მიიძინა ბერმა გაბრიელ ვუჩკოვიჩმა – “facebook”-ის ღერონდამ
19 April 2017დიდი ოთხშაბათის საღმოს ღმრთივ მიიძინა არქიმანდრიტმა გაბრიელ ვუჩკოვიჩმა, რომელიც გახლდათ ლეპავინას წმიდა მონასტრის (ხორვატია) წინამძღვარი. იგი ცნობილი იყო ინტერნეტსივრცეში თავისი აქტიურობით, მოფერებით მას – “facebook”-ის ღერონდასაც ეძახდნენ.
დასაფლავება განხორციელდა აღდგომიდან მეორე დღეს, 17 აპრილს, რომელსაც ხელმძღვანელობდა ზაგრების მიტროპოლიტი პორფირე და პაკრაცის ეპისკოპოსი იოანე. მორწმუნეთა დიდი რიცხვი აცილებდა პროცესიას მონასტრის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ლეპავინას სასაფლაომდე, სადღესასწაულო გალობით “ქრისტე აღდგა” სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების სადიდებლად.
საუკუნო ხსენება ღერონდა გაბრიელ!