ლოცვა – განღმრთობისკენ მიმავალი და „ღმრთის მსგავსად“ საყოფელი გზა

16 March 2016

ეკლესიის მამები ლოცვის ღვაწლსა და იესო ქრისტეში სრულყოფისას გამოყოფენ სამ ეტაპს, ანუ სამ სულიერ საფეხურს. როდესაც ჩვენი ასკეტი მამა – წმინდა ბასილი დიდი სინოფსისში აღწერს ამ სამ სტადიას, თავდაპირველად ყურადღებას ამახვილებს გონებაზე, რომელიც ლოცვის დროს წარმოსახვის საშუალებით მოგზაურობს, შემდეგ – საკუთარი სურვილით იწყებს შიგნით დარჩენას, ყველაზე ბოლოს კი – ყოველივე ამის დახმარებით უფლისაკენ მიემართება. ახლა კი განვიხილოთ, თუ რას ნიშნავს ეს.

წყარო::heavenawaits.wordpress.com

წყარო:heavenawaits.wordpress.com

პირველ საფეხურზე, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს მოსამზადებელ ეტაპს, მორწმუნე მიმართავს უფალს გონების საწყისი მოძრაობით, რაც არის მოძრაობა გარეგანის მიმართულებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მორწმუნე ესაუბრება უფალს, ანუ ლოცულობს გონებით, რათა იხეტიალოს თავისი სხეულის გარეთ თავისივე წარმოსახვის საშუალებით. მეორე საფეხური წარმოადგენს უკვე სულიერი მდგომარეობის საშუალებით, გონების დაბრუნებას საკუთარ თავში. სწორედ ამ დროს „გარეგანისგან არა გაფანტული გონება – თავად არის შიგნით დატოვებული“. მესამე საფეხურზე კი, ადამიანის წიაღშივე ხორციელდება მოძრაობა უფლის მიმართულებით.

ლოცვის ამ პირველი გვარეობისთვის დამახასიათებელია „წარმოსახვა“, სწორედ იმ მიზეზით, რომ ამ დროს, გონებას არ შესწევს ძალა იმისა, რომ მაშინვე მოახერხოს უფლის აბსოლუტური შეცნობა. მეორე გვარეობას ახასიათებს „აზროვნება“, ხოლო მესამეს – „თეორიაში“ ჩაძირვა. ლოცვის მესამე და საბოლოო გვარეობა კი გახლავთ გონების გულში დავანება, სადაც მლოცველი თავისი სიღრმიდან გამომდინარე სუფთა გონებით იმყოფება ღმერთში, ფორმისა და სახების გარეშე.

სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანს, თავისი სისუსტის გამო, არ შეუძლია უფლისაკენ მიმავალი გზის დასაწყისიდანვე ამგვარად ილოცოს (ანუ მოახერხოს გონების გულში დავანება), მამები მიიჩნევენ, რომ გამოიყოფა ორი საწყისი, ბუნებრივი და სასარგებლო ეტაპი ადამიანის სულიერი სვლის  პირველი პერიოდისათვის.

პირველი ეტაპი ადამიანს ოცნების სამყაროსთან აკავშირებს. ღმრთაებრივი და ყველაფერი სულიერი მისთვის სხვადასხვანაირ წარმოსახვით ფორმას იღებს, შემდეგ კი, ფანტაზიის სფეროდან ნელ-ნელა რეალურ ცხოვრებაშიც შემოდის გარკვეული საწყისები.

უკვე მეორე ეტაპზე აღსვლისას, გულსა და გონებაში იწყებს შეღწევას სხვადასხვა სახის უცხო ელემენტი. ადამიანი ცხოვრობს ისე, თითქოსდა ის დაუცველია გარეგანი ზემოქმედებისაგან. ზოგჯერ ადამიანი იღებს ღმრთიურ მადლს, იმისათვის რომ მიაღწიოს სასიკეთო მდგომარეობას, თუმცა ამ მდგომარეობაში მყარად დგომა მას არ შეუძლია. იგი თანდათან იხიბლება გონებრივი თეოლოგიით. ამ ეტაპის მთავარი მახასიათებელია ყურადღების კონცენტრირება ტვინში, რაც ალბათ ბიძგს აძლევს ადამიანს ფილოსოფიური თეორიებისაკენ, რასაც გონება გადაჰყავს წარმოსახვასა და აბსტრაქტული წარმოდგენების სფეროში. ლოცვის ეს გვარეობა სიმართლესთან უფრო ახლოს იმყოფება, ვიდრე პირველი.

ლოცვის მესამე გვარეობა ადამიანის სულის ბუნებრივი, სულიერი მდგომარეობაა, რომელიც გვწყურია, ვეძებთ და ის ჩვენ ზეციდან  გვეძლევა. ეს არის გონების გულთან გაერთიანება. როდესაც ადამიანი გულით ლოცულობს, იგი გრძნობს გონების გულთან შერწყმას. მას თან სდევს ღრმა მღელვარება და უფლის სიყვარულის ტკბილი შეგრძნება. ლოცვის დროს, ამ მღელვარებით გამოწვეული ცრემლები ადასტურებს იმას, რომ გონება შეერწყა გულს, ხოლო ლოცვამ კი მიაგნო ღმრთისკენ მიმავალი კიბის პირველ საფეხურს.

თუმცაღა უდიდესი რამ არის სწორედ ის, რომ ლოცვის დროს გონება გულს შეერწყას. შინაგანში გონების დავანებას შედეგად მოჰყვება წარმოსახვის ძალის შეჩერება და განთავისუფლება ყოველი იმ სახებისგან, რაც კი მასში არსებობს. გონება, რომელიც დაეშვა „ღრმად გულში“ თავისი ამ „სურვილის გამომხატველი“ დავანების ქმედებით აღემატება ყოველ სახებას – არა მხოლოდ ხილულს, არამედ წარმოსახვითსაც კი და სწორედ ამ სიწმიდის მდგომარეობაში მიიღწევა უფლის წინაშე ჩვენი წარდგომა.

[გაგრძელდება]

შინაარსი
სანიშნეები