Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ადამიანის აღსვლა უფალთან და ღმრთის დავანება ადამიანში | PEMPTOUSIA

ადამიანის აღსვლა უფალთან და ღმრთის დავანება ადამიანში

20 January 2016

ნაწყვეტი „პემპტუსიის“ სარედაქციო კოლეგიის უფროსის, ნიკოს კოიუსის, სატელევიზიო ინტერვიუდან სიმონოპეტრას წმიდა მონასტრის წინამძღვვართან არქიმანდრიტ ელისესთან.

ნიკოს კოიუს – ღერონდა, თქვენ ახლა მომეცით ძალიან კარგი მიზეზი, როდესაც ვსაუბრობდით ათონის წმიდა მთისა და დანარჩენ სამყაროს შორის არსებულ კავშირზე, რომ შემდეგ კითხვაზე გადავიდე. ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ნამდვილად აწუხებს ხალხს, იმ ხალხს, რომელიც ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს სამშობლოში და ასევე საბერძნეთის საზღვრებს გარეთაც რელიგიურად ცხოვრებას ცდილობს, ყოველ იმ ადამიანს, ვისაც სურს მიუახლოვდეს ქრისტიანობასა და ჭეშმარიტ სულიერ ცხოვრებას. უკანასკნელი 30 წლის მანძილზე, ცხოვრების პირობები მკვეთრად შეიცვალა, როგორც პრაქტიკულ, ისე – სამყაროს აღქმით (მსოფლმხედველობით) დონეზე. ამჟამად, ამ ძირეული ცვლილებების ფონზე, რომლებმაც გავლენა მოახდინეს და ბევრად შეცვალეს ზოგადად ცხოვრების წესი, რომლებიც გავლენას ახდენენ საზოგადოებასა და ცალკეულ პიროვნებაზე, არსებობს კი ხალხის – ეკლესიისა და ბერმონაზვნობისკენ მოზიდვის რაიმე საშუალება თუ ძალიან რთულია, რომ ის იქცეს ახალ გარემოებათა მიზეზად?

Xristougena 02

არქიმანდრიტი ელისე – ისტორიის მანძილზე მუდამ იყო სიძნელეები. ეს სირთულეც ყოველთვის არსებობდა. და თუკი, თვალს გადავავლებთ სხვადასხვა ისტორიულ წყაროს, ანდა რომელიმე სხვა ეპოქის მოვლენებს განვიხილავთ, დავინახავთ, რომ ყოველთვის იყო ეს პრობლემა. ბუნებრივია, არავის ძალუძს ამ ევოლუციის (განვითარების) შეჩერება. არავის შეუძლია, ადამიანს ხელი შეუშალოს ცოდნისა და საშუალებათა მოპოვების სურვილში. ანუ იმის თქმა მსურს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია უკან დაბრუნება, ჩვენ მხოლოდ წინ მივდივართ. ამიტომაც, ეს განვითარება უნდა განვჭვრიტოთ სხვა ხედვით, ისე, როგორც დადებითი მოვლენა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ხდება.

ბუნებრივია, ეკლესია გამოიყენებს ზოგიერთ თანამედროვე საშუალებას, იმისათვის რომ მოიზიდოს ხალხი. მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, მაგალითად, როგორც ეკლესია, სად ვკრებთ ხალხს? როგორ ვესაუბრებით მათ? რომელ ენაზე ველაპარაკებით? რა ფორმით ვესაუბრებით? რომელი ხატებითა და იგავებით ველაპარაკებით დღეს? იმიტომ, რომ თავად იესო ქრისტე იგავებით საუბრობდა. იქ, სადაც ხედავდა ყანებს, ცხოველებს, ადამიანებს, გაჭირვებას, ინვალიდობას, ავადმყოფობას, საუბრობდა იგავებით. რა თქმა უნდა, გვაქვს მრავალი თანამედროვე საშუალება, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ, თუმცა ის არ წარმოადგენს დაბრუნებისა და მოზიდვის არსს. ადამიანს ეკლესიაში წასვლის სურვილი მაშინ უჩნდება, როდესაც მას აქვს თვითშეცნობის განწყობა. მნიშვნელობა არა აქვს იმას, შევაგროვებთ თუ არა ჩვენ მორწმუნეებს ბერმონაზვნობასა და ეკლესიაში. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, აქვს თუ არა ადამიანს ეს სურვილი, ანუ საკუთარი თავის შეცნობის სურვილი.

ეკლესიას გააჩნია ამქვეყნიური და ინსტიტუციური სტრუქტურა. თუმცა, ეს არ არის მისი არსი. ეკლესია იესო ქრისტეს საიდუმლო სხეულია, რომელიც ადამიანებს უხმობს იმისათვის, რომ მათ შეიცნონ ჭეშმარიტება. აქვს კი ადამიანს შინაგანად ეს განწყობა, ანუ განწყობა იმისა რომ შეიცნოს ჭეშმარიტება? სწორედ ეს არის ის, რისი შეთავაზებაც შეუძლია ეკლესიას. ანუ, ეკლესიას შეუძლია ორი რამ შესთავაზოს ადამიანს – სიცოცხლე და სიკვდილზე გამარჯვება.  თუკი, მას აინტერესებს ეს ორი რამ, სხვა რამ უკვე აღარ არის საჭირო, რადგან სწორედ ეს არის არსი. საინტერესოა, თუ რას ფლობს ეკლესია? მას უჭირავს ერთი ლამპარი. როდესაც ის ამქვეყნიური ორგანიზმი ხდება, მუდამ მარცხს განიცდის. ყოველთვის, როცა კი ეკლესიას სურდა დაეწესებინა თავისი თავი ამქვეყნიურ ცხოვრებაში, დაემტკიცებინა, რომ იგი არის ძლიერი ორგანიზმი, მას მარცხი განუცდია, ყოველთვის ცხვირი მოუტეხია. თუმცა, ერთი რამ მაინც არ იცვლება: ეკლესია ყველაზე მიღმიერის ხატია. ანუ, ის მოდის, რათა გვამცნოს, თუ რა ხდება ამქვეყნიური ცხოვრების მიღმა და არა ის, თუ რა ხდება ამქვეყნიურ სამყაროში. ეს ხალხმა ეკლესიაზე უკეთ იცის, ზოგიერთმა მათგანმა კი ეს ჩვენზე უკეთაც იცის. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია ხალხს შემდეგი რამ ვუთხრათ: „გსურთ გაგიმხილოთ, თუ რა ხდება ამ სამყაროს მიღმა?“, „გეტყვით“. რა არის ბერმონაზვნობა? ის ერთი ლამპარია, რომელიც ამბობს: „არსებობს ნათელი, დაინახეთ ის, სწორედ ის არის სინათლე“. და რა არის ეს ნათელი? ის ადამიანის ღმერთთან ურთიერთობის სინათლეა, რომ ვისწავლოთ, როგორ დავუკავშირდეთ მას, როგორ გავერთიანდეთ მასთან, როგორ გავიგოთ, როგორ შევიცნოთ ღმერთი. სწრედ ამ ორი რამის შემოთავაზება შეუძლია ეკლესიას ადამიანისთვის, სწორედ ამის თქმა შეუძლია. და თქვენ დაინახავთ, რომ თუკი ეკლესია გულწრფელად დაელაპარაკება ხალხს ამ საკითხებზე, ხალხი მივა ეკლესიაში. ბუნებრივია, გამოვიყენებთ ასევე სხვადასხვა საშუალებასაც, თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ძალიან ხშირად გამოუყენებიათ სხვადასხვა საშუალება, თუმცა წარუმატებლობა განუცდიათ. მაგალითად, კათოლიკური ეკლესია ბევრჯელ შეეცადა, რომ შეწყობოდა რეალობას, საუბრობდა წარსულზე, საუბრობდა თანამედროვე რეალობაზე, თუმცა, მან მარცხი განიცადა. და მარცხი განიცადა იმიტომ რომ არ საუბრობდა მიღმიერზე. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის აღსვლაზე ღმერთთან და უფლის დავანებაზე ადამიანში. და ყოველივე რაც ხდება, აქედან გამომდინარეა. მაშასადამე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ ასევე ამ ცხოვრებაზე, თუ როგორ მოვაწყოთ ის უფრო უკეთესად აქ, თუ როგორ იგრძნოს ადამიანმა საკუთარი თავი უფრო მშვიდად და მოსვენებულად, უფრო სრულყოფილად თავისი სიცოცხლისა და ამქვეყნიური ცხოვრების წიაღში. თუმცა, ამავე დროს უნდა ვეძახოთ: „ნუ გეშინიათ სიკვდილის“, რადგან ადამიანი უნდა შეგუებული იყოს სიკვდილს, სიკვდილი ხომ ერთგვარი გადასვლაა. ამ ყოველივეს არ ცვლიან ეკლესიაში. როდესაც ვსაუბრობთ ყოველივე ამაზე გულწრფელად და არა ცარიელი სიტყვებით, მაშინ ეკლესია აუცილებლად მოიზიდავს ხალხს.

მაგრამ ვის, ვის მოიზიდავს? მას, ვისაც კი ამისი სურვილი ექნება!

შინაარსი
სანიშნეები