Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
წმიდა ახალმოწამე და ღირსმოწამე გენადი დიონისელი | PEMPTOUSIA

წმიდა ახალმოწამე და ღირსმოწამე გენადი დიონისელი

20 April 2017

წმიდანი ეწამა კონსტანტინოპოლში 1818  წლის 6 აპრილს

წმიდა ახალმოწამე გენადი მონაზონი გახლდათ ათონის წმიდა მთის დიონისეს წმიდა მონასტერში. მონასტრის იღუმენის მოწოდებით იგი კონსტანტინოპოლში გაემგზავრა. მას თან ორი მონაზონი ახლდა, ბონიფანტე და ევდოკიმე. მათი გამგზავრებისა მიზანი იესო ქრისტეს სარწმუნოების ქადაგება და მოწამეობრივი აღსასრული იყო.

Xarti tis Konstantinoupolis 01

მაგრამ სამწუხაროდ, ღირსი გენადის თანხმლებმა ორმა მონაზონმა ვერ გაუძლო წამების განსაცდელს და მათ უარყვეს ქრისტეს რწმენა. ასევე დაგმეს გენადი, როგორც მიზეზი მათი მოგზაურობისა, რამაც ისინი წამებამდეც კი მიიყვანა.

მაშინ თურქებმა შეიპყრეს წმიდანი, საპყრობილეში გამოკეტეს და დაიწყეს მისი სასტიკად წამება, რათა გენადისაც უარი ეთქვა ქრისტეს რწმენაზე.

რადგანაც  ბოლომდე ურყევი აღმოჩნდა წმიდანის რწმენა, თურქებმა მას თავი მოჰკვეთეს.

Xarti tis Konstantinoupolis 02

ამგვარად წმიდა გენადი მის თანამგზავრთა ნაცვლადაც ეწამა და მოწამეობრივი აღსასრულის ღირსი შეიქმნა.

 

შინაარსი
სანიშნეები