Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ეგოიზმის შესახებ | PEMPTOUSIA

ეგოიზმის შესახებ

11 January 2017

რა შემიძლია მე თქვენ გითხრათ, უვიცმა და ცოდვილმა თქვენ უწმინდესობას, მას, ვინც ძალიან ხშირად კითხულობს და ისმენს წმიდა მამების მოძღვრებას? სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია, გარდა მხოლოდ ჩვენი უძლურებისა და ტანჯვისა, რომლის მიზეზითაც ჩვენ ასეთ უგრძნობლობასა და ბოროტებაში აღმოვჩნდით, ჩვენ ხომ სხვა არაფერზე ვფიქრობთ, გარდა იმისა რომ გამოვიკვლიოთ უცხოთა ცდომილებანი, თითქოსდა უფალმა იესო ქრისტემ ჩვენ ყოველივე ამაზე დასაკვირვებლად დაგვაყენა, გვავიწყდება, თუ რატომ დავტოვეთ ამქვეყნიური სამყარო და რატომ გადავწყვიტეთ უკაცრიელ ადგილას ცხოვრება.

ჩვენ აქ იმისათვის მოვედით, რომ შევებრძოლოთ ჩვენს მტერს – სატანას და ასევე იმ ვნებებს, რომელნიც გვტანჯავს. თუმცაღა,  დავივიწყეთ ყოველივე ეს და ახლა ერთი მეორეს ვჭამთ, ერთმანეთისა გვშურს და თავი ერთმანეთზე აღმატებული გვგონია. ბინძურმა ეგოიზმმა სრულებით შთანგვთქა და მიგვაჩნია, რომ იმ საღმრთო მსახურებით, რომელსაც ჩვენ ეკლესიაში ვკითხულობთ და იმ კანონით, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ჩვენს კელიებში ვასრულებთ, გადავჩებით, თუმცა ეს შეუძლებელია, თუ არ მოვიპოვებთ ჩვენი უფლის – იესო ქრისტეს გონს და თუ არ მივბაძავთ მას, ისე როგორც ეს ჩვენ შეგიძლია.

filautia-01

როგორ მოვახერხებთ მივბაძოთ იესო ქრისტეს, თუკი უფალი ჩვენ არ შეგვეწევა? უპირველეს ყოვლისა, ძალა უნდა ვიხმაროთ ჩვენ თავზე და იმ ბუნებრივი მადლით, რაც ჩვენ ღმერთმა მოგვანიჭა, შევეწინააღმდეგოთ ყველა ჩვენს ვნებას. გულმხურვალედ შევთხოვოთ უფალს, რათა მოწევნულ იქნას ჩვენ ზედა მისი მადლი, რათა მოვიდეს ჩვენს დასახმარებლად, შეაკავშიროს ჩვენი სული სულიწმიდასთან, ჩვენი გონება სინათლის ღირსი გახადოს, რათა ჩვენც ღირსნი გავხდეთ იესო ქრისტეს გონების მოპოვებისა. სწორედ მაშინ ვეზიარებით რა მის წმიდა სხეულსა და მის წმიდათაწმიდა სისხლს, ჩვენი სხეულიც იესო ქრისტეს ნაწილი შეიქმნება.  და თუკი, როგორც წინათაც აღვნიშნეთ, არ განიკურნება ჩვენი სული, ვიქნებით ღმრთის მადლისაგან სრულიად მიტოვებულნი, წმიდა ზიარება არ იქნება ჩვენთან, არამედ ის მიგვატოვებს და დავრჩებით ისეთივე უძლურნი, როგორც ეს მანამდე ვიყავით, როგორც ამას წმიდა მამებიც გვასწავლიან.

არ გიფიქრიათ, თუ როგორ შეძლებს შურიანი ადამიანი, ის ვისაც თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, ამაყია, ადვილად ბრაზდება ან ავსიტყვაობს, ეგოისტია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ხედავს, ხოლო თავისი ძმა კი ეზიზღება და განიკითხავს, დიდსულოვან იესო ქრისტესთან გაერთიანებას? და ვის შეუძლია ჩვენი გამოსწორება? არავის. და თუკი, რომელიმე წმიდანი გვეტყვის, თუ რაში მიგვიძღვის ბრალი, მაშინვე მის წინააღმდეგ ვილაშქრებთ, რათა ჩვენი ენითა და ჩვენი ფრჩხილებით ნაწილ-ნაწილ დავფლითოთ და ბოლო მოვუღოთ, სიკვდილით დავემუქროთ. ჩვენ გაგვაჩნია უამრავი ცრუ ბრალდება, თუმცაღა ისე რომ მოხდეს, რომ ამ ბრალდებათა დასამტკიცებლად მიგვიწვიონ, ხმასაც კი ვერ ამოვიღებთ და აშკარა ცრუ მბრალდებელად გამოვჩნდებით. რატომ ვერ ვისწავლეთ მონაზვნური ცხოვრება ისე, როგორც ეს სინამდვილეში უნდა იყოს? რატომ ვერ ვისწავლეთ თავმდაბლობა ნამდვილი და ჭეშმარიტი ბერებისაგან? დასაწყისიდანვე მასწავლებლის ტახტზე ვსხედვართ, ვიძენთ მორჩილებს და მათ ჩვენ თავზე უარესებად ვაქცევთ, როგორც ამას წმიდა სახარება ამბობს. და თუკი ხელს შეგვიშლიან, რათა მათ დავუდგინოთ გამოცდა წმიდა კანონების თანახმად ან არ მოგვცემს ნებას ჩვენი სულიერი მოძღვარი, რომ ვინმე მონაზვნად აღვკვეცოთ, მაშინვე გავრბივართ და რომელიმე მღვდელმონაზონს ვეპირფერებით, რომელიც მას მონაზვნად აღკვეცავს. ჩვენ ამით ჩვენს სურვილს ვასრულებთ, რომელიც წინ უძღვის მის დაღუპვას. ამგვარად იქცა ჩვენი სკიტი ამქვეყნიური სამყაროს ნაწილად, სადაც არავის არაფერი ესმის გარდა საკუთარი სიტყვებისა, ხოლო ჩვენი მიზეზით კი შეურაცხყოფილია უფლის სახელი.

ძველი ეპოქის მამების დროს განა ისმოდა აქ, ამ ჩვენს სკიტიში, ხმები, ჩხუბი, ღმრთის გმობა და წყევლა? და მხოლოდ და მხოლოდ ამაზე როდი ჩერდებიან, ერთმანეთზე ხელსაც კი აღმართავენ და ისე ურტყამენ თავიანთ ძმას, როგორც მტერს. რაოდენ დიდი სიბრმავე, ბოროტება და ურწმუნოებაა ეს ყოველივე! და ვის შეუძლია ჩვენი – ესოდენ ცოდვილთა გამოსწორება? ეკლესიის კანონი შემდეგს გვამცნობს, რომ ის, ვინც აღმართავს ხელს მორწმუნეზე ან ურწმუნოზე, თუკი არის მღვდელი (სასულიერო პირი) უნდა მოიკვეთოს, ხოლო თუკი არ არის მონაზონი, მას ეკრძალება საღმრთო ზიარების მიღება.

(გაგრძელდება)

შინაარსი
სანიშნეები