისი წმიდა სხეული ღმრთისმოსავმა ადამიანებმა წაიღეს და ერთ ხის კიდობანში ჩაასვენეს, რომელიც სპარსული ხისგან, ანუ ატმის ხისგან, იყო დამზადებული. მას შემდეგ კი, რაც კიდობანი დალუქეს, ის ტაძრის უკანა მხარეს მოათავსეს. სწორედ ამ დროს, კანონთა მცოდნემ ჰამალიელმა და მისმა ვაჟმა აბელბუსმა იწამეს ქრისტე. ისინი მოციქულთა მიერ მოინათლნენ. პირველმოწამე სტეფანესადმი მიძღნილი მსახურება სრულდება იმ ტაძარში, სადაც იგი ეწამა, რომელიც ახლოს მდებარეობდა იმ ადგილთან, რომელსაც კონსტანტიანას უწოდებდნენ. ყველაზე უფრო ზუსტი ქრონოლოგების თანახმად, აღნიშნულია, რომ წმინდა სტეფანე ქრისტეს ამაღლებიდან სამი წლის შემდეგ ჩაქოლეს.

(წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი, მეორე ტომი, დეკემბერი, გამომცემლობა მღვდელმონაზონ სპირიდონის სინოდია, ათონის წმიდა მთის ახალი სკიტი, გვ. 395-397).

შინაარსი
სანიშნეები