Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ხილანდარის წმიდა მონასტერი | PEMPTOUSIA

ხილანდარის წმიდა მონასტერი

5 June 2017

მონასტერი მეათე საუკუნის ბოლოს დაარსდა. 1198 წელს იმპერატორ ალექსი III ბრძანებით მონასტერი მმართველობაში გადაეცა სტეფანე ნემანსა და მის ვაჟს, რომლებიც მაშინ ვატოპედის მონასტერში სვიმეონისა და საბას სახელებით მოღვაწეობდნენ. მას შემდეგ მონასტერი სერბი ხალხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სულიერი ცენტრია. მონასტრის დღევანდელი კათოლიკონი (მთავარი, საკრებულო ტაძარი) ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობისაა, რომელიც 1293 წელს აშენდა. მონასტერი 1319-1320 წლებში მოიხატა. ტაძარშივეა მისივე აღმშენებლის წმიდა სვიმეონ მირონმდინარეს საფლავიც. სატრაპეზოც 1293 წელს არის აშენებული და მოხატულია გეორგი მიტრიფანოვიჩის მიერ (1623), შემორჩენილია ასევე მეთოთხმეტე საუკუნის მოხატულობათა ფრაგმენტებიც. მონასტერში არსებულ მრავალ სიწმინდეთაგან აღსანიშნავია ყოვლადწმიდა  ღმრთისმშობლის ხატები „ტრიხერუსა“ ანუ „სამხელა“,  „პაპადიკი“, „აკათისტოს“ ანუ „დაუჯდომლის“ და მოზაიკური ხატი „ოდიგიტრია“ იგივე  „გზის მაჩვენებელი“.  ხილანდარის მონასტერს ისტორიულად მიეკუთვნება „ტიპიკარიოს“ და „მოლივდოკლისიის“ სახელით ცნობილი კელიები, რომლებიც კარიესის მახლობლად მდებარეობენ.

შინაარსი
სანიშნეები