Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ღირსი კოზმა ზოგრაფელი∗ | PEMPTOUSIA

ღირსი კოზმა ზოგრაფელი∗

6 October 2016

(∗ზოგრაფის წმიდა მონასტერი გახლავთ ათონის წმიდა მთაზე არსებული ოცი მონასტერიდან ერთერთი, დაარსებულია 980 წლამდე, ხატმწერი გიორგის მიერ. აქ მოსაგრეობდნენ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები, 1845 წლიდან კი ძირითადი საღმრთისმსახურებო ენა ბულგარულია).

ღირსი კოზმა წარმოშობით ბულგარეთიდან, არისტოკრატიული ოჯახიდან, იყო. მან იცოდა, როგორც ბულგარულად, ისე ბერძნულად წერა-კითხვა. როდესაც მშობლებმა მისი დაქორწინება გადაწყვიტეს, იგი მალულად გამოიპარა სახლიდან და მრავალგზის ნაქებ ათონის წმიდა მთაზე მოვიდა. მან ზოგრაფის წმიდა მონასტერს მიაღწია, ცოტა ხნის შემდეგ კი, მონაზვნის შესამოსლით შეიმოსა და ეკლესისასტიკოსის მორჩილების აღსრულებას შეუდგა. ერთხელ, ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში რომელიღაც დღესასწაულზე ყოფნის დროს, სრულიად გაოგნებულმა, ღმრთისმშობელი იხილა, რომელიც იქ მყოფ მონაზვნებს ემსახურებოდა.

osios-kozmas-zografos-01

ღირსი კოზმას სათნოებების გამო, მონასტრის იღუმენს სურდა, რომ იგი მღვდელი გამხდარიყო. თუმცაღა ლოცვის შემდეგ, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელმა მას მიანიშნა, რომ უკაცრიელ ადგილას უნდა განმარტოებულიყო. იქ ყოფნისას აღსარებას მომსვლელებს აბარებდა. იქვე იმის ღირსი გახდა, რომ წინასწარმეტყველური, სასწაულმოქმედებითი, საღმრთო გამოცხადებათა ხილვისა და საკუთარი სიკვდილის წინასწარ განჭვრეტის უნარით დაჯილდოებულიყო. მისი დაკრძალვისას საოცარი რამ მოხდა: „უფალმა დიდი სასწაული მოავლინა – იმ უკაცრიელ ადგილას ყველა ცხოველმა ერთად მოიყარა თავი და წრეზე დადგა. ხოლო როდესაც წმიდა კოზმას სხეული მიწას მიაბარეს, თითოეულმა მათგანმა საკუთარი ხმა გამოსცა და ასე მიაგო მას პატივი. შემდგომ ამისა, ცხოველები კვლავ თავიანთ სამყოფელს დაუბრუნდნენ“.

განდეგილი წმიდანი ზოგრაფის წმიდა მონასტრის დიდი ასკეტია. მისი კელიაა, მონასტრის სიახლოვეს არსებული მღვიმე, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. სწორედ ეს ადგილი ღირსი კოზმას დემონებთან ბრძოლის ადგილად იქცა, დაკრძალულიც მანდვეა. მის სასიხარულოდ სწორედ ამ ადგილიდან დაიმკვიდრა ადგილი უფლის ახლოს. ღირსი კოზმას დაკრძალვიდან ორმოცი დღის გასვლის შემდეგ, მისი საფლავი გათხარეს, თუმცა იქ მისი ნეშტი ვეღარ იპოვნეს.

ღირსი კოზმას ხსენების დღეა 22 სექტემბერი/5 ოქტომბერია, რაც ასევე მისი გარდაცვალების დღეა.

წყარო: მონაზონი მოსე მთაწმინდელი, ათონის მთის წმიდანები, მიღდონიის გამომცემლობა, თესალონიკი, 2007 წელი.

შინაარსი
სანიშნეები