Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
წმიდა და დიდი ლავრა | PEMPTOUSIA

წმიდა და დიდი ლავრა

6 September 2016

წმიდა და დიდი ლავრა მთაწმიდის სამონასტრო ცხოვრების რეფორმატორის ღირსი ათანასეს, ათონელად წოდებულის მიერ დაარსდა 963 წელს იმპერატორ ნიკიფორე ფოკას ხარჯებითა და შემწეობით. ეს მონასტერი ათონის წმიდა მთის მონასტერთა შორის სტატუსით პირველია და მთაწმიდაზე ერთ-ერთი უდიდესი სავანეა თავისი შენობა-ნაგებობათა კომპლექსით. კათოლიკონის (მონასტრის მთავარი, საკრებულო ტაძარი) ძირითადი ნაწილი ღირსი მამის მიერ დაახლოებით 1000 წელს აშენდა. იგი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების სახელზეა ნაკურთხი. მონასტრის მთავარი დღესასწაულია ღირსი ათანასეს ხსენების დღეა (5 ივლისი). ღირსი მამის საფლავი ორმოც სებასტიელ მოწამეთა ეკვდერში მდებარეობს. კათოლიკონის ფრესკები თეოფანე კრიტელს ეკუთვნის (1535), ხოლო წმიდა ნიკოლოზის ეკვდერის ფრესკები კი ფრანკო კატელანოსის მიერაა მოხატული (1560). სატრაპეზოს მოხატულობაც თეოფანეს სახელს უკავშირდება. სატრაპეზოს ფრესკებზე სხვადასხვა წმიდანთა შორის გამოსახულნი არიან უძველესი დროის ფილოსოფოსებიც. კათოლიკონის ცენტრალურ შესასვლელთან ყურადღებას იპყრობს მარმარილოს დიდი ფიალა წყალკურთხევისათვის. ლავრაში სპეციალურ ლუსკუმაში მრავალ წმიდანთა ნაწილები ინახება. წმიდა ათანასეს ლავრას ასევე მიეკუთვნება წმინდა ანას, კავსოკალივიის და წმიდა იოანე ნათლისმცემლის სკიტები, ასევე ე.წ. „უდაბნო“.

Megisti-Lavra 101

I. Megistis Lavras 01

Megisti Lavra 102Megisti-Lavra103

Megisti Lavra 104

Megisti-Lavra 104

შინაარსი
სანიშნეები