Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
წმიდა მამასის ხსოვნა კაბადოკიაში | PEMPTOUSIA

წმიდა მამასის ხსოვნა კაბადოკიაში

16 September 2016

კაბადოკიის კესარიაში წმიდა მამასის ხსენების დღე წელიწადში ორჯერ აღინიშნებოდა, სექტემბრის პირველ კვირასა და გაზაფხულზე [1]. ამ დროს, სხვადასხვა ეპისკოპოსს იწვევდნენ ხოლმე და ბრწყინვალე დღესასწაულს მართავდნენ მოწამეთა პატივსაცემად, განსაკუთრებით კი წმიდა ევფსიხიოსისა და წმიდა მამასის პატივსაცემად. 2 სექტემბერს აღინიშნებოდა წმიდა მამასის ხსენების დღე, ხოლო იმავე თვის 7 რიცხვში კი წმიდა ევფსიხიოსს მოიხსენიებდნენ. სწორედ ეს პერიოდი ასევე ემთხვევა ინდიქტიონის დასაწყისსა და ვასილიადას დღესასწაულს. წმიდა ბასილი დიდი თავის წერილში, როდესაც იწვევს ამფილოქე იკონიუსს წმიდა ევფსიხიოსის პატივსაცემად გამართულ დღესასწაულზე, წმიდანის ხსენების დღედ  5 სექტემბერს ასახელებს. მიუხედავად ამისა, მკვლევართა მოსაზრებით, აქ იგულისხმება იმავე თვის 7 რიცხვი. წმინდა ბასილი დიდი ამფილოქეს  სწერს: „ამგვარად სექტემბრის ხუთშაბათს გიწვევთ სამი დღით, რათა მოვაწყოთ დღესასწაული (ღარიბთა გამოკვება) წმინდანის პატივსაცემად“. სწორედ ამგვარი დღესასწაულების საშუალებით მრავალი შემოწირულობა უგროვდებოდათ იმ ფილანთროპულ გაერთიანებებს, რომლებიც ბასილი დიდის მიერ იყო დაარსებული და რომელთა მიზანი მათი საზოგადოებრივი მოღვაწეობის გაძლიერებას წარმოადგენდა [3].

agios-mamas-02

ადგილობრივი კაბადოკიელი მხატვრების მეშვეობით იმ ეპოქის ტაძრების კედლებზე გამოსახული იყო მთელი რიგი იკონოგრაფიული სცენებისა, რომლებიც მოგვითხრობდნენ სწორედ იმ წმიდანთა ცხოვრებასა და მოღვაწეობას, რომლებიც განსაკუთრებით ძვირფასი იყო ღმრთივკურთხეული კაბადოკიის მოსახლეობისათვის.  დღესდღეობით უკვე ცნობილია, რომ დაახლოებით მე-4 და მე-5 საუკუნეებში მსგავსი იკონოგრაფიული სცენები ასახავდა წმიდა ვარლაამის, წმიდა მამასის, წმიდა თევდორესა და წმიდა ევფემიას ცხოვრებასა და მოღვაწეობას. მალე მათ მიემატა ასევე წმიდა ბასილი დიდის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ილუსტრაციებიც. წმიდა მამასი ძირითადად სამი სახითაა ტაძრების იკონოგრაფიულ მხატვრობაში წარმოდგენილი:  ირმებთან ერთად, უბრალო მწყემსის სახით და ლომზე ამხედრებული [4].

როდესაც წმიდა ბასილი დიდი, კესარიის ეპისკოპოსი, უამრავი ადამიანის წინაშე საუბრობდა წმიდა მამასზე, უპირველეს ყოვლისა, მას ახასიათებდა, როგორც უბრალოსა და თავმდაბალ მორწმუნეს, რომელიც ღირსი გახდა იესო ქრისტეს სახელით განდიდებისა. მოწამე ხომ მართლაც უბრალო მწყემსი იყო, რომელიც სრულ ჰარმოანიაში იმყოფებოდა გარშემომყოფ ბუნებასთან და გააჩნდა უსაზღვრო რწმენა.  რადგან იმ ხანად კესარიის ეპისკოპოსის ქადაგებებს ესწრებოდა მრავალი მწყემსი, ბასილი დიდი განსაკუთრებულად უსვამდა ხაზს ახალგაზრდა მწყემსის გულწრფელ სათნოებას, თავმდაბლობასა და ღმრთისმოსაობას. „იგი საკუთარი გადაწყვეტილებით  სათნოების წყაროდ დაიღვარა“, [5] წერს წმიდა ბასილი, შემდეგ კი მიმოიხილავს სიმდიდრისა და ამქვეყნიური სიბრძნის ამაოებას და ამგვარად ქრისტესმიერი ღმრთისმოსაობის უმაღლეს მნიშვნელობაზე  ამახვილებს ყურადღებას. ბოლოს კი, ამგვარად ასრულებს: „იგი (ქრისტესმიერი ღმრთისმოსაობა) შენ ზეცისკენ აღგამაღლებს, უკვდავად აქცევს შენს ხსოვნას და გაახანგრძლივებს დიდებას ადამიანთა მოსამზადებლად“ [6].

ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ წმიდა მამასის ხსენების დღე კესარიაში წელიწადში ორჯერ აღინიშნებოდა, სექტემბერსა და გაზაფხულზე. დღესასწაულის მეორედ აღნიშვნის დროს, ანუ გაზაფხულზე, ამ რეგიონის მოსახლეობა წმიდანს უხვმოსავლიანი წელიწადის დადგომას შესთხოვდა. ახალგაზრდა წმიდანი, მოწამე ბავშვი, იმ პერიოდის მაკურთხებელ სიმბოლოდ ქცეულიყო, როდესაც ირგვლივ ყოველივე ყვაოდა და ბუნება კვლავ იღვიძებდა. ამის გააზრება იოლადაა შესაძლებელი გრიგორ ნაზიანზელის სიტყვის მეშვეობით, რომელიც წმიდანმა თომას კვირეულში წარმოთქვა. სწორედ ეს სიტყვა წარმოადგენს გაზაფხულისა და წმიდა მამასის ჭეშმარიტ ჰიმნს. „სრულიად განსაკუთრებული წმიდანი, რომელიც დღეს „მწყემსავს“ კესარიის ხალხს, კაბადოკიელი მწყემსი გახლდათ. იგი  ფურირმებს წველიდა. ირმები კი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, თუ პირველი რომელი მათგანი მისცემდა წმიდანს რძეს“, ამბობს გრიგორ ნაზიანზელი [7]

agios-mamas-01

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, თუ რაოდენ დიდ პატივს მიაგებდნენ დერვიშთა მუსულმანურ ცალკეული ჯგუფებში წმიდა მამასს. ცნობილი ფაქტია ის, რომ დერვიშები თაყვანს სცემდნენ მრავალ ქრისტიან წმიდანს. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული სწორედ წმიდა მამასია. მრავალი კაბადოკიელი დევნილი ყვებოდა, რომ მამასუს რეგიონსა და ასევე სხვა ადგილებში, დერვიშებს საკმაოდ მჭიდრო კავშირი ჰქონდათ დამყარებული წმიდანთან. ნათქვამია ისიც, რომ როდესაც ისინი  თავ-თავიანთ სახლებში შედიოდნენ, ასე ამბობდნენ: „ნება მომეცით ავუნთო ერთი სანთელი წმიდა მამასს. და ჩვენც, წმინდაო მამას, შენები ვართ“(!)[8]. მაშასადამე, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ქრისტიანული და მუსულმანური რწმენის ჰარმონიული თანაცხოვრების კიდევ ერთ მაგალითთან. ცნობილია, რომ საუკუნეების განმავლობაში არსებობდა ამგვარი ურთიერთდამოკიდებულება ანატოლიის მოსახლეობაში.

ეკლესიის ისტორიის ყოველი პერიოდი ამაყობს საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერი საფეხურიდან წმიდანად ქცეული თავისი წევრით. სოციალური მოვლენების შესაბამისად ჩვენ გვყავს მოწამეები, აღმსარებლები, ღირსნი, მართალნი, ქორწინებაში მყოფი წმიდანები, მოწამე ბავშვები და ასევე უამრავი სხვა ცნობილი თუ უცნობი წმიდანი. თითოეულ ამ ადამიანს ეკლესია წარმოგვიდგენს არა როგორც ცალკეულ შემთვევებს, არამედ როგორც იესო ქრისტეს სხეულის წევრებს. იესო ქრისტე და ეკლესია წმიდანად აქცევენ და გადაარჩენენ ადამიანებს და არა პირიქით. აუცილებელია იმის გააზრება, რომ ჩვენ გადავრჩებით ეკლესიის წიაღში და არა თუ ჩვენ გადავარჩენთ მას.

მოწამე ყრმა, წმიდა მამასი, წარმოადგენს ეკლესიის მოზაიკის ერთ ოქროს ნაწილს. მან თავისი ნება უფლის ნებას გაუთანაბრა. და თუკი გვსურს, რომ ამ წმიდანს პატივი მივაგოთ, სხვა არჩევანი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ მივყვეთ მის ცხოვრებას და გავითავისოთ ის ნიჭი, რომელიც ჩვენ უფალმა გვიბოძა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვიქცეთ სიკეთის, სიყვარულის, რწმენისა და სიმართლის ადამიანებად, უპირველეს ყოვლისა კი, იმედის, მსხვერპლისა და წამების ადამიანებად.  რა თქმა უნდა, ჩვენს თანამედროვეობაში, წამებასა და აღიარებას სრულიად სხვა შინაარსი და დატვირთვა აქვს.  მეცნიერი და სასულიერო პირი, მამა ფ. ფაროსი წერს: „ყოველი ადამიანი აღიარებს იესო ქრისტეს სიმართლეს, მაშინ როდესაც მას სურს მსხვერპლად გაიღოს ნებისმიერი ხელსაყრელი შემთხვევა, ეკონომიკური, ემოციური, პოლიტიკური, საზოგადოებრივი, სამსახურეობრივი, თუნდაც იდეოლოგიური და სარწმუნოებრივი ამ სიმართლის სასარგებლოდ“.  და აგრძელებს: „მაგალითად ვინმე პოლიტიკოსი ერთგვარი გზით ეწამება იესო ქრისტესთვის, თუკი გაბედავს და თავის თანამოქალაქეებს ეტყვის, რომ იმისათვის რომ ძირეულად აღმოიფხვრას თავგასულობა (თავაწყვეტილობა, გარყვნილება, კორუფცია) იმ ადგილის ცხოვრებაში, რომლის მკვიდრნიც ისინი არიან, აუცილებელია თითოეულმა მოქალაქემ რამე მოუხერხოს საკუთარ თავგასულობას, მანამ სანამ დაკავდება სხვათა თავგასულობით (გარყვნილებითა და კორუფციით). პოლიტიკოსი ეწამება და აღიარებს იესო ქრისტეს, თუკი არჩევნებზე საკუთარ ცოლსაც კი არ აიძულებს თავის სასარგებლოდ ხმის მიცემას“.

გამოყენებული ციტატები:

[1] Για την τιμή του μάρτυρος κατά την εποχή αυτή αναφέρεται ο Γρηγόριος Θεολόγος: «Μάμας ο περιβόητος και ποιμήν, και μάρτυς· ο πρότερον μεν τας ελάφους αμέλγων κατεπειγομένας αλλήλων, ίνα ξένω τραφή δίκαιος· νυν δε ποιμαίνων λαόν μητροπόλεως, και το έαρ εγκαινίζων σήμερον ταις πολλαίς χιλιάσι των πανταχόθεν επειγομένων, διάφορόν τε αρετής κάλλεσι, και ποιμέσιν άξιον, και λόγοις επινικίοις. ΄Ετι δε συντομότερον ειπείν, νυν έαρ κοσμικόν έαρ πνευματικόν, έαρ ψυχαίς, έαρ σώμασιν, έαρ ορώμενον, έαρ αόρατον». Ὁμιλία 44, Εἰς τὴν καινὴν Κυριακήν, PG 36, 620-621.

[2]  Επιστολή 176 προς Αμφιλόχιον, PG 32, 653BC, ΕΠΕ, Μ. Βασιλείου ΄Εργα, 1, Πατερικαί Εκδόσεις «Γρηγόριος ο Παλαμάς», Θεσσαλονίκη 1972, σ. 124-125.

[3]    Βλ. Νεάρχου Κληρίδη, «Προλεγόμενα και κείμενον της ακολουθίας του αγίου ενδόξου μεγαλομάρτυρος Μάμαντος του Θαυματουργού», ό.π., σ. 94-95, Άννας Μαραβά-Χατζηνικολάου, Ο άγιος Μάμας, ό.π., σ. 51-53.

[4] Βλ. Αννας Μαραβά- Χατζηνικολάου, ό.π., σ. 86 κ.ε.

[5]    «Ταῦτα γὰρ ἐγκώμια μάρτυρος, ὁ πλοῦτος τῶν πνευματικῶν χαρισμάτων… Αὐτὸς γὰρ οἴκοθεν βρύει τὴν ἀρετήν… εἴ τις μέμνηται τοῦ ποιμένος, μὴ θαυμαζέσθω τὸν πλοῦτον. Συνήλθομεν γὰρ ἐπαινέσαι οὐχὶ πλούσιον ὄντα», Ὁμιλία 23, Εἰς τὸν ἅγιον μάρτυρα Μάμαντα, PG 31, 589Ε-592C. Πρβλ. Άννας Μαραβά-Χατζηνικολάου, Ο άγιος Μάμας, ό.π., σ. 6-8, 54-55.

[6] Μ. Βασιλείου, Ὁμιλία 23, Εἰς τὸν ἅγιον μάρτυρα Μάμαντα, PG 31, 592C.

[7]    «Mάμας ὁ περιβόητος, καὶ ποιμήν, καὶ μάρτυς∙ ὁ πρότερον μὲν τὰς ἐλάφους ἀμέλγων κατεπειγομένας ἀλλήλων,  ἵνα ξένῳ γάλακτι τραφᾗ δίκαιος∙ νῦν δὲ ποιμαίνων λαὸν μητροπόλεως, καὶ τὸ ἔαρ ἐγκαινίζων σήμερον ταῖς πολλαῖς χιλιάσι τῶν πανταχόθεν επειγομένων», Ὁμιλία 44, Εἰς τὴν καινὴν Κυριακήν, PG 36, 620C. Πρβλ. Άννας Μαραβά-Χατζηνικολάου, Ο άγιος Μάμας, ό.π., σ. 8, 55.

[8]    Βλ. Άννας Μαραβά-Χατζηνικολάου, ό.π., σ. 39-41.

შინაარსი
სანიშნეები