Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ღირსი ეფრემ ასური, ასკეტი მეუფე | PEMPTOUSIA

ღირსი ეფრემ ასური, ასკეტი მეუფე

11 February 2016

ღირსი ეფრემ ასური (28 იანვარი)

ღირსი ეფრემ ასური – „საკვირველი“, როგორც მას სვიმეონ მეტაფრასტი უწოდებდა – მესოპოტამიის ქალაქ ნისიბიაში დაიბადა, ქრისტეს შობიდან დაახლოებით 306 წელს. მისი მშობლები ღარიბები ყოფილან, ხოლო მის წინაპრებს კი, ჯერ კიდევ დიოკლიტიანეს მეფობის ჟამს განხორციელებული დევნის ჟამს მიუღიათ ქრისტიანობა. სწორედ ამიტომაც ასე წერდა წმიდანი – „მე წამებულთა ნათესავი ვარ“ და თავადაც აგრძელებდა ქრისტეს მიმართ სიყვარულში პირად საოჯახო წვლილის შეტანას. ეფრემს ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ ქრისტეს შესახებ, როგორც მშობლები, ასევე – წმიდა ეპისკოპოსი იაკობი, ნისიბიის დიდი მღვდელმთავარი. წმიდანმა მალევე მიატოვა საერო ცხოვრება და განდეგილებთან ერთად მთებში გაემგზავრა, სადაც გახდა კიდეც წმიდა იაკობის მოწაფე. სწორედ იაკობმა შეასწავლა ეფრემს სათნოების სიყვარული და ღმრთის სიტყვის განუწყვეტელი სწავლა. მას შემდეგ, რაც მრავალი სულიერი ბრძოლა გადაიტანა და მიაღწია უმწიკვლობასა და სიწმინდეს, ღირსი ეფრემი სულიწმიდის მადლის ჭურჭლად იქცევა.

Osios Efraim Syros2

ცხოვრების დასასრულს, წმინდა ეფრემი აცნობიერებს, რომ არც ერთი ადამიანის შესახებ არ უთქვამს ბოროტი (ცუდი, ავი) სიტყვა და არც იმის ნება მიუცია საკუთარი თავისთვის, რომ პირიდან ამაო საუბარი დასცდენოდა. ამქვეყნიურ სიბრძნეს მოკლებული წმიდანი, ღმრთაებრივი სიბრძნის თანამონაწილე ხდება და უფლისგან ძღვნად სწავლების ნიჭს იღებს. ბასილი დიდის სიტყვებით, ღირსი ეფრემი აღემატებოდა იმ ეპოქაში მცხოვრებ ყველა მამაკაცს. დღისით ის შიმშილს ებრძოდა, ხოლო ღამით კი – ძილს, თავის საქმეებსა და სიტყვებს იესო ქრისტეს წმიდა თავმდაბლობით ამკობდა, უფლისგან ღმრთისმოსავი განწყობისა და განუწყვეტლად ცრემლთა ღვრის უნარს იღებდა. გამუდმებით გლოვობდა, როგორც საკუთარი, ისე სხვათა  ცოდვების გამო. ზოგჯერ კი, როცა აცნობიერებდა, თუ რამდენი სასწაული ქმნა უფალმა ჩვენთვის – ადამიანებისათვის, მისი ცრემლები სიხარულის ცრემლებად გარდაიქმნებოდა.

როდესაც ქალაქ ნისიბიას სპარსელები დაესხნენ თავს და ალყაში მოაქციეს, ღირსი მამა ქალაქის თავდაცვაში იღებდა მონაწილეობას და მოსახლეობას მხნეობისაკენ მოუწოდებდა. ხოლო მოგვიანებით კი, როდესაც ქალაქი დამპყრობლებმა დაიკავეს, იგი სხვა უამრავ ქრისტიანთან ერთად ედესაში გაემგზავრა. იქ, ღირსი ეფრემი სასწავლებელს ხსნის, სადაც იწყებს, როგორც ზეპირად, ისე წერილობით, რწმენისა და ღმრთისმოსაობის სწავლებას. მის სასწავლებელში ასურეთის ეკლესიის მრავალი ღვაწლმოსილი მასწავლებელი აღიზარდა.

ღირსმა ეფრემმა მხოლოდ რამდენიმე ხანი დაჰყო ედესაში, შემდეგ კი, იგი ისევ უკაცრიელ ადგილებს დაუბრუნდა. ღირს მამას გაგებული ჰქონდა ბასილი დიდის სათნოებათა შესახებ, ერთხელ კი, ღმერთმა მას ასეთი ხილვა აჩვენა – კესარიის ეპისკოპოსი ცეცხლოვან სვეტს ჰგავდა, რომელიც დედამიწას ზეცასთან აერთიანებდა. ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, ღირსი ეფრემი მაშინვე კაბადოკიისკენ გაეშურა. კესარიაში რომ მივიდა, ნათლისღების დღესასწაული დამდგარიყო. ტაძარში კი სწორედ იმ დროს შევიდა, როდესაც საღმრთო მსახურება აღესრულებოდა.  მიუხედავად იმისა, რომ წმიდა ეფრემს ბერძნული ენა არ ესმოდა, იგი აღტაცებული იყო, როდესაც დიდი მღვდელმთავრის ქადაგებას უსმენდა. აღტაცების მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ღირსმა ეფრემმა იხილა  თეთრი მტრედი, რომელიც ბასილი დიდის მარჯვენა მხარზე იჯდა და  მას ყურში ღმრთაებრივ სიტყვებს ეჩურჩულებოდა. იმავე თეთრმა მტრედმა აუწყა წმიდა ბასილის, რომ ეკლესიაში თავმოყრილ ხალხს შორის თავმდაბალი ასურელი ასკეტი იმყოფებოდა. ბასილი დიდმა ეფრემი მოაძებნინა, შემდეგ კი რამდენიმე სიტყვით გაესაუბრა წმიდა მამას საკურთხევლის სიღრმეში და მოულედნელად სასწაული მოხდა – უფალმა დაუშვა, რომ ღირსი ეფრემი უცაბედად ბერძნულად ალაპარაკებულიყო, ისე სრულყოფილად, თითქოს, ეს მისი მშობლიური ენა ყოფილიყო. ამის შემდგომ, ბასილი დიდმა ღირსი ეფრემი დიაკვნად აკურთხა და უკან, სამშობლოში გამგზავრების ნება დართო. თავმდაბლობის გამო ეფრემი ყოველთვის უარზე იყო, რომ მისთვის პრესვიტერის წოდება მიენიჭებინათ.

ღირსი ეფრემი ძირითადად სწავლებით იყო დაკავებული. იგი ცდილობდა გაემყარებინა რწმენა კერპთაყვანისმცემლებისა და ერეტიკოსებისაგან დასაცავად. ხოლო, მაშინ კი, როდესაც სწავლებით არ იყო დაკავებული, თავმდაბლად ემსახურებოდა ყველას, როგორც ჭეშმარიტი დიაკონი, მსგავსად ჩვენი უფლისა იესო ქრისტესი, რომელიც ჩვენს „მონად» იქცა. ღირსი ეფრემის ღვაწლზე და სიმართლისათვის ბრძოლაზე მოწმობს ის, რომ ედესელები, წმიდანის სიკვდილის შემდეგაც კი, მართლმადიდებლური რწმენის ერთგულნი რჩებოდნენ.

372 წელს, როდესაც დიდი შიმშილობა დაიწყო ქალაქ ედესაში, წმიდა ეფრემმა ქალაქის მოსახლეობის საყოველთაო დახმარების ორგანოზატორობა ითავა. ხოლო მას შემდეგ, რაც შიმშილობის ძნელმა ჟამმა გაიარა, თავის კელიაში განმარტოვდა. წმინდა მამამ 373 წლის 9 ივნისს მიაბარა სული უფალს, ამ დროს იგი სამოცდაშვიდი წლისა იყო. როდესაც იგრძნო თავისი გარდაცვალების მოახლოება, ღირსმა ეფრემმა შეკრიბა თავისი მოწაფეები  და ქალაქ ედესას მაცხოვრებელნი, რათა მათთვის თავისი უკანასკნელი დარიგებანი ეუწყებინა, რომელიც მის ანდერძშია შემონახული. სიკვდილის წინ, ღირსმა ეფრემმა ყველა იმ ადამიანს შესთხოვა, ვისაც კი იგი უყვარდა, რომ მისთვის პატივი ბრწყინვალე დაკრძალვით არ მიეგოთ, არამედ მისი სხეული უცხო ადამიანებისთვის განკუთვნილ თხრილში დაემარხათ, ხოლო ყვავილებითა და საკმეველით პატივის მიგების ნაცვლად, იგი თავიანთ ლოცვებში მოეხსენიებინათ.

შინაარსი
სანიშნეები