Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ღირსი შიო მღვიმელი | PEMPTOUSIA

ღირსი შიო მღვიმელი

11 March 2016

ღირსი შიო მღვიმელი ერთ-ერთი იყო იმ  ცამეტ ასურელ მამათაგან – ღირსი იოანე ზედაზნელი, აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე (ეზდრიოს) სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი, რომლებიც უფლის განგებულებით და ღირსი იოანე ზედაზნელის წინამძღოლობით   VI საუკუნეში დიდებით შემოვიდნენ საქართველოში. გააძლიერეს, განამტკიცეს და შემოიკრიბეს ერი და ბერი, დააარსეს მრავალი მონასტერი და მათი მტკიცე, დაუღალავი, უანგარო მუშაკობით მრავალი ახალნერგი აღძრეს უფლის ერთგულებასა და სიყვარულში.

Agoii Ioanis Zedazneli kia 13 asureli mama

 მართლმადიდებელი ეკლესია 1/14 მარტს აღნიშნავს ღირსი შიო მღვიმელის ხსენების დღეს! ღირსი მამის წმიდა საფლავი მისი მიერ დაარსებულ შიომღვიმის მონასტერში  მდებარეობს.

Monasteri Shio mgvime

შიომღვიმის მონასტერი

 

Agios Sio o Spilaiotis (6os ai.) 01

”მისი წმიდა ლოცვით, უფალო, იესო ქრისტე შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ. ამინ!”

 

შინაარსი
სანიშნეები