წმიდა მენელსაცხებელ დედათა, მართლისა იოსებ არიმათიელისა და ნიკოდიმოსისა
30 April 2017მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომიდან მესამე კვირას დღესასწაულობს წმ. მენელსაცხებლე დედათა – მარიამ მაგდალინელის, მარიამ კლეოპასი, სალომესი, იოანასი, მართასი და მარიამისა, სუსანასი და სხვათა, მართლისა იოსებ არიმათიელის და ნიკოდიმოსის და კეთილმორწმუნე ქართველთა მეფის თამარის ხსენების დღეს.
რაჟამს შთახედ საფლავად ცხოვრებაჲ ეგე უკვდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე ელჳთა მით ღმრთაებისა შენისათა, ხოლო რაჟამს მკვდარნი ქვესკნელით აღმოიყვანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდნენ: ცხოვრების მომცემელო ქრისტე ღმერთო დიდებაჲ შენდა.
შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხწრწნელი გვამი შენი, ქრისტე და არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა, სუნელებითა შემურვილი, ახლსა საფლავსა დაგდვა, არამედ ხმავყოფთ, ვითარმედ აღსდგა უფალი და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ.
მენელსაცხებელთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა: ნელსაცხებელი მოკვდავთათვის სახმარ არს, ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხო იქმნა, არამედ ხმავყოფთ, ვითარმედ აღსდგა უფალი და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ.
ნელსაცხებელის მიმღებელთა გიხაროდენ მიაგებე და გოდებაჲ პირველისა დედისა ევასი სიხარულად გარდასცვალე აღდგომითა შენითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მოციქულთა ხარებაჲ უბრძანე, ხოლო იგინი ხმობდეს: მხსნელი ჩუენი აღსდგა საფლავისაგან.