Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
დემოგრაფიული მდგომარეობა | PEMPTOUSIA

დემოგრაფიული მდგომარეობა

4 February 2016

ბიზანტიური პერიოდი

ბიზანტიურ პერიოდში არ არის ცნობილი ვატოპედის სავანის საძმოს წევრთა ზუსტი რაოდენობა. მისი დაარსებიდან რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, 1010 წელს, თავისი განვითარებით შეძლო ლავრასა და ივერონთან, ამ ძირითად მონასტრებთან მიახლოება. მართლაც კონსტანტინე VIII  მონომახის (1045) მთაწმიდის ტიპიკონის ცალკეულ პუნქტებშიც ჩანს მონასტრის ზრდა, სადაც აღნიშნულია, რომ ვატოპედს, გამონაკლისის სახით, საარსებოდ დიდი გემისა და ერთი უღელი ხარ-კამეჩის ფლობის უფლება მიენიჭა. სავარაუდოდ, იმ დროისათვის ვატოპედის საძმოს რაოდენობა დაახლოებით ასზე მეტი კაცი იქნებოდა. 37 წლის შემდეგ საუბარია უკვე ორ უღელ ხარ-კამეჩზე, რაც საძმოს წევრთა რიცხვის ზრდის მიმანიშნებელია. შემდგომში, ბიზანტიური პერიოდის განმავლობაში ვატოპედის საზოგადოება უფრო მრავალრიცხოვანი გახდება.

I.M.M.Vatopediou 115

თურქ-ოსმალების დაპყრობის პერიოდი და უახლესი ხანა

1423/4 და XV ს.

1423-1424 წლებში თურქ-ოსმალების გაბატონობამ და მთაწმიდაზე ზოგადმა ეკონომიურმა გასაჭირმა ბუნებრივად გამოიწვია მთლიანი მოსახლეობის და, შესაბამისად, ვატოპედის სავანეში ძმათა რაოდენობის შემცირება. თუმცა XV საუკუნის ბოლოს, ეკონომიური მდგომარეობის აღდგენის კვალდაკვალ, ვატოპედი მთაწმიდის ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი მონასტერი (ზოგჯერ ყველაზე მრავალრიცხოვანი) ხდება. 1489 წლის მონაცემებით აქ მოღვაწეობს 330 მონაზონი. 1520 და 1560-61 წლებში ვატოპედში 271 მონაზონია, ხოლო XVI საუკუნის ბოლოს სულ – 320 მონაზონი. 1569 წელს თურქ-ოსმალთა ხელნაწერებში აღირიცხება 80 მონაზონი, რაც ეჭვს გარეშეა, რომ არ შეესაბამება სინამდვილეს.

XVI ს – 1830 წ.

XVI საუკუნის ეკონომიურ წინსვლას ჩამორჩება მონასტრის მცხოვრებთა რიცხობრივი ზრდა და XVIII საუკუნემდე რჩება სტაბილური. 1677 წლამდე მონასტერში 300 მონაზვნის მოღვაწეობა დასტურდება. ინგლისელი მოგზაური ჯ. ქოველი (J.Covel) კი გვატყობინებს, რომ 1677 წელს ვატოპედში 350 მონაზონი ცხოვრობს. რუს მოგზაურ ბარსკის (Barskij) მიხედვით კი 1744 წელს მხოლოდ 60 მონაზონი იყო. ამ უკანასკნელის მონაცემები უდავოდ არაზუსტია. თუმცა 1801 წელს ინგლისელი მოგზაურების პ. ჰანტისა (P.Hunt) და ჯ.დ. ქარლილის (J.D. Carlyle) გადმოცემით სავანეში 250 მონაზონი აღირიცხება. 1808 წლის ხელნაწერის მიხედვით ვატოპედის სავანე 234 წევრს ითვლის, ხოლო 1821 წლამდე ცოტა ადრე – 400-ს. ბუნებრივია, ვატოპედის სავანის ძმათა რაოდენობა შემცირდებოდა მაკედონიის აჯანყების მარცხის შედეგად, რამაც გამოიწვია მთაწმიდის ნაწილობრივი დაცარიელება, ცნობილია, რომ ამ ფაქტის შედეგად თურქული ჯარის შემოსვლას თან მოჰყვა უმძიმესი შედეგები (1823-1830 წლებში მთაწმიდაზე 1000-მდე მონაზონი მოღვაწეობდა).

1830 –  XXს.

XVIII – XX საუკუნეებში ვატოპედის სავანის გაძლიერებისა და შესუსტების მონაცვლეობა აისახება მისი წევრების რაოდენობაზე. 1837 წელს ინგლისელ მოგზაურ რ. კურზონის (R.Curzon) მიხედვით ვატოპედის სავანეში მოღვაწეობს 300 მონაზონი, მაშინ როცა 1885 წლის უფრო დეტალური მონაცემებით 214 მონაზონია მოხსენიებული. წმიდა ანდრია პირველწოდებულის სკიტში (ეს სკიტი ეკუთვნის ვატოპედის წმიდა სავანეს) რუსი მონაზვნების მომრავლების შედეგად დაფიქსირდა მცხოვრებთა ყველაზე დიდი რაოდენობა (966 წევრი 1903 წელს), რაც გრძელდება XX ს-ის მე-2 ათწლეულამდე. შემდეგ პერიოდში მცხოვრებთა რაოდენობა მოულოდნელა მცირდება: 1928 წელს – 485, 1961 წელს – 127 და 1974 წელს – 70 მცხოვრები.  1990 წლიდან მონასტრის კინოვიურ (საერთო საცხოვრისის ცხოვრების წესის მიმდევარი) წესზე გადასვლის შემდეგ ვატოპედის სავანის საძმოს ზრდა განახლდა. დღევანდელი მდგომარეობით სავანეში მოღვაწეობს დაახლოებით 130 მონაზონი.

I.M.M.Vatopediou 114

სავანის ფოტოსურათი გადაღებულია დაახლოებით 1870 წელს, მთაწმინდელი მღვდელმონაზონ ბენიამინე კონდრაკის მიერ გალაციანების თანხლებისას

შინაარსი
სანიშნეები