ღირსი გიორგი მთაწმიდელი
10 July 2016მართლმადიდებელი ეკლესია 27 ივნისს/10 ივლისი აღნიშნავს ღირსი გიორგი მთაწმიდელის ხსენების დღეს. მისი ღვაწლი შეუფასებელია ეკლესიისა და მამულის წინაშე, იგი გახლდათ სასულიერო მოღვაწე, მწერალი და მთარგმნელი, ათონის სალიტერატურო სკოლის ერთერთი მამამთავარი, ათონის წმიდა მთის ივერთა მონასტრის წინამძღვარი.
ზეცით მონიჭებულსა სიმტკიცესა მართლმადიდებელთასა და მწყემსსა და მოძღუარსა ქართველსა ერისასა ქებით გიგალობთ და მეოხ გყოფთ ღმრთისა მიმართ მოწყალისა, მოიხილოს ჩუენ ზედა და ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცვას ივერიაჲ და ერი ივერიისაჲ, რაჲთა არა მივიდრიკოთ უსჯულოებისადმი და გულსმოდგინებითა ვაქოთ საქმენი შენნი, ღირსნი ქებისაჲ: გიხაროდენ, კეთილმსახურებისა ხატო ბრწყინვალეო, ღირსო მამაო ჩუენო, გიორგი მთაწმიდელო!
”ღირსი გიორგი მთაწმიდელის წმიდა ლოცვით, უფალო, იესო ქრისტე შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ. ამინ!”