Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ზომიერება, შეგნება და სამი მღვდელმთავარი | PEMPTOUSIA

ზომიერება, შეგნება და სამი მღვდელმთავარი

14 February 2017

ა) ყოველ ეპოქაში, სულიერი ადამიანები ეძიებენ ზომიერებას (შუალედს). თუმცა, ამ ზომიერებას არანაირი კავშირი არ აქვს საშუალოობასთან, არამედ იგი გულისხმობს საუკეთესო ხარისხს. ზომიერება გამოიყენება არქიტექტურაში, მუსიკაში, ფილოსოფიაში, ხელოვნებაში და ასევე სხვადასხვა მეცნიერებაში. ამ შემთხვევაში, უფრო საინტერესოა თემის ფილოსოფიურ და თეოლოგიურ კონტექსტში განხილვა, რასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ მოსაზრებასა და უფრო ვრცლად კი, საზოგადოებაზე.

ბ) არისტოტელე განსაზღვრავს სათნოებას (ღირსებას, ზნეობრიობას), როგორც შუალედს, არა მათემატიკური თვალსაზრისით, ანუ რომ 100-ის ნახევარია 50, არამედ პრაქტიკული ფილოსოფიით. შუალედი არის წონასწორობა, რომელიც მდებარეობს გადაჭარბებულისა და ნაკლოვანების უკიდურესობათა შორის. მაგალითად, ბაქიაობა (ტრაბახი) და მეწვრილმანეობა, როგორც უკიდურესი მხარეები ცუდია, მაშინ როდესაც თავმდაბლობა, როგორც მათ შორის არსებული შუალედი, სათნოებაა, ანუ ღირსებაა. ასევე თავხედობასა და სიმხდალეს შორის მდებარეობს სიმამაცე და ვაჟკაცობა, ხოლო წადილსა და ინერტულობას შორის კი არის კეთილგონიერება.

3 ierarxes8yateirwn1

გ) ზომიერება (შუალედი) ეკლესიის პატრისტიკული ტრადიციის მიხედვით აღიქმება, როგორც სათნოება და სრულყოფილება. წმიდა გრიგოლ ღმრთისმეტყველი წერს:  ბოროტებათა შორის მოთავსებულია სათნოება, მსგავსად ვარდისა, რომელიც სასტიკსა და მწვავე ეკლებს შორის იშლება. სხვაგან კი ამბობს: „როდესაც შუალედს ვამბობ, ჭეშმარიტებას ვგულისხმობ“. წმიდა ბასილი დიდიც მიჰყვება რა არისტოტელესეულ მოსაზრებას, შემდეგს გვასწავლის: „შუალედი და სიმეტრია ეს სათნოებაა, ხოლო გადაჭარბებულობასა და ნაკლოვანებას  ასიმეტრიულობისა და სიმახინჯისაკენ მივყავართ“.  თუმცა, წმიდა იოანე ოქროპირი, რომელსაც მიიჩნევენ, როგორც „კიდეგანს“ (უკიდურესს, განაპირას), ყოველთვის ბჭობდა „საკუთარი სარგებლის“ გარეშე და იმედოვნებდა თუნდაც თავისი მდევნელების ხსნას, გამოირჩეოდა რა გადაჭარბებული სიყვარულითა და შურისძიების ნაკლულოვნებით!

დ) თანმიმდევრული ტერმინი თეოლოგიასა და ფუნდამენტურ პასტორალურ პრინციპში არის „ღმრთიური გარჩევა)“, რომელიც როგორც სულის ნათელი თვალი საუკეთესოდ აერთიანებს პიროვნულ და საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას. ის ფაქტი, რომ დაიკარგა ზომიერება მსოფლიო დონეზე, იოლად დასტურდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წლიური ჰუმანური განვითარების ანგარიშით, სადაც აღწერილია კაცობრიობის მდგომარეობა. და შეიძლება ჩვენი ქვეყნები ინტენსიურად განიცდიან კრიზისს, სხვა ქვეყნებში უფრო უარესი მდგომარეობაა, რადგან იქ ბავშვები იღუპებიან სასმელი წყლის, ვაქცინებისა და რძის უქონლობის გამო!

ე) ცხადია ისიც, რომ ზომიერება დაიკარგა ეთნიკურ დონეზეც. იმ უკიდურესობათა მეშვეობით, რაც თავს იჩენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და რასაც იოლად ასახავს ეგრედ წოდებული მედია, რთულია შეინარჩუნო სიფხიზლე, საღი აზრი და ზომიერება. არაზომიერება და უკიდურესობაა გაბატობენული ყველგან. თვით რელიგიურ სივრცეშიც. და ეს იმიტომ ხდება, რომ უკიდურესი ლოგიკა (მიზეზი) აღვიძებს ადამიანის აფექტურ ფონს და მას სურს შთაბეჭდილების მოხდენა. აღძრავს დროებით ინტერესს და წარმოშობს მიმდევრებს. მას არ გააჩნია არსი და არ მოქმედებს აღმზრდელობითად, არამედ – უტილიტარულად და არასწორად.

ვ) როდესაც 1842 წელს, ათენის უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ 30 იანვარი გამოაცხადა ლიტერატურისა და განათლების დღესასწაულად, აშკარად სურდა, რომ თავიდან აგვეცილებინა უახლესი წლების უკიდურესობანი. რადგან რთული ისტორიული ვითარებიდან მოყოლებული დღემდე, ბერძნული ერი, როგორც სხვა ერები განიცდიან თავისებურ კულტურილ გათიშვას, რაც საბერძნეთის შემთხვევაში ძველ საბერძნეთსა და ბიზანტიურ ელადას შორის მერყეობს.

ზ) და რადგანაც – კანონის მიხედვით – როგორც მმართველ კლასს, ისე ბერძნული ინტელიგენციის დიდ ნაწილს სურდა, რომ დაექვეითებინათ განათლებასთან მიმართებაში ჩვენს ხალხში ღრმად ფესვგადგმული ქრისტიანული ტრადიცია და ახალი ბერძნები მიეჩნიათ ძველი ბერძნების პირდაპირ შთამომავლებად, რამაც დღეისათვის არსებულ მრავალ ჩიხამდე მიგვიყვანა. საინტერესოა, თუ დღეს მოქმედ რომელ სკოლაში ისწავლება ნეოპაგანიზმი, თორმეტღმერთიანობა და ბრმა ძალადობა? რომელ სკოლაში ისწავლება ისტორია, რომელიც აღიარებს ნეონიჰილიზმსა და დისკრედიტაციას უწევს ქრისტიანულ ტრადიციას, რომელიც გადაჯაჭვულია ჩვენი ერის ცხოვრებასთან? იქნებ, ბოლოს და ბოლოს საჭიროა გადავხედოთ სამი უდიდესი მღვდელმთავრის გზავნილს, რათა ვიპოვოთ შუალედი?

(გამოცემულია „კვირის მაკედონიის“ მიერ, 2013 წლის 27 იანვარს)

შინაარსი
სანიშნეები