წმიდა ბასილი დიდი, გრიგოლი ღმრთისმეტყველი და იოანე ოქროპირი
12 February 2017მართლმადიდებელი ეკლესია 30 იანვრს/12 თებერვალს ზეიმობს წმიდათა შორის მამათა ჩუენთა და დიდთა მღვდელმთავართა – ბასილი დიდის, გრიგოლი ღმრთისმეტყველის და იოანე ოქროპირის ხსენების დღეს.
ვითარცა მოციქულთა თანა მოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.
სამთა უპირატესთა და უდიდესთა მნათობთა, სამ მზეობისა ღმრთაებისათა, რომელთა ყოველი სოფელი შარავანდედითა დოღმატთა საღმრთოთა განანათლებს და თაფლთ-მწოლვარითა მდინარითა სიბრძნისათა, ყოველი სოფელი ცნობისა ღმრთისა ნაკადულითა მორწყეს, ბასილის დიდსა და ღმრთისმეტყველსა გრიგოლის თანა იოანეს ენა ოქროვან წოდებულსა ყოველნი, რომელი სიტყვათა მათთა ტრფიალთ ვართ, მოვედით თანად და გალობად პატივს ვსცემდეთ მათ, რამეთუ ესენი ყოვლადწმიდასა სამებასა ჩვენთვის მარადის ევედრებიან.
სამღვდელოთა და საღმრთოთა ხმითა მქადაგებელთა, და მღვდელმთავართა თავთა, უფალო, კეთილთა შენთაგან მიიღეს განსვენება, რამეთუ შრომანი მათნი და სიკვდილი მიითვალენ უფროს ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთასა მხოლოთ, რომელმან ადიდენ წმიდანი შენი.