Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ღმრთისმშობლის ადგილი მართლმადიდებელ ეკლესიაში | PEMPTOUSIA

ღმრთისმშობლის ადგილი მართლმადიდებელ ეკლესიაში

4 October 2016

ჩვენი ეკლესიის ერთ-ერთი სახელგანთქმული საგალობელი ღმრთისმშობელს ზეცას უწოდებს: „უმაღლესო ცათაო და უწმიდესო ქერუბინთაო“… ხოლო ერთ-ერთი სხვა კი -„ზეციურთაგან განდიდებულო და ქუეყანისაგანთა მიერ ქებულო“. წმიდა ნიკოლოზ კავასილასი შემდეგს ამბობს: შექმნა რა უფალმა მთელი სამყარო და გადახედა რა ყოველივეს, ნახა და თქვა, რომ იყო „ძალიან კარგი“, სწორედ ეს „ძალიან კარგი“, ეს სიკარგე და სიკეთე უკავშირდებოდა ღმრთისმშობელს. სხვა სიტყვებით, იყო ყოველივე „ძალიან კარგი“, სწორედ იმიტომ რომ მიგვიძღვოდა ღვთისმშობლისაკენ, იმიტომ რომ საბოლოოდ დაიბადებოდა ღმრთისმშობელი. ამგვარად, წმიდა ქალწული არის მთელი შემოქმედების მიზანი და ძველი აღთქმის მთელი მოლოდინის დასასრული.

yperagia-theotokos-01

უფალმა შექმნა მთელი სამყარო, რომელიც იყო „ძალიან კარგი“, სულ ბოლოს კი შექმნა ადამიანი, რომლისთვისაც იგი განსაკუთრებულ ძალისხმევასა და ენერგიას ამჟღავნებს. უფალმა კი არ თქვა და დაიბადა ადამიანი, არამედ „თავის ხატად შექმნა იგი“, „გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა“. წმიდა ბასილი დიდი ამბობს, რომ უფალმა მისცა ადამიანს „ნაწილი თავისი ღმრთაებრიობისა“. და სწორედ ამ მადლის მშვეობით ჩვენც შეგვიძლია გავხდეთ ღმერთები, თუკი დავემორჩილებით ღმრთის ნებას.

აქ ჩნდება ერთი კითხვა, რომელიც არაერთხელ დასმულა: რატომ არ გვიხსნა ჩვენ ღმერთმა, მას ხომ ასე ძლიერ ვუყვარდით? ჩვენ არ მოვუსმინეთ ჩვენს შემოქმედს და ისე მოვიქეცით, როგორც მოგვესურვებოდა. მაგრამ მან, როგორც ღმერთმა, გულმოწყალემ და მამამ, რატომ არ დაგვტოვა სამოთხეში? თუმცა არ არსებობს სამოთხე თავისუფლების გარეშე. წმიდა იოანე ღმრთისმეტყველი კითხვას სვამს: „განა იესო ქრისტეს არ შეეძლო გადაერჩინა იუდა?“, და თავადვე პასუხობს მას, ამბობს რა შემდეგს: იესო ქრისტემ ყველაფერი გააკეთა, თუმცა მას არ უნდოდა იუდა ძალით გადაერჩინა, იძულებით ხომ ვერ მოიპოვებ ნეტარებას, იძულებით მხოლოდ ადამიანის დაღუპვაა შესაძლებელი.

ამგვარად, ათასწლეულების მანძილზე ველოდებოდით, რომ მოსულიყო ისეთი ადამიანი, რომელიც გაიგებდა, თუ რა არის უფლის სიყვარული. მაგრამ, იმისათვის რომ მას ეს გაეგო, აუცილებელი იყო იგი ყოფილიყო უმწიკვლო და თავმდაბალი. და დაიბადა ღმრთისმშობელი. ვფიქრობ, ამის გააზრება შეგვიძლია სიტყვებით, რომელთაც მოციქული პავლე ამბობს თავის ეპისტოლეში გალატელთა მიმართ: „ხოლო პირველ მოწევნადმდე სარწმუნოებისა შჯულსა ქუეშე მოცულ ვიყვენით და შეყენებულ მერმისა მისთჳს სარწმუნოებისა გამოჩინებადმდე“ (გალატელთა მიმართ, 3. 23). მანამ სანამ მოვიდოდა რწმენა, ჩვენ სჯულის ხუნჯებით ვიყავით დაბმულნი. სჯული იყო მასწავლებელი, რომელმაც ქრისტემდე მიგვიყვანა, მაგრამ სჯული, როგორიც არ უნდა იყოს ის, უძლური იყო და ახლაც უძლურია, რომ ჭეშმარიტად გადაარჩინოს და დააკმაყოფილოს ადამიანი.

სწორედ ამიტომაც, „ოდეს მოიწია აღსასრული ჟამთაჲ, მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი, შობილი დედაკაცისაგან, და იქმნა იგი სჯულსა ქუეშე… რაჲთა სჯულსა ქუეშე მყოფნი გამოიჴსნნეს, და რაჲთა შვილებაჲ იგი მოვიღოთ“ (გალატელთა მიმართ, 4. 4-5). და დროის მოსვლასთან ერთად დაიბადა ქალწული, დედაკაცი, რომლის მეშვეობით ადამიანი გახდა ღმერთი. ღმრთისმშობელი ქალწული არის „კიბე, რომლის მეშვეობით უფალი ჩვენთან ჩამოვიდა“ და „ხიდი, რომელსაც ჩვენ დედამიწიდან ცაში გადავყავართ“.

ღმრთისმშობელი „დედის მუცლიდანვე“ წმიდა იყო, სწორედ იმიტომ რომ იგი იყო ნაყოფი თავისი მშობლების – იოაკიმესა და ანას – მრავალი ლოცვისა. მისი მშობლები უფალს შესთხოვდნენ, რომ მათთვის შვილი ებოძებინა და შემდგომ კი, იგი სრულად მიეძღვნათ ღმრთისთვის. და მართლაც ჯერ კიდევ მცირეწლოვანი მარიამი მათ ღმერთს მიუძღვნეს. ახლა კი ეკლესიაში მსახურებისას გვესმის თუ როგორ გალობენ: „მრავალ პატიოსანი იგი ქალწული მადლსა თანა შეიტანს სულისა წმიდისასა, რომელსა უგალობენ ანგელოსნი ღმრთისანი, რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცათა“. მრავალი წლის განმავლობაში ქალწული მარიამი ტაძარში ცხოვრობს, იქ იკვებება ანგელოზთა საზრდოთი, ხოლო როდესაც ის ზრდასრულ ასაკს აღწევს და ჰყავს საქმრო იოსები, იგი იღებს მთავარანგელოზის მისალმებას და უკვე მზად არის იმისათვის, რომ თქვას „დიახ“ ანგელოზის ცნობაზე, რომ თქვას „მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, რომ თქვას, რომ თანახმაა ახდეს ღმრთის ნება მასზე. და სწორედ აქედან მოყოლებული იგი ხდება ის, ვინც მთელი თავისი მყოფობით, ხორცს ასხამს უფლის ძესა და სიტყვას. ამგვარად ხდება იგი „უმაღლესი“, ანგელოზთა დედოფალი და ის, ვინც ღირსია იმისა, რომ დედამიწა ზეცად გადაექცია.

ახლა მსურს რაღაც ვთქვა ზოგადად ქალებზე. ღმრთისმშობელი, ამბობს წმიდა გრიგოლ პალამა, არის „საზღვარი ქმნად და უქმნელ ბუნებას შორის“, და არავის ძალუძს უფალთან მისვლა, მხოლოდ და მხოლოდ მას. იგი კაცობრიობის სიამაყეა, იგი არის „ქალწულების დამმარხველი“. იგი ჩვენი დედაა, ის, ვინც ჩვენ გვასაზრდოებს და გვზრდის თავისი მადლითა და სამოთხით, მაშინ როცა პირველი ქალი – ევა –  გვზრდის ამბოხებით, ვნებებითა და სიკვდილით.

როგორც ამას ამბობს სიტყვა, ღმრთისმშობელი აღემატება ყველა წმიდანს. იგი ყველა წმიდანზე მაღლა სწორედ იმიტომ დგას, რომ ყველას გაუსწრო სიწმინდეში, თავმდაბლობასა და მორჩილებაში. რა თქმა უნდა, დიდებით არიან მოსილნი იოანე ნათლისმცემელი, მოციქული პავლე, დანარჩენი მოციქულები, დიდი მამები, წინასწარმეტყველნი და წამებულნი, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ შეედრება ღმრთისმშობელს. სწორედ იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ ის სიკეთე და სინათლე, რომელიც წმიდა ქალწულიდან მომდინარეობს, არის „მხსნელი“, არის „მისი მუცლის ნაყოფი“. ის სიკეთე, რომელიც წმიდა ქალწულმა შვა და ის ჩაუმქრალი ნათელი, რომელიც არის მისი ძეც და უფალიც, არის სწორედ ის, რაც შუქს ჰფენს მთელს ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს პრობლემებსა და სიძნელეებს.

თუ როგორი პატივი უნდა მივაგოთ ქალს, თუ როგორ ხდება ეს და როგორ ხორციელდება, ამას სწორედ მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში ვპოულობთ, რაც განათებულია იმ ნათლით, რომელიც ღმრთისმშობლისგან იშვა, ანუ განკაცებული ღმერთით. ის, თუ სადამდე შეუძლია ასვლა ქალს, ეს ღმრთისმშობელმა გვაჩვენა, როდესაც გახდა იგი „უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზეშთაესსა სერაბინთასა“. და თუმცა უდიდესნი არიან მოციქულები და მღვდელმთავარნი, ღმრთისმშობელი ყოველ მათგანზე აღმატებულია. და მიუხედავად იმისა, რომ წმიდა მარიამი უდიდესია ყველა მღვდელმთავარზე, იგი არ გამხდარა არც დიაკონი, არც მღვდელი და არც ეპისკოპოსი. მაშასადამე, ვხედავთ, რომ ქალები არ ხდებიან არც დიაკვნები და არც მღვდლები, არა იმიტომ, რომ მათ არ მიაგებენ პატივს ეკლესიაში, არამედ იმიტომ რომ ისინი განსაკუთრებით პატივცემულნი არიან.

სწორედ აქ ესმევა ხაზი იმ დიდ ჭეშმარიტებას, რომელსაც მოციქული პავლე ღაღადებს, რომ როდესაც ავად ვხდები, ზუსტად მაშინ ვარ ძლიერი და როდესაც თავს ვიმდაბლებ, სწორედ მაშინ ვარ განდიდებული. სუსტი სქესი ეკლესიის წიაღში მორჩილებითა და თავმდაბლობით, რისი მაგალითიც მათ თავად ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელმა მისცა, არის ძლიერი და კიდევ უფრო ძლიერი.

წყარო: ლანგადის, ლიტის და რენდინის ეპარქიის პერიოდული გამოცემა – „მართლმადიდებლური უწყებანი“,  ნაწილი მე-15, იანვარი-თებერვალი, 2015 წელი.

 

შინაარსი
სანიშნეები