Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ბერი ავქსენტი გრიგოლის მონასტრელი: ასკეტური ცხოვრების უსინათლო მოძალავე | PEMPTOUSIA

ბერი ავქსენტი გრიგოლის მონასტრელი: ასკეტური ცხოვრების უსინათლო მოძალავე

6 June 2016

წინამდებარე სტატია იხილეთ: http://www.pemptousia.ge/2016/04/20/35-წელი-მონაზონ-ავქსენტი-გრ/

ბერ ავქსეტის ძალიან უყვარდა ღმრთისმსახურებანი. სანამ ლიტურგია დაიწყებოდა, კედელ-კედელ იწყებდა სიარულს, ნელა-ნელა მიუყვებოდა მას, ხან სიმღერით ლოცულობდა, ხანაც რომელიმე წმინდანის დაუჯდომელს გალობდა და ასე ჩადიოდა ეკლესიამდე.

რამოდენიმეჯერ წაბორძიკდა და წაიქცა კიდეც, თუმცა მაინც არ უთხოვია ვინმესთვის დახმარება და არც ლოცვის თქმა შეუწყვეტია. ახალგაზრდობაში, გონებითი (ანუ იესო ქრისტეს) ლოცვის ჟინით ანთებული, ღმრთისმშობლის დასაყედებელისაკენ გამგზავრებულა, რომელიც მონასტრიდან დაახლოებით 15 წუთის სავალზე მდებარეობდა.

ერთ თვეში ისევ უკან მობრუნებულა.

Geronda Auksentios Grigoriatis 01

როდესაც ვკითხე: „ღერონდა, უკან რატომ დაბრუნდით“? ასე მიპასუხა: „ყველაფერი მონასტრის კურთხევის გარეშე მიდიოდა და გულისთქმა მაწუხებდა. ბოლოს და ბოლოს, ქრისტიანებმა შეიტყვეს, რომ იქ ვიღაც ასკეტურად ცხოვრობდა და დაიწყეს ჩემთან რჩევისათვის სიარული. მე, რა თქმა უნდა, ტყეში ვიმალებოდი ხოლმე, თუმცა ამის გაკეთება ყოველ დღე, არ შემეძლო. ამიტომაც გადავწყვიტე ისევ უკან, მონასტერში დავბრუნებულიყავი, რათა აქ ისე მებრძოლა, რომ ამის შესახებ არავის სცოდნოდა.

ბერი ავქსენტის ცხოვრება მდუმარებასა და ლოცვაში გადიოდა, ეს მისთვის ჩვეულებრივი იყო, რაც შემდეგი ამბიდანაც კარგად ჩანს: ერთხელ, როდესაც მას ვემსახურებოდი, მოგვითხრობს ჩვენი ერთ-ერთი ძმა – მამა ბასილი, საღამოს ლოცვის შემდეგ, ერთმა ჩვენმა ძმამ მოისურვა იგი თავის კელიამდე მიეცილებინა. გზაში ის სხვადასხვა ამბავს უყვებოდა ღერონდას, რადგან უსინათლო ბერის გამხიარულება სურდა.

მას შემდეგ, რაც მამა ავქსენტი კელიის კარამდე მიიყვანა, ბერმა მას მკაცრი ხმით უთხრა: „მინდა უსიტყვოდ გამომყვე, რადგან ლოცვის თქმა მწადია“. თუმცაღა, მოხუცი ძალიან ხშირად მიდიოდა ხოლმე სრულიად მარტო ეკლესიაში, ეყუდებოდა კედელს და ხელის ცეცებით ხვდებოდა, თუ რა იყო მის წინ.

და რა თქმა უნდა, მარჯვენა ხელით ეყრდნობოდა კედელს, ხოლო მარცხენათი კი იფარავდა ყურს, რათა შემთხვევით არ მოესმინა ერიდან მოსული მომლოცველების საუბარი. აი, ასე საიდუმლოდ ცხოვრობდა იგი, განუწყვეტელი ლოცვით გულში – უფლის მადლით, და ღმერთთან გონებრივ ურთიერთობაში არც არაფერი გარეგანი უშლიდა ხელს.

მამა ავქსენტი ხშირად გვეუბნებოდა, რომ ეკლესიასა და საღმრთო მსახურებებზე თავისუფლებას გრძნობდა, სწორედ ამიტომაც ყველაზე პირველი მიდიოდა ტაძარში. მას შემდეგ, რაც ემთხვეოდა ყველა ხატს, როგორც გადასაადგილებელ ხატებს, ისე – ფრესკებს, თავის მუდმივ სტასიდთან დგებოდა, რომელიც საკურთხევლიდან მარჯვნივ პირველი იყო. და სანამ მეცხრე ჟამი დაიწყებოდა, თუკი იგრძნობდა, რომ ვინმე მის მახლობლად გაივლიდა, ამას ეკითხებოდა: „რომელი წმიდანის ხსენების დღეა ხვალ?“. და იმ წამიდან იწყებდა სკვნილით ლოცვას ხვალინდელი დღის წმიდანისათვის.

მსახურებათა თანმიმდევრობა ზედმიწევნით კარგად იცოდა. თუკი ვინმეს რაიმე გამორჩებოდა დაუდევრობით ან უყურადღებობის გამო, მაშინვე შეუსწორებდა და მაგალითად, ასე ეტყოდა: „დიდება მამას, ამბობს“. და თუკი, მკითხველი მაინც ვერ გაიგებდა ანდა ყურადღებას არ მიაქცევდა მის სიტყვებს, მკაცრი ხმით ეტყოდა: „ებრაელი ხარ, რომ ნახევარს ტოვებ?“.

თავის კელიაში ბერ ავქსენტის ორი პატარა მეტალის ჭურჭელი ედგა, რომელშიც უწინ სოფლის რძეს ინახავდნენ. ერთს სასმელი წყლისათვის იყენებდა, ხოლო მეორეს – ღვინისათვის. რადგან ორივე ჭურჭელი დაჟანგული იყო, ვიფიქრე, ისინი გადამეყარა და მათ ადგილას ახალი, უჟანგავი ჭურჭელი მომეტანა. ჩემი ჩანაფიქრი ღერონდასაც გავუმჟღავნე, თუმცა მისი დარწმუნება ვერ შევძელი. მას არ უყვარდა ფუფუნების საგნები.  შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმ ნივთებით, რაც აუცილებელი იყო მისთვის. ზედმეტად არავის შეწუხება არ სურდა, სწორედ ამ მიზეზით, არ უნდოდა, რომ მისთვის ვინმეს კელია გაეთეთრებინა, ან შეეკეთებინა კარი თუ ფანჯარა. იგი ახალ ტანსაცმელსაც კი არ ითხოვდა. ძველ ტანისამოსში დადიოდა, რომელიც უკვე ძონძებად იყო ქცეული.

როდესაც ვეკითხებოდი, თუ რის ჭამას ინებებდა, ასე მპასუხობდა: „რაც კი აქვთ მაგიდაზე“. არაფერს განსაკუთრებულს არ ითხოვდა. საუზმიდან ნახევარს ინახავდა და მას შუადღისას შეექცეოდა. სწორედ ამ დროს, ჩვეულებისამებრ სვამდა ერთ ჭიქა ჩაის, რომელსაც მცირეოდენი ღვინით აზავებდა ხოლმე. ჩაიში ასევე იყრიდა საკმაო რაოდენობით შაქარსა და პატარა ნაჭერ პურსაც.

ერთხელ, კანფეტები ვუყიდე. ძალიან მოეწონა. შემდგომ კი, უკვე მამა დამიანეს სთხოვა, რომ მისთვის ასეთი კანფეტების ერთი კილო ეყიდა. როდესაც მამა დამიანემ მას დანაბარები შეუსრულა, ბერმა ავქსენტიმ სთხოვა, რომ კანფენტები დამიანეს თავის კელიაში შეენახა და ყოველ დღე მხოლოდ ორ-ორი ცალი მიეტანა მისთვის. სურვილი არ ჰქონდა, რომ საკუთარ კელიაში ზედმეტი რაღაცები ჰქონოდა, რადგან გულისთქმანი აწუხებდა.

– მამა ავქსენტი, რატომ გაწუხებთ ამ დროს გულისთქმანი?

– რატომ? იმიტომ, რომ მინდა ვილოცო, ჩემი გონება კი კანფეტებისკენ მიჰქრის!!!!

დაახლოებით მსგავსი რამ მოხდა ჰალვის შემთხვევაშიც. როდესაც შევამჩნიე, რომ მას ჰალვა მოსწონდა, ერთი სამკილოგრამიანი ყუთი მივუტანე. მეორე დღეს კი მითხრა:

– წაიღე შენი ჰალვა და არ მსურს, რომ სხვა დროს კიდევ მომიტანო!

აი, ამგვარ ზეწოლას ახორციელებდა იგი თავის თავზე, როდესაც ხედავდა, რომ უმნიშვნელო ადამიანურ სისუსტეს შეეძლო იგი სულიერი ანომალიის საფრთხის წინაშე დაეყენებინა. ბერი ავქსენტი ჩვენთვის საკუთარი თავის ჭეშმარიტი მოძალადე მონაზონის მაგალითი იყო.

როდესაც მამა ავქსენტი სიკვდილის პირას იმყოფებოდა და ჩვენ ვვარაუდობდით, რომ მას მხოლოდ რამოდენიმე დღის სიცოცხლეღა დარჩენოდა, სწორედ მაშინ, იგი ჩვენმა პატივცემულმა ღერონდამ მოინახულა. დიდი მარხვის დასაწყისის უკანასკნელი კვირა იყო. ღერონდას მისი გამხნევება სურდა და ბერს ასეთი რამ ჰკითხა: „შენც შეინახავ ხომ მარხვის სამ დღეს, მამა ავქსენტი?“. ხოლო სარეცელს მიჯაჭვულმა მამა ავქსენტიმ კი, რომელიც თავისი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა, უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და მიუგო: „კი, შევინახავ, უპირველესი ღმერთია“!

ბუნებრივია, ამაზე ყველას გაგვეცინა, თუმცა ღერონდა, რომელიც ჩვენთან ერთად იღიმებოდა, უკან მობრუნდა და გვითხრა: „ეს თხოვნაა, თუკი იცოცხლებს კიდევ სამ დღეს, მარხვის პირველ სამ დღეს, მას მისი შენახვის სურვილი აქვს“. სწორედ ამ ფაქტმა გამოამჟღავნა მამა ავქსენტის ბრძოლისუნარიანობა, რომელმაც თავისი ცხოვრება უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შესწირა უფლის სიყვარულსა და მისი სულის საყვარელ სიძესთან – ქრისტესთან გაერთიანებას.

[გაგრძელდება]

 

შინაარსი
სანიშნეები