Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის ცხოვრება | PEMPTOUSIA

წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის ცხოვრება

3 June 2016

ჰოი, კონსტანტინევ, შენდამი, წმინდისა, პატიოსნისა, მოციქულთასწორისა, დიდებულისა და წმიდათა შორის შერაცხილისა, აღმშენებლისა ჩვენისა ქალაქისა, ნეტარისა და ღმრთიური იმპერატორის წინაშე აღვავლენთ ამ  სავედრებელ ლოცვას და მოველით შენს კურთხევას.

Agios Konstantinos 01

1. წმიდა კონსტანტინე დიდი, ღმრთისმშობლის „დაუჯდომლის“ სამლოცველოს ფრესკა, ათონის მთის წმიდა დიონისეს მონასტერი (XVI საუკუნე)

წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდი დღევანდელი სერბეთის ქალაქ ნიშში დაიბადა (ნიკეა-დაკია) არა უადრეს 280 წლის 20 თებერვლისა. იგი იმპერატორ კონსტანტი I-ისა  (იგივე კონსტანციუს I ქლორუსის) და წმიდა ელენეს ვაჟი იყო. მამა ილირიული წარმოშობისა იყო, ხოლო დედა ბითვინიის ქალაქ დრეპანიდან გახლდათ. წმიდა კონსტანტინე 337 წლის 22 მაისს გარდაიცვალა ნიკომედიაში.

იგი აღმოსავლეთში დიოკლიტიანესა და  გალერიუსის კარზე აღიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ტირანებისა და ურწმუნოების გარემოცვაში გაიზარდა, ამ ფაქტს წმიდა ელენეს მიერ მისი ქრისტიანული აღზრდის გამო მასზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია.

ტირანებს მისი უზომოდ შურდათ. ერთხელ მისი მომავლის გამოსაცნობად მათ აპოლონის სამისნოს მიმართეს. მისანმა მათ უპასუხა, რომ თუკი ღმერთი დაუშვებდა, კონსტანტინე მსოფლიოს დაიპყრობდა და იესო ქრისტეს სახელს იქადაგებდა.

კონსტანტინე დიდი მინერვინაზე დაქორწინდა, რომლისგანაც შეეძინა ვაჟი – სახელად კრისპოსი.

დიოკლიტიანესა და მაქსიმიანეს მიერ ტახტის დატოვების შემდგომ (305 წლის 1 მაისი) კონსტანტი გახდა პირველი ავგუსტუსი. მან გალიაში თავისთან მოიხმო თავისი ვაჟი კონსტანტინე. შვილს შეხვედრისას ასეთი რამ უთხრა: „როგორც დღემდე დაგიცვა შენ იესო ქრისტემ შენი მტრების მახეთაგან და ღირსეულად მოგიყვანა აქ, საჭირო დროს, რათა საკუთარ თავზე აიღო იმპერიის მმართველობა, მწამს, რომ ბოლომდე ამგვარადვე დაგეხმარება ქრისტიანული სარწმუნოების საყოველთაოდ გავრცელებაში“. მცირეოდენი ხნის შემდგომ წმიდანის მამა – კონსტანტი გარდაიცვალა ქ.ებორაკანში (ინგლისის ქალაქ იორკში) და 306 წლის 25 ივლისს ჯარმა კონსტანტინე გამოაცხადა იმპერატორად.

Agios Konstantinos 02

2. წმიდა კონსტანტინე ღმრთისმშობლის წინ, მას ხელთ უპყრია კონსტანტინეპოლი, რომელსაც მას მიანდობს (აია სოფიას მოზაიკის დეტალი).

ამ დროს მაქსენციუსი, მაქსიმიანეს ვაჟი, მამის შემწეობით რომის იმპერატორად გამოცხადდა (306 წლის 28 ოქტომბერი). მაქსიმიანე და მაქსენციუსი შეკავშირდნენ კონსტანტინესთან გალერიუსის წინააღმდეგ. კონსტანტინე გაშორდა მინერვინას და დაქორწინდა მაქსიმიანეს ქალიშვილ ფაუსტაზე, რომელიც სახელგანთქმული იყო თავისი სილამაზითა და მზაკვრობით. 307 წელს მაქსენციუსმა და მაქსიმიანემ კონსტანტინე ავგუსტუსად აღიარეს, რაც არ აღიარა იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილმა. ამის შემდგომ მაქსიმიანესა მაქსენციუსს შორის შუღლი  ჩამოვარდა და მაქსიმიანე  კონსტანტინესთან გაეშურა გალიაში.

Stavros megalou Konstantinou

3. კონსტანტინე დიდის ჯვარი, ვატოპედის სავანე

ვინაიდან მაქსიმიანემ კონსტანტინეს წინააღმდეგ დაიწყო ინტრიგების ხლართვა, 310 წელს იგი ციხეში ჩასვეს, ხოლო რიგი ისტორიკოსების თანახმად კი მოკლეს, ხოლო სხვა ისტორიკოსთა მიხედვით კი – იგი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს ციხეში.

გალერიუსის გარდაცვალების შემდგომ (311 წლის მაისი), აღმოსავლეთის მხარის ორ იპმერატორს, ავგუსტუს ლიკინიუსსა და კეისარ მაქსიმინეს შორის შუღლი ჩამოვარდა.  მაქსიმინემ მაქსენციუსის მხარე დაიკავა, ხოლო ლიკინიუსმა კი – კონსტანტინესი და მისი ნახევარდა კონსტანცია შეირთო ცოლად.

Stavrothiki Timiou Stavrou

4. პატიოსანი ჯვრის სანაწილე, რომელსაც უკანა მხრიდან წმინდა კონსტანტინესა და ელენეს გამოსახულება აქვს

312 წლის გაზაფხულზე კონსტანტინემ ომი დაიწყო მაქსენციუსის წინააღმდეგ, რომელიც დაამრცხა და მოკლა კიდეც მილვიის ხიდთან (312 წლის 28 ოქტომბერს).  ამ გამარჯვებამდე წმიდა კონსტანტინე ღმრთიური ჩვენების ხილვის ღირსი შეიქნა – შუადღით, მაშინ როცა მზე ანათებდა, მან ვარსკვლავებისაგან შემდგარი პატიოსანი ჯვარი იხილა და ციდან ხმა მოესმა: „ამით სძლიო“, რაც ნიშნავდა, რომ „ჯვრის ამ ნიშნის ძალით სძლევდა მტერს“. იმავე ღამით მას ძილში ეჩვენა უფალი იესო ქრისტე, რომელმაც მიუთითა, გაეკეთებინა დროშა, იმ ნიშნის მსგავსი, რომელიც იხილა, რათა წაემძღვანებინა იგი საკუთარი ლაშქრისათვის. ამ გამარჯვების შემდგომ, წმიდა კონსტანტინე რომში გამარჯვებული დაბრუნდა და ხალხის ოვაციების თანხლებით ქალაქში ტრიუმფალური ცნობილი თაღის გავლით შევიდა.

სენატმა მას პირველი ავგუსტუსის ტიტული მიანიჭა.

წმიდა კონსტანტინემ ბრძანება გასცა, ქალაქის ცენტრალურ ადგილებში აღემართათ პატიოსანი ჯვრის სიმბოლოები, მოიეძიათ და ეპოვათ დევნების დროს წამებულ წმიდანთა წმიდა ნაწილები და გაეშვათ  ციხეებიდან დატყვევებულნი და გაეთავისუფლებინათ დევნილები.

313 წლის თებერვალში, კონსტანტინე ლიკინიუსს შეხვდა მედიოლანში [დღევანდელი ქალაქი მილანი], სადაც  ლიკინიუსისა და მისი დის კონსტანციას ქორწილი გადაიხადეს.

ამავე წელს წმინდა კონსტანტინემ მედიოლანში გამოსცა მედიოლანის ცნობილი ედიქტი (ბრძანება). ამ ბრძანებით ქრისტიანული სარწმუნოება სახელმწიფოს ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა, თუმცა ამის მიუხედავად ყოველ მოქალაქეს ჰქონდა თავისუფალი აღმსარებლობის უფლება. წმიდა კონსტანტინემ ასევე ქრისტეს სახელის აუგად ხსენება და ქრისტიანთა დევნა აკრძალა. მისი ბრძანების თანახმად მხოლოდ ქრისტიანებს შეეძლოთ ჯარში მსახური. ასევე თანამდებობებისა და მმართველი პოზიციების დაკავების უფლებაც მხოლოდ მათ ჰქონდათ. რომში მან მაცხოვრის იესო ქრისტეს სახელობის ჯვრის ფორმის დიდი ტაძარი ააშენა, რომელიც პირადად დააპროექტა და პირველმა გათხარა ტაძრის საძირკველი და საძირკველში მანვე ჩადო პირველი ქვა ღმრთის სადიდებლად. მისი ბრძანების თანახმად, აღდომამდე და აღდგომის შემდეგი კვირები – ორი კვირა უქმედ გამოაცხადა, რათა ქრისტიანებს შეძლებოდათ ყოველდღიურად ეკლესიაში მსახურებებზე სიარული. ბრძანება გასცა, რომ რამდენი უპოვარიც მოინათლებოდა,  იმპერატორის ხარჯებით ეკვებათ და შეენახათ ისინი. ასევე, კვირა დღე უქმე დღედ გამოაცხადა.

გალიაში კონსტანტინეს დაბრუნების შემდგომ დაიწყო პირველი ომი კონსტანტინესა და ლიკინიუსს შორის. კონსტანტინემ იგი ქალაქ სერმის მახლობლად დაამარცხა და ზავის დადებით ილირია (ჩრდილოეთ ეპიროსი) დაიქვემდებარა  და, ამგვარად, იმპერიის ნახევარი ტერიტორიის მმართველი გახდა.

Agios Konstantinos kai Eleneis

5. წმიდა მოცილქულთასწორ კონსტანტინესა და ელენეს პატიოსანი ხატი (ქალკის ყოვლადწმიდა სამების მონასტრის მთავარი ტაძრიდან)

315 წელს კონსტანტინე და ლიკინიუსი კონსულის პოზიციას იკავებდნენ. 321 წელს მათ შორის ახალი დავა წარმოიშვა ლიკინიუსის მხრიდან განუწყვეტელი ქრისტიანთა დევნის გამო. ამან საქმე მათ შორის მეორე ომამდე მიიყვანა, რომელშიც ლიკინიუსი 323 წლის 3 ივლისს ანდრიანუპოლისში დამარცხდა, ხოლო იმავე წლის 18 სექტემბერს ქრისუპოლისში, ნიკომედიაში, კონსტანტინეს ჯარმა იგი ალყაში მოაქცია. მისი დის კონსტანციას შუამდგომლობით, კონსტანტინე მას სიცოცხლის შენარჩუნებას დაპირდა, მაგრამ ვინაიდან ლიკინიუსი ფარულად ამზადებდა შეთქმულებებს ბარბაროსებთან ერთად, მან 324 წელს მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა, და ამგავრად იგი რომის იმპერიის  ერთადერთი იმპერატორი გახდა.

325 წლის 20 მაისს წმიდა კონსტანტინე დიდი ნიკეის I მსოფლიო კრების გახსნის ცერემონიას ესწრებოდა, რომელიც მან თავად მოიწვია არიოზის მწვალებლური სწავლების გასასამართლებლად, რომელიც ეკლესიის შიგნით მშვიდობას არღვევდა. სინოდის დასრულების შემდეგ წმიდა კონსტანტინემ კრებაში მონაწილე 318 ღმერთშემოსილი მამა თავისთან ნადიმზე მიიწვია და ყველანი ძვირფასი საჩუქრებით დაასაჩუქრა. ამასთანავე იგი ამ სულიერ მოძღვრებს დიდი მოწიწებით ემთხვია ხელზე და მათ დაჩეხილ სხეულის იარებზე, რომლებიც ამ მამებს მრავალგზისი ტანჯვა-წამებისას ჰქონდათ მიყენებული დევნების დროს.  როდესაც მის წინაშე რომელიმე ეპისკოპოსზე ვინმე რაიმე ცუდს იტყოდა, იგი არ თანხმდებოდა განეხილა ეს  ბრალდებები და ამბობდა: „საკუთარი თვალით რომ  დამენახა მთავარეპისკოპოსი კანონს არღვევდეს ან უჯეროდ იქცეოდეს, მას ჩემი სამოსლით დავფარავდიო“.

Agios Konstantinos 03

6. კონსტანტინე დიდის ვერცხლის კოლოსი

326 წელს მან კონსტანტინოპოლში საკუთარი ცოლის, ფაუსტას მცდარი მტკიცებულებების თანახმად, სიკვდილით დასაჯა საკუთარი შვილი, კრისპოსი.  ფაუსტამ, რათა საკუთარი შვილებისათვის სამეფო ტახტისკენ მიმავალი გზა გაეწმინდა, დაარწმუნა კონსტანტინე, რომ კრისპოსი საკუთარი დედინაცვლის, მის გაუპატიურებას ცდილობდა. წმიდა ელენე უზომოდ დამწუხრდა მომხდარის გამო და უმკაცრესად გაკიცხა კონსტანტინე. ამის შემდგომ, როდესაც იგი მიხვდა, რომ ეს ყოველივე ფაუსტას დაგებული მახე იყო, ისიც სიკვდილით დასაჯა. ამ ორი სულისშემძვრელი მოვლენის შემდგომ წმიდა კონსტანტინე ჩადენილის გამო უზომოდ დიდ სინანულში ჩავარდა და მთელი მისი ცხოვრება გლოვობდა მას დავით მეფე მეფსალმუნის მსგავსად. მან თავის უდანაშაულოდ მოკლულ შვილს ძეგლი დაუდგა და დააწერა: „ჩემ ვაჟს – უსამართლობის მსხვერპლს“.

326 წლის 26 ნოემბერს მან პირველი ქვა დადო კონსტანტინოპოლის ასაშენებლად, სადაც იმპერიის დედაქალაქი გადმოიტანა. ღმრთაებრივი ჩვენების მიხედვით, წმიდა ანგელოზის ხელმძღვანელობით მან საზღვარი შემოავლო ქალაქს. მან ერთ პიროვნებას, სახელად ეფრადასს დაავალა მშენებლობის ზედამხედველობა და მზრუნველობა. იმდროინდელი მოგზაურების გადმოცემების თანახმად ქალაქი არაჩვეულებრივად ლამაზი გამოვიდა. მისი გახსნის ცერემონიალი 330 წლის 11 მაისს გადაიხადეს.

წმიდა კონსტანტინე დიდის ეპოქაში მოხდა მართლმადიდებლობის გავრცელება დიდი მისიონერული მოღვაწეობის შედეგად. დიდი სომხეთის ეპისკოპოსის გრიგოლის ზედამხედველობით სწორედ მაშინ მოინათლნენ ინდოელები და სომხები. წმიდა კონსტანტინემ, კვლავ ღმრთიური გამოცხადების შემდგომ, წმიდა მიწაზე გააგზავნა დედამისი, დედოფალი ელენე, რათა მოეძებნა ის პატიოსანი ჯვარი, რომელზეც ჯვარს აცვეს იესო ქრისტე. დედოფალ ელენეს ასევე დაავალა, მოეძიებინა და პატივი მიეგო იესო ქრისტეს ამქვეყნიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული უგულისხმოდ დატოვებული სხვა სიწმინდეებისათვის. წმიდა მიწაზე მან უამრავი ტაძარი ააგო. წმიდა დედოფალმა ელენემ, რომელმაც პატიოსან ჯვართან ერთად ასევე იპოვა ოთხი სამსჭვალი, რომელთაგან ორი წმიდა კონსტანტინეს მუზარადში მოათავსებინა, ხოლო დანარჩენი ორი სამსჭვალი კი – მისი ცხენის აღვირზე დაამაგრებინა.

იმ სამი ვაჟიდან, რომლებიც კონსტანტინეს ფაუსტასგან შეეძინა, ისინი იმპერატორებად გამოაცხადა: 317 წელს კონსტანტინე II და 323-324 წლებში კი კონსტანციუს II. 333 წელს მან თავის მემკვიდრეებად დაასახელა კონსტანტი და 325 წელს კი – დალმაციუსი, მისი ნახევრადძმის, იულიუს კონსტანციუსის შვილი. სავარაუდოა, რომ მას ამ მეთოდით სურდა დიოკლიტიანეს ოთხმმართველობის აღდგენა. ჰანიბალიანოსმა, დალმაციუსის უმცროს ძმამ, ცოლად მოიყვანა კონსტანციუსის და კონსტანცია და პონტოს სამეფო მიიღო მფლობელობაში. 337 წელს, სპარსეთის მეფის საპორ II-ს წინააღმდეგ ომის მზადების დროს წმიდა კონსტანტინე ავად გახდა,  სხვა ისტორიკოსთა თანახმად კი იგი მისმა ნახევრადძმებმა მოწამლეს. გარდაცვალებამდე იგი ნიკომედიის ეპისკოპოსის ევსევის მიერ მოინათლა. მისი წმიდა ნაწილები დაკრძალულია კონსტანტინოპოლის წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში, რომელიც მან თავად ააშენა.

წყარო:  2013 წლის კალენდარი, ქალკის ყოვლადწმინდა სამების მონასტერი

შინაარსი
სანიშნეები