ღირსი ეფრემ ასურის მიძინების ფრესკა, მონასტრის სატრაპეზო 1786 წელი
10 February 2016ღირსი ეფრემ ასურის მიძინების ფრესკა მდებარეობს ვატოპედის წმიდა და დიდ სავანის ჯვრის ფორმის სატრაპეზოს ჩრდილოეთ მკლავზე. მონაზონ მაკარი გალაციანოს ჩანაწერების გადმოცემით ირკვევა, რომ ახალაშენებული სატრაპეზო მოირთო-მოიკაზმა 1786 წელს. გამოყენებული ხატწერის მეთოდი ხასიათდება გარკვეული თავისებურებებით. მიუხედავად იმისა, რომ ფრესკაზე არ არის გამოსახული მოწამეთა წამების ფრაგმენტი, არსებული მრავალსახოვანი ერთობა მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს მას სატრაპეზოს შიდა სივრცეში.