Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
რას გვასწავლის დიდი ხუთშაბათის დღე | PEMPTOUSIA

რას გვასწავლის დიდი ხუთშაბათის დღე

13 April 2017

ახლოვდება ვნების დღე და ღრმა შინაარსისა და თავბრუდამხვევი მოვლენები დრამატული სისწრაფით ვითარდება, ვინაიდან მათი კულმინაცია ახლოვდება.

ჩვენ უკვე ვნახეთ ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო ფაქტი, რომელიც იესო ქრისტეს უკავშირდება. პირველ შემთხვევაში, ერთი ცოდვილი დედაკაცი მიდის უფალ იესო ქრისტესთან და მდაბლად სცემს თაყვანს, ხოლო მეორე შემთხვევაში მისი ერთ-ერთი მოწაფეთაგანი განუდგება მას, შეეკვრება მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს და გასცემს მას.

დედაკაცის საქციელი გვიჩვენებს რომ უფლის ქადაგებამ ნაყოფი გამოიღო, ადამიანები მის სიყვარულსა და მოწყალებაში დაარწმუნა. უფალიც ამჟღავნებს თავის კმაყოფილებას დედაკაცის ამ საქციელის გამო, ღებულობს ამ ძღვენს და კიცხავს თავის მოწაფეებს, რომლებიც მხოლოდ ნაკლოვანებებსა და სისუსტეებს ხედავენ ამ დედაკაცის სულისშემძვრელ ხატში, რომელიც თავის მაცხოვარს სცემს თაყვანს. მეორეს მხრივ, ვხედავთ რომ ადამიანური სისუსტეები მის უახლოეს მოწაფეთა წრესაც შეიპყრობს: მათ, ვისაც თავი მის ყველაზე დიდ მიმდევრად მიაჩნიათ თავიანთი სისუსტე სჯაბნით… ერთი მას გასცემს, მეორე უარჰყოფს. მართლაც უდიდესი გაკვეთილია მათთვის ვისაც საკუთარი თავი რწმენაში ძლიერი ჰგონია და მიაჩნია რომ მზად არის „მოწანააღმდეგეების“ გასაცამტვერებლად.

ჩვენთვის საყურადღებოა ასევე „მოძღვრის“ დიალოგი თავის მოწაფეებთან. ამ საუბრისას უფალი მათ დიდ საიდუმლოებებს გაუმჟღავნებს მისი პიროვნების შესახებ, დედამიწაზე მისი მისიის, მამა ღმერთის, მომავალი ვნების, ცათა სასუფევლის, სულიწმიდის, რომელიც უნდა გარდამოვიდეს და ეკლესიის შესახებ. ასევე მათ ძვირფასი განძის სახით დარიგებებს უტოვებს, თუ როგორ უნდა იცხოვრონ შემდეგში. ბოლოს ყველაზე ძფირფას დანატოვარს ვიღებთ, ე.წ. სამღვდელმთავრო ლოცვას, სადაც უფალი მამა ღმერთს მიმართავს და შეავედრებს თავის სამწყსოს და მის ერთობას, რომელსაც ბეჭდავს ურყევი სიტყვებით „რაჲთა იყვნენ ერთობით“ (იოანე 17:11).

ამ ერთობის მნიშვნელობა საღმრთო ზიარების უზენაეს საიდუმლოშიც აისახება, რომელიც ეკლესიაში აღესრულება: იმისათვის რომ უფალს ეზიარო, საჭიროა ადამიანებთანაც  ერთობაში იყო. თავად უფალი ისე ექცევა იუდას როგორც თავის სხვა მოწაფეებს, მიუხედავად იმისა რომ იცის, რომ იგი გასცემს მას. მისი ამქვეყნიური ცხოვრების დროს ჩადენილი ყველა ქმედება უბიძგებს ადამიანის ბუნებასა და ზნეობას შერიგებისაკენ, ადამიანის იმ პირველქმნილი ხატის წარმოჩენისაკენ, რომელიც სიყვარულისათვის შექმნა უფალმა.

Mystikos Deipnos 34

საჭიროა მხოლოდ, რომ ადამიანმა  ეს უფლის ძღვენი მიიღოს. წმიდა ნიკოლოზ კავასილასის თქმით „არ აქნიოს თავი და არ ჩამოიგდოს ის გვირგვინი, რომელიც მას უფალმა დაადგა თავს“. უნდა მივიდეს სერობაზე თავმდაბლობითა და მოკრძალებით და უნდა ეცადოს ძალა დაატანოს თავს. ბოლოს და ბოლოს თავად უფალი განგვწმენდს, იგი იჩოქებს და ჭუჭყიან ფეხებს გვბანს, რისი გაკეთებაც ჩვენ არ შეგვიძლია.

ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი საქმეებია და არა ჩვენი ნათქვამი: პეტრეს პომპეზური განცხადება ძალიან მალე განქარდა ერთი პატარა გოგონას შეკითხვისთანავე. და პირიქით, ჩუმი თანამყოფობა დედებისა ჯვარცმისას არ საჭიროებდა არანაირ დადასტურებას. მათ ჭეშმარიტად უყვარდათ და მაშინ როცა უფლის მოწაფეები მიმოიფანტნენ და უსაფრთხო თავშესაფრებს შეეფარნენ, ისინი უფალთან დარჩნენ, თვალყურს ადევნებდნენ მოვლენებს, ღირსი შეიქმნენ ეხილათ უფალი მის ტახტზე, ჯვარზე, და ცოტა ხანში მისი აღდგომის პირველი მოწმეებიც შეიქმნენ.

ადამიანთა ერთობის სურვილის გარდა, იესო ქრისტეს სიტყვებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე ნათლად ჩანს ადამიანური სიმტკიცის, განსაკუთრებით რელიგიური მტკიცე რწმენის შერყევა. წმიდა იოანე ოქროპირი,  დღევანდელი დღის შესახებ წარმოთქმულ ქადაგებაში ადასტურებს, რომ მოყვასთან შერიგება უფრო დიდი მსხვერპლია, ვიდრე სამსხვერპლოზე ძღვნის შეწირვა. მოდით, გავიაზროთ ეს, თუ გვსურს რომ მივხვდეთ თუ რატომ ადის ნებით გოლგოთაზე იესო ქრისტე და სკანდალურად, ადამიანთა საზომით, რატომ შეჰყავს ავაზაკი ცათა სასუფეველში.

შინაარსი
სანიშნეები