Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
„თქვენ შორის ყველაზე უარესი ვარ. თუ არ გამოვსწორდები, გამაგდეთ!“ | PEMPTOUSIA

„თქვენ შორის ყველაზე უარესი ვარ. თუ არ გამოვსწორდები, გამაგდეთ!“

30 January 2017

წინა სტატია იხილეთ: http://www.pemptousia.ge/2017/01/11/ეგოიზმის-შესახებ/

ეს არის ის სიყვარული, რომლისკენაც ჩვენ უფალი მოგვიწოდებს, რომ გვიყვარდეს ერთი მეორე და რომ მისი მოწაფეებივით მოვიქცეთ? ეს არის ის, როცა გვეუბნება, რომ თუკი ერთ ლოყაში გაგვარტყამენ, მეორე მივუშვიროთ? წმიდა იოანე ღმრთისმეტყველის სიტყვების თანახმად, ის, ვისაც სძულს მოყვასი თვისი, იგი ადამიანის მკვლელია, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად არავინ მოუკლავს. თუმცა ახლა ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდით და ამასთან ვართ უთავოდ დარჩენილნი, რომ არც უფროსს უყვარს უმცროსი და არც უმცროსს გააჩნია სიყვარული უფროსის მიმართ. ამჟამად ჩვენი სიამაყე იესო ქრისტეში კი არ მდგომარეობს, არამედ ერთი ჩვენგანი თავისი ძლიერებით ამაყობს,  მეორე – თავისი ცოდნით, მესამე – იმ სიმდიდრით, რომელსაც ატარებს. ვაი, ჩვენ, თუკი ჩვენი საქმენი არ შეეფერებიან იმ სახელს, რომელსაც ვატარებთ, თავს კი ასკეტებს ვუწოდებთ.

filaytia 02

ძმანო ჩემნო, ნუ იფიქრებთ თითქოსდა ჩემ თავს ყოველივე ჩემ მიერ თქმულის მიღმა მოვიაზრებ. ეს ასე არ არის, რადგან ჩემ თავს თქვენ შორის ყველაზე უფრო დამნაშავედ ვთვლი. გული გწყდებათ, ჩემო ძმებო, რომ არ ვიზიარებ თქვენს ფიქრებს. ნეტავ კი ვიყო იმის ღირსი, რომ თქვენ გემსახუროთ ამაშიც და სხვა რამეშიც. მაგრამ იცით ჩემი უძლურების შესახებ და რა თქმა უნდა, ვარ კიდეც ყოველი თქვენგანის მიერ – როგორც დიდების, ისე პატარებისაგან მოძულებული და დადანაშაულებული, ამით კი უფრო მეტად მოგაქვთ ზიანი, ვიდრე სარგებელი. რადგანაც ჩვენი ეკლესიის წყობის თანახმად, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს სულიერ მოძღვარს, როგორც ჩვენს მამას და ისე უნდა გვეშინოდეს მისი, როგორც ჩვენი მსაჯულისა გვეშინია.  სულიერი მოძღვარი კიცხავს, არიგებს და სთხოვს. იმ შემთხვევაში, თუკი სულიერი მოძღვარი არიგებს (კიცხავს), ხოლო დამნაშავე კი ბრუნდება, საწინააღმდეგოს ამბობს და მას ამოწმებს, განა უმჯობესი არ იქნებოდა, რომ საერთოდ არ მისულიყო მასთან?  მაშასადამე სულიერი მოძღვარი და ჩვენი სულების მცველი არ უნდა იყოს ჩვენ მიერ დადანაშაულებული. პირიქით, ჩვენ უნდა გვიყვარდეს ის და სწორედ ამგვარად შესძლებს ის ჩვენ გამოსწორებას, სხვაგვარად ამაო იქნება ჩვენი გარჯა და მკურნალობის გარეშე დავრჩებით.

ჩემო წმიდა მამებო, აი, უკვე ორმოცი წელიწადი ხდება, რაც მე ამ სკიტიში ვარ. მამათა ორმა თუ სამმა თაობამ გაიარა ჩემ თვალწინ და უფლის მადლით, დღემდე მათ არც განუსჯივარ, არც უთქვამთ, რომ აქედან წავსულიყავი, ახლა კი თქვენ მომმართავთ (თუმცა არა ყველა) და მიყვირით, რომ აქედან წავიდე. ისე მემუქრებით, თითქოსდა რამე დამიშავებია თქვენთვის. თუკი რაიმეში არასწორად მოვიქეცი და ეს თავად არ ვიცი, მოიწვიეთ კრება (სინაქსი) და მითხარით, თუ რაში მიმიძღვის ბრალი. თუ არ გამოვსწორდები, მაშინ გაქვთ მონასტერი, სადაც შეგიძლიათ განმსაჯოთ და გამაძევოთ, როგორც მუნიანი ცხვარი. ამბობთ, რომ ყველა თქვენგანი არ არის ამ აზრზე, თუმცა კი, როდესაც სიამოვნებით უსმენთ მათ, ვინც ამას ამბობს, ნიშნავს იმას, რომ ყველა ამ აზრზე ხართ შეთანხმებული.  მე, უფლის დახმარებით, იოლად წავალ აქედან, რადგან ჩემს გულს არ აკავებს არც ვენახები და არც ბაღები, თუმცა ეს იქნება თქვენთვის ზიანის მომტანი, მიუხედავად იმისა, რომ არ დამიდანაშაულებიხართ. მართლაც, უფლის მადლით ბევრი რამ მომიძღვნია თქვენთვის. კურთხევა მქონდა, რომ თქვენთვის სხვა ისეთი სიტყვანი მეთქვა, რომლებიც მე გამამართლებდნენ, თუმცა სულიერმა მოძღვარმა არ უნდა გამოააშკარავოს თავისი ძმების შეცდომები. ყოველმა თქვენგანმა თავის გულში განსაჯოს საკუთარი თავი და იპოვის კიდეც მიზეზს. მე სრულიადაც არ მინდოდა, რომ ამაზე რეაგირება მომეხდინა, დაე, მომხდარიყო ის, რაც იყო უფლის ნება, დაე, განგესაჯეთ და გაგეკეთებინათ ის, რაც გსურდათ. თუმცა გული მატკინა იმან, რომ ვძულვარ ჩემს ძმებსა და მამებს. თქვენო ბრწყინვალება, ხშირად ამბობთ ხოლმე ერთმანეთში: რატომ იღებს უცხოებს, ხოლო ჩვენ კი არ გვიღებს? ამავდროულად კი, უცხოების წინაშე მადანაშაულებთ და ჩემს შეცდომებს ჩამოთვლით. მრავალი შეცდომა მაქვს, რომელთაც ვაღიარებ უფლის წინაშე. მხოლოდ უფალმა იცის ჩემი შეცდომების შესახებ, თუმცა თქვენი უწმინდესობის წინაშე არაფერი შემიცოდავს, რაზეც  ჩემი სინდისი მოწმობს. რაც შეეხება იმას, რაშიც მდებთ ბრალს, თუ  როგორ ვისაუბრე მრავალგზის ეკლესიაში, ამით უპირველეს ყოვლისა მათ, ვინც ფუჭად საუბრობს უფლის ტაძარში, ვუკეტავ პირს, თუმცა არა მაშინ, როდესაც ამის საჭიროება არსებობს. ვიმოწმებ რა ჩემს სინდისს, აღვნიშნავ, რომ მიზეზის გარეშე არასდროს მისაუბრია. სხვა დანარჩენის შესახებ, რასაც ამბობთ, თავადაც უწყით, რადგან მას ისმენთ ჩვენი მეგობრებისაგან, რომელთაც ჩვენ ვუყვარვართ. უფალმა შეუნდოს მათ და შეგვინდოს ჩვენც. ამინ.

შინაარსი
სანიშნეები