Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
წმიდა და დიდი ლავრა | PEMPTOUSIA

წმიდა და დიდი ლავრა

29 February 2016

დიდი ლავრა მთაწმინდის სამონასტრო ცხოვრების რეფორმატორის ღირსი ათანასეს, ათონელად წოდებულის მიერ დაარსდა 963 წელს იმპერატორ ნიკიფორე ფოკას ხარჯებითა და შემწეობით. ეს მონასტერი წმიდა მთის მონასტერთა შორის სტატუსით პირველია და მთაწმიდაზე ერთ-ერთი უდიდესი სავანეა თავისი შენობა-ნაგებობათა კომპლექსით. კათოლიკონის (მონასტრის მთავარი, საკრებულო ტაძარი) ძირითადი ნაწილი ღირსი მამის მიერ დაახლოებით 1000 წელს აშენდა. იგი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების სახელზეა აგებული. მონასტრის მთავარი დღესასწაულია ღირსი ათანასეს ხსენების დღე (5 ივლისი). ღირსი მამის საფლავი ორმოც სებასტიელ მოწამეთა ეკვდერში მდებარეობს. კათოლიკონის ფრესკები თეოფანე კრიტელს ეკუთვნის (1535), ხოლო წმიდა ნიკოლოზის ეკვდერის ფრესკები კი ფრანკო კატელანოსის მიერაა მოხატული (1560). სატრაპეზოს მოხატულობაც თეოფანეს სახელს უკავშირდება. სატრაპეზოს ფრესკებზე სხვადასხვა წმიდანთა შორის გამოსახულნი არიან უძველესი დროის ფილოსოფოსებიც. კათოლიკონის ცენტრალურ შესასვლელთან ყურადღებას იპყრობს მარმარილოს დიდი ფიალა წყალკურთხევისათვის. ლავრაში სპეციალურ ლუსკუმაში მრავალ წმინდანთა ნაწილები ინახება. წმიდა ათანასეს ლავრას ასევე მიეკუთვნება წმიდა ანას, კავსოკალივიის და წმიდა იოანე ნათლისმცემლის სკიტები, ასევე ე.წ. „უდაბნო“.

Megisti-Lavra 101

Megisti Lavra 102Megisti-Lavra103

Megisti Lavra 104

Megisti-Lavra 104

შინაარსი
სანიშნეები