Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
აღსარება – თავისუფლების საიდუმლო | PEMPTOUSIA

აღსარება – თავისუფლების საიდუმლო

28 January 2016

ნაწყვეტი „პემპტუსიის“ სარედაქციო კოლეგიის უფროსის, ნიკოს კოიუსის, სატელევიზიო ინტერვიუდან სიმონოპეტრას წმიდა მონასტრის წინამძღვვართან არქიმანდრიტ ელისესთან.

[წინა სტადია:  http://www.pemptousia.ge/2016/01/20/48795/ ‎]

…ნიკო, შენ გაქვს ამის გამოცდილება – გყავს ღერონდა და ახლა გყავს ასევე სულიერი მოძღვარი, რომელსაც აღსარებას აბარებ. მაგრამ ეს ურთიერთობა ერთი და იგივე არ არის. ერთია მამობრივი ურთიერთობა, შენ ამ ქვეყანაზე ერთხელ შენმა საკუთარმა მამამ გაგაჩინა და ერთხელ კი, – შენმა სულიერმა მამამ. მაშასადამე ეს რჩება, როგორც ერთგვარი კავშირი, რომელიც მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში თან გსდევს. შენს გზას აგრძელებ, თუმცა არა ისე, როგორც მანამდე. მაგრამ რა გასწავლა შენმა სულიერმა მოძღვარმა? რომ მას, ვისთანაც ამის შემდეგ წახვალ, უნდა დაემორჩილო, მისი მადლიერი უნდა იყო, რადგან გამოჩნდა კიდევ ერთი სხვა, რომელთანაც გზას გააგრძელებ. მაშასადამე, მას ემორჩილები და აგრძელებ შენს გზას ისე, როგორც ის გასწავლის. მაშ, შენ არ შეგიძლია ამ ურთიერთობის, ამ დუღილის შეცვლა, ამ გულითადი კავშირის შეცვლის ძალა შენ არ შეგწევს. ასე რომ, პირველი დაბადება არ იცვლება, სამოთხე და ეკლესიის ცხოვრება კი გრძელდება. გარდა ამისა, სულიერმა მამამ უნდა განასხვაოს ერთმანეთისაგან საიდუმლო და დიალოგი. სულ სხვაა დიალოგი და სულ სხვაა საიდუმლო.

მოდი ეს განვმარტოთ: შენ გეუბნები იმას, რაც არის სწორი, შესაძლებელია ასევე გითხრა ისიც, რაც არასწორია, შეიძლება გითხრა ის, რასაც ამგვარად ვერ გაუმკლავდები და მოგცე თავისუფლება, რომ ის შენვე დაამარცხო, მაგრამ როდესაც  საიდუმლოს ვასრულებ, ის არის მადლის საიდუმლო. მოდიხარ ჩემთან, მესაუბრები, ხოლო მე კი შენი ცოდვებისგან განთავისუფლებ. აი, ეს არის საიდუმლო. მაშასადამე, უნდა თქვა აღსარება თუ არ უნდა თქვა? ვამბობთ, რომ შენ აღსარების საიდუმლო ისე უნდა მიიღო, როგორც ღმრთაებრივი ზიარება, რადგან შენ იღებ ამ მოვლენის საიდუმლო ხასიათის მადლს. აი, სწორედ ამიტომაც. სულ სხვა რამეა, როდესაც გაძლევ მითითებებს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ხუთჯერ შენს ცხოვრებაში. მაგრამ საიდუმლო  სულ სხვაა, შენ ამბობ, სულიერო მოძღვარო (ღერონდა), შენთან აღსარების სათქმელად მოვედი, რაც დაიკავებს დაახლოებით ათ წუთს, თხუთმეტ წუთს ან ნახევარ საათს. როგორ მიდიხარ მსახურებაზე ერთი საათით ან საათნახევრით? შენ მიდიხარ მის საიდუმლოში! და ზოგჯერ კი, თუკი ეზიარები, შენ სრულჰყოფ ამ საიდუმლოს, თუ არ ეზიარები, ვერ სრულჰყოფ, თუმცაღა მაინც იღებ მონაწილეობას ამ საიდუმლოში.

ასეა აღსარებაც, ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს. სულ სხვაა საუბარი და სულ სხვაა დიალოგი. ძველმა მღვდლებმა როგორ მიაღწიეს მიზანს? იმიტომ მიაღწიეს, რომ ისინი საიდუმლოს აღასრულებდნენ! ჩვენ კი ვამბობთ, ის წმინდა ადამიანი იყო, რატომ აბარებდა ახსარებას! რატომ? რას მეუბნება საიდუმლო? იმას გავაკეთებ მეც. ისინი არ ისხდნენ და არ ფიქრობდნენ, ამიტომაც სრულდებოდა სასწაულები. ახლა ადამიანები უფრო მეტს საუბრობენ, ვიდრე აღსარებას აბარებენ! და შესაბამისად, გადაუწყვეტელი რჩება მრავალი რამ. ადამიანთა განწყობილება კიდევ უფრო მეტად იბნევა სულიერად და ფსიქოლოგიურად. მაშინ როდესაც, ჩვენ ვაცალკევებთ საიდუმლოს სხვა დანარჩენი მიზნებისაგან, რაც სულიერ მოძღვარს შეუძლია თავის მორჩილს მისცეს. ეს საიდუმო ქრისტეში ხორციელდება და იგი ერთგვარი წინსვლაა, წარმატებაა. როგორც ამბობ, ახლა ეს უნდა გააკეთო, ხოლო შემდგომ ამისა კი, შენ მოგცემ თავისუფლებას, რათა დამოუკიდებლად იმოქმედო. ამის შემდეგ, შენ რაღაც სხვას შემოგთავაზებ და ასე ნელ-ნელა მოიპოვებ ამ თავისუფლებას. მე არ შემიძლია ყოველ დღე იმის თქმა, თუ როგორ უნდა დაამარცხო ყოველი შენი ვნება. მე შენ ის უნდა გასწავლო, თუ როგორ შეძლო ზოგადად შენი ვნებების დამარცხება და როგორ უნდა ჩამოიშორო ცუდი გულისთქმანი. აი, ეს იქნება საფუძველი და სწავლება.

ნ.კ. – ერთგვარი აღზრდა…

ა.ე. – ჩვენ – სულიერმა მოძღვრებმა ერთგვარი განათლება, ერთგვარი ცოდნა უნდა გავცეთ, ანუ ჩვენი სულიერი შვილები ისე უნდა აღვზარდოთ, რომ ისინი პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ. სწორედ აქ შეიცნობა აღზრდა. მაგალითად, როდესაც მე მეკისრება სულიერი ვალდებულებანი და გამუდმებით ვხედავ, რომ ჩემი შვილები დამოკიდებულნი არიან, ეს იმას ნიშნავს, რომ მე არ შევუწყე ხელი მათ წინსვლას, რათა ისინი პიროვნებებად ჩამოყალიბებულიყვნენ. განა, რამდენ ხანს შევძლებთ მათ გაკონტროლებას? ყოველი სულიერი მოძღვარი ამაზე ფიქრობს ცოტას, ბევრს ან ძალიან ბევრს. თუმცა, სულიერ მოძღვარს არ შეუძლია ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ამიტომაც ეს წყალობა გადანაწილებულია და ერთ მონასტერში ეს მოვალეობა სხვა მამაოებსაც აქვთ დაკისრებული.

შინაარსი
სანიშნეები