მოწამე აბო ტფილელი
21 January 2016მართლმადიდებელი ეკლესია 8/21 იანვარს აღნიშნავს წმიდა მოწამე აბო ტფილელის ხსენების დღეს, რომელიც 786 წელს ეწამა ქართლს.
მოწამემან შენმან, უფალო აბო ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისასა, რამეთუ აქუნდა მას შენ მიერ ძალი, და მძლავრი დაამხვა, და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
დღესასწაულობს დღეს ეკლესია ხსენებასა შენსა, და შემოკრებს შვილთა ეკლესიისა და ემბაზისათა შენისა ამის ღვაწლისა და უძლეველისა ახოვნებისა ქებად და დიდებად, თვალო მოწამეთაო აბო.