ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
9 June 2016მართლმადიდებელი ეკლესია 27 მაისს / 9 ივნისს დიდებით აღნიშნავს უფლისა ჩუენისა იესო ქრისტეს ამაღლებას.
ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისაწმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.
ფრთეთა ქერუბინთასა მჯდომარე ხარ, ამაღლდი ღრუბლითა ცად აღმოსავალით და მოწაფეთა შენთა ეტყოდე, მაცხოვარ: არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე სულითა თქუენ შორის და ვიყო მე განუშორებელ თქუენგან, რომელმან მოანიჭე სოფელსა დიდი წყალობა.
ზეცად ამაღლებულო უფალო შეგვეწიე, დაგვიფარე და გვაცხოვნენ ჩვენ! ამინ!