Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
წმიდა დიდმოწამე და ახალმოწამე პართენი – კონსტანტინოპოლის პატრიარქი | PEMPTOUSIA

წმიდა დიდმოწამე და ახალმოწამე პართენი – კონსტანტინოპოლის პატრიარქი

11 April 2016

წმიდა პართენი ეწამა კონსტანტინოპოლში, 1657 წლის 24 მარტს, ლაზარეს შაბათს.

წმინდა პართენი წარმოშობით მიტილინიდან იყო. იგი ღმრთისმოსავმა მშობლებმა აღზარდეს და თავიდანვე იზრუნეს იმისათვის, რომ იგი ღმრთისმოშიში გაზრდილიყო და შეესწავლა წმიდა წერილი. თანდათანობით წმიდანი უფრო ღრმად დაეწაფა სწავლა-განათლებას და იქცა თავისი დროის ერთ-ერთ გამორჩეულ სწავლულად. ამის პარალელურად, იგი იყო ღმრთისმოსავი და უფლის მიმდევარი, რის გამოც სასულიერო პირი გახდა. აღიარებული მოვლენების მიხედვით, თავდაპირველად წმიდანი ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, შემდგომ კი – მღვდლად. მოგვიანებით, იგი ღირს იქმნა ქიოსის მიტროპოლიტად კურთხევისა, ხოლო 1656 წელს კი, მსოფლიო პატრიარქად აირჩიეს.

Konstantinopoli 02

იმ ეპოქაში თათართა მეთაური გახლდათ თათარხანი. მან გაგზავნა ელჩი კაზაკიის ატამანთან. ამ ვიზიტის დროს მან იხილა ნიკეის ყოფილი მიტროპოლიტი, რომელიც მეტად პატივცემული იყო, მეთაურთან ერთად იჯდა და დიდ გავლენას ახდენდა იქაურ დიდგვაროვნებზე. თავის მეთაურთან უკან დაბრუნების შემდეგ, მიტროპოლიტის მიმართ აღძრული შურის გამო, ცილისმწამებელმა განუცხადა მეთაურს, რომ მეუფე ჭეშმარიტად წარგზავნილი იყო პატრიარქის მიერ, რომ იგი მოღალატეა და თურქთა ძალების წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობდა.

თათართა მეთაურმა ყოველგვარი დროის კარგვის გარეშე, წერილი მისწერა თავის ვეზირს და აცნობა მას ელჩის მონათხრობი. მაშინ ვეზირმა ბრძანება გასცა და პატრიარქი პართენი თავისთან დაიბარა. გულითადი შემოწმების შემდეგ, რასაც ხანის ჩანაწერებიც ადასტურებს, ვეზირი მიხვდა, რომ პატრიარქი სრულიად უდანაშაულო იყო. თუმცაღა, რომ არ გაეცრუებინა თათარხანის მოლოდინი და ისე არ გამოჩენილიყო, თითქოსდა იგი ცრუობდა, პატრიარქის მიმართ შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო: სიკვდილით უნდა დაესაჯა იგი, როგორც მოღალატე, ხოლო იმ შემთხვევაში კი, თუკი პატრიარქი სარწმუნოებას შეიცვლიდა, რაც იმას დაადასტურებდა, რომ პატრიარქი ერთ-ერთი თურქთაგანი იყო და ზემოთხსენებული ეჭვებიც განქარდებოდა, შეძლებდა მისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას.

ქალაქის მმართველმა პატრიარქი თავისთან წაიყვანა და ხვეწნა დაუწყო, რომ თანხმობა ეთქვა გათურქებაზე, რაც არა მხოლოდ სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა, არამედ საშუალებას მისცემდა დამტკბარიყო ისეთი სიამეებით, როგორიცაა პატივისცემა, სიმდიდრე, თანამდებობები. მაგრამ ყოველივე ამის მოსმენის შემდეგ, პატრიარქმა მას განუცხადა, რომ არ იყო მოღალატე და არანაირი კავშირი არ ქონდა ამგვარი კატეგორიის ხალხთან, რაც მათ ისედაც უწყოდნენ. რაც შეეხება იმას, რომ უაერყო თვისი სარწმუნოება, რათა თავი დაეღწია სიკვდილსათვის, ეს არასდროს მოხდებაოდ, რადგან არასგზით არ უარყოფდა მის უტკბილესს ბრძანებელსა და უფალს – იესო ქრისტეს. ერთს კი არა, თუნდაც უთვალავ სიკვდილს დაითმენდა სიხარულითა და ზარ-ზეიმით მისი წმიდა სახელის გამო. ხოლო მათიი პატივისცემისა და თანამდებობების  გაგონებაც კი არ სურდა.

მაშინ ქალაქის მმართველი წმიდანის უმოწყალოდ წამებას შეუდგა იმ იმედით, რომ მის ბაგეთაგან იესო ქრისტეს გმობას მოისმენდა. წმიდა პართენი ამ ტანჯვა-წამებას უდიდესი მოთმინებით იტანდა და ჰმადლობდა ქრისტეს იმისათვის, რომ მისი წმიდა სახელისათვის ტანჯვის ღირსი გახადა და ევედრებოდა მას, რომ მისთვის აღსასრულის დადგომამდე მოთმინებისა და ყოველივეს ატანის ძალა მიეცა.

ვეზირმა საკუთარი თვალით იხილა რა, რომ ვერ მიაღწევდა სასურველ მიზანს, მართალი ლაზარეს შაბათს, პარმაკის სასახლეში, მისი ჩამოხრჩობის ბრძანება გასცა.

ჩვეულების თანახმად, წმიდა პართენის პატიოსანი სხეული სამი დღის განმავლობაში ჩამოკიდებული იყო და მას მცველები იცავდნენ. ყოველ ღამე, ციური ნათელი ციმციმებდა მისი წმიდა თავის ირგვლივ.

მესამე დღეს, თურქებმა მისი სხეული ჩამოხსნეს და ზღვაში გადააგდეს. ქრისტიანებმა მისი გვამი იპოვნეს, ფარულად ამოასვენეს და დიდი პატივითა და ღმრთისმოსაობით მიაბარეს მიწას.

შინაარსი
სანიშნეები