Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
მონაზვნობა და ქორწინება – კურთხევის ორი გზა | PEMPTOUSIA

მონაზვნობა და ქორწინება – კურთხევის ორი გზა

10 October 2016

სიმონოპეტრას წმიდა მონასტრის იღუმენი – არქიმანდრიტი ელისე საუბრობს მონაზვნობასა და ქორწინებაზე, იმ ორი გზის შესახებ, რომლის მეშვეობითაც ადამიანი უახლოვდება, როგორც უფალს, ისე – თავის მოყვასს და როგორც პიროვნება ის ცხონდება.

Gamos 100

„მონაზვნობა და ქორწინება ერთმანეთს მრავალ ასპექტში თანხვდება და ბუნებრივია, მე ამას ვამბობ მრავალ ცნობილთა მოსაზრებების თანახმად და ასევე იქიდან გამომდინარე, რაც ჩემი სულიერი მოძღვრისგან მსმენია. საერთოდ ამბობენ, რომ დაუქორწინებლობა, ანუ ქალწულობა და მონაზვნობა უფრო მაღალ საფეხურზეა და რაღაც უფრო აღმატებულია. თუმცა, ეს არც ბიბლიაში წერია და ფაქტიურად არც წმიდა მამებთან გვხვდება. იესო ქრისტეს არ უთქვამს, არ დაქორწინდეთო. სინამდვილეში ყველა ქორწინდება, არა აქვს მნიშვნელობა მონაზვნობაშია თუ არა. მან თქვა, რომ ეს არ არის ხელსაყრელი, ნუ გაყოფთო თავს ხიფათში, შარში. ქორწინება დაურღვეველია, თუმცა ბოლოს ის მაინც ირღვევა. სწორედ ამის გამო ამბობს ქრისტე, რომ ქორწინება არ არის ხელსაყრელი. თუმცა ყველას არ შეუძლია ამის გაგება და ამიტომაც მცირენი თუ ირჩევენ მონაზვნურ, იგივე აპოსტოლურ ცხოვრებას.

თუმცა, ამავდროულად მინდა აღვნიშნო, რომ ქორწინება და მონაზვნობა არ გახლავთ ცხოვრების ორი განსხვავებული გზა, არამედ ის არის ცხოვრების ორი პარალელური გზა. არ შეიძლება, რომ ისინი ცხოვრების ორი განსხვავებული მიმართულება იყოს, ხოლო ჩვენ შეგვეძლოს მათ შორის უპირატესის გამოყოფა, ანდა მათი შედარება. არ შეგვიძლია სასწორის ერთ მხარეს ქორწინება დავდოთ, ხოლო მეორე მხარეს – მონაზვნობა და ასე შევადაროთ ერთმანეთს. მიმაჩნია, რომ ორივე მათგანი წარმოადგენს ცხოვრების ორ პარალელულ გზას, ორ დამოუკიდებელ გზას, რომელთაც გააჩნიათ საკუთარი მახასიათებლები.monaxismos-02-uთუმცა რა ხდება? ამის აღნიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მას აქვს არჩევანი ან წარსულიდან ანდა მომავალისათვის, რა არის ჩვენი არჩევანი? ანუ, ამ წუთას რას მივყვებით მონაზვნობაში და რა წესებს ვიცავთ? გვაქვს სიმშვიდე, სიწყნარე, მორჩილება, ვართ თავისუფლები  და ა.შ… თქვენზე უკეთესები სულაც არ ვართ. ზოგჯერ თქვენზე უარესებიც კი ვართ. შემიძლია ვთქვა, რომ თქვენზე უფრო ცოდვილებიც კი ვართ. ჩვენს არჩევანს წარმოადგენს  ცხოვრება სამოთხეში დაცემამდე. ეს არის ჩვენი იდეალი, რომ ოდესღაც არსებობდა ეს ცხოვრება. ქორწინებისთვის რა არის იდეალი? ქორწინებაც ასევე აიდეალებს ცხოვრებას სამოთხეში, თუ როგორი ერთიანი იყო ის. და რატომ ვამბობთ, რომ ხორც ერთ არს, რას ნიშნავს იმას, რომ აქაც არსებობს ქალწულობა. სწორედ ამიტომაც არის აკრძალული, რომ ადამიანებს ქორწინების შემდეგ  სხვადასხვა ურთიერთობა ჰქონდეთ. არ ხარ არც ქორწინებაში თავისუფალი. აქ შენს იდეალს წარმოადგენს, რომ იქცე ერთ ხორცად და ეს არის შენი სამოთხე. რა არის სამოთხე? სამოთხეა ქალი და მამაკაცი. შენს იდეალს წარმოადგენს არჩევანის შეუღლების ასეთი ფორმა, რაც შენ აღგითქვამს მარადიულ ცხოვრებას, თუმცა სხვა გზით. სწორედ ამიტომაც, ვთქვათ მე ვარ მონაზონი, ხოლო შენ კი დაქორწინებული და მეუბნები, რომ ბავშვს ელოდები. მე ეს ძალიან მიხარია და ვამბობ: – რა სიხარულია! ამას მე ვამბობ მონაზონი. და რატომ ვამბობ ამას? სწორედ იმიტომ, რომ მე ვეთანხმები, რომ ეს მართლაც სიხარულია. ეს არის სამოთხის მოდელი. სწორედ აქედან გამომდინარე, ვამბობ, რომ ჩვენ, როგორც ღმრთის შვილები, არ ვართ განსხვავებულნი. ჩვენი ცხოვრების მიზანიც არ არის განსხვავებული. ჩვენი მიზანი ხომ უცვლელია და ეს არის ჩვენი ცხონება. თუმცა, რა არის განსხვავება? განსხვავება მდგომარეობს ჩვენი ცხოვრების გზებში, ჩვენი ცხოვრების წესში. და თუკი, ჩვენ ამის გააზრებას ვერ შევძლებთ, ყოველთვის ერთი დაადანაშაულებს მეორს. ჩვენ, მონაზვნები, ვიქნებით ძლიერი უმცირესობა.

დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ ქორწინებასა და მონაზვნობას შორის უამრავი საერთო ნიშნები არსებობს. თუმცა, მონაზვნობაში ნიღბები იკარგება. გრძნობები გამოიხატება ისე, როგორც სურთ. სიტყვები გამოითქმება ისე, როგორც უნდათ. იქ არ ხარ ლექტორი, რომელსაც პატივს გცემს შენი ცოლი, ანდა ლექტორი ქალი, რომელსაც პატივს გცემს შენი ქმარი. იქ, ყველანაირი ნიღაბი იშლება. და ამის შემდეგ, უკვე ებმები სიმშვიდის ბრძოლაში, მოთმინების ბრძოლაში, სიყვარულის ბრძოლაში, სხვისი მიღების ბრძოლაში. არ ლოცულობ საკმარისად? როგორ უნდა ილოცო, თუკი მთელი ღამე ბავშვები არ გაძინებენ.  განა ეს არ არის ლოცვა? ამიტომაც, ამბობენ, რომ ქორწინებასა და მონაზვნობაში უამრავი საერთო ნიშანი არსებობს. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ თუ კიდევ რაში ემსგავსებიან ერთმანეთს მონაზვნობა და ქორწინება მდგომარეობს შემდეგში: ოჯახზე ვამბობთ, რომ ოჯახია, ხოლო მონასტერი, თუკი ის არ არის ოჯახი, მონასტერი არ იქნება”.

შინაარსი
სანიშნეები