Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ღირსი პაისი მთაწმიდელი | PEMPTOUSIA

ღირსი პაისი მთაწმიდელი

10 August 2017

გთავაზობთ ლიმასოლის მიტროპოლიტის, მეუფე ათანასე საუბრის ტექსტურ ვარიანტს, სადაც იგი საუბრობს თანამედროვეობის უდიდეს წმიდანზე, მამა პაისი მთაწმიდელზე. მიტროპოლიტი ყურადღებას ამახვილებს წმიდანის სათნო ასკეტურ ცხოვრებასა და მის უსაზღვრო სიყვარულზე ღმრთისა და ადამიანის მიმართ.

„… მინდა მცირეოდენი რამ გითხრათ, რადგან ვგრძნობ აუცილებელია ამ თემაზე საუბარი. სულ ახალი მოვლენაა ჩვენი ღირსი მამის პაისი მთაწმიდელის წმიდანობის განსაკუთრებული გამოვლინება. ღერონდა იქცა წმიდანად, თავისი სიცოცხლის განმავლობაში იშრომა, როდესაც გარდაიცვალა კვლავ დაუბრუნდა ღმრთიურ საწყისს, თუმცა ყოველივე ამისათვის მას დიდება არ მოუპოვებია. იმისათვის რომ გაიაზროთ, თუ რა არის ეკლესია და რას ნიშნავს ის, რასაც ქვია იესო ქრისტე, როგორც ეს მოციქულებთანაა აღნიშნული: „რასაც შეჰკრავ დედამიწაზე, ზეცაშიც შეკრული იქნება, ხოლო რასაც გახსნი დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც“ (მათე, 16.19), ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგს: წმიდანმა ღმრთიური მადლი თავისი ღვაწლით, უფლის თანაგრძნობითა და მოწყალებით მოიპოვა, თუმცა მაშინ როდესაც მამა პაისი წმიდანად აღიარა ჩვენმა წმიდა ეკლესიამ და ამჯერად ყველამ გაიგო მისი როგორც წმიდანის, უკვე ოფიციალური ცნობა,  უდიდესმა მადლმა მოიცვა მთელი მოსახლეობა და ამას ვამბობ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. ერთგვარი ხსნა გაჩნდა ადამიანების სულში. მოდიოდნენ ჩემთან უბრალო ქალები. ერთმა ქალმა ისიც კი მითხრა: მამაო, ერთი საათის განმავლობაში  ვტიროდი, როდესაც გავიგე, რომ მამა პაისი წმიდანად შერაცხეს. ეს ქალი არც იცნობდა მამა პაისს, მიუხედავად ამისა ცხარე ცრემლით ტიროდა. მთელი მოსახლეობა: ბებიები და ბაბუები, მონაზვნები და ბერები დიდმა სიხარულმა და მადლმა მოიცვა. ასევე მოხდა ღერონდა პორფირის წმიდანად შერაცხვის დროსაც. ყველა წმიდანს უფალი განსაკუთრებულ მადლს ანიჭებს. ღმრთისმოსავ ხალხში ასეთი გამოძახილი ამხნევებს მოსახლეობას. აღარაფერს ვიტყვი, თუ რა ხდებოდა მის მონასტერში. მივიდნენ იქ ძმები, რომელთაც არაფერი იცოდნენ ამის შესახებ. ტელეფონით დარეკეს და ეკითხებოდნენ, რაღაც გავიგეთ და მართალია? ყველა ჩვენგანი ეიფორიაში ვიყავით. მაგალითად გუშინ, კვირა დღეს, 5 000 კაცი მივიდა მოსალოცად მამა პაისის საფლავზე. ხალხი მიდის თვითმფრინავებით – რუსეთიდან, რუმინეთიდან, საქართველოდან, ყოველი მხრიდან, ამერიკიდანაც კი. დიდი მადლი იღვრება ამ წმიდანის შემწეობით, თითქოსდა გაიხსნა ცის სარტყელი და იქიდან ჩანჩქერივით მოედინება მადლი ღვთისა. ყოველივე ეს არ არის უცნაური, რადგან მამა პაისი ჩვენი ეკლესიის უდიდესი წმიდანია, რომელსაც უფლისაგან დიდი მადლი მიენიჭა. ჩვენთვისაც მამებო, ეს განსაკუთრებული კურთხევაა, არა იმიტომ რომ ვქედმაღლობთ, არაფერი გვაქვს საამისო, რადგან არაფერს წარმოვედგენთ, არამედ იმიტომ რომ ზურგს უკან ასეთი წმიდა ადამიანები გვყვავს, რომელთაც ვიცნობდით, რომელნიც სიცოცხლეში გვინახავს, მათი საუბარი მოგვისმენია. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი ცხოვრება არ ჰგავს მათ ცხოვრებას, თუმცა ვალდებულნი ვართ ვეწამოთ იმისთვის, რაც ვნახეთ, რაც მოვისმინეთ, ამიტომაც ვგრძნობთ, რომ ჩვენი სინოდია, ჩვენი საძმო, ჩვენს წმიდა მამა იოსებ ისიქასტთან ერთად  და მის მორჩილთა მთელ წმიდა გუნდთან, რომელნიც ასევე იდგნენ მაღალ საფეხურზე, ხოლო ჩვენი უფალი კი, რა თქმა უნდა, შეიცნობს ყოველი ადამიანის საზომს, რომელთაც ჩვენ გადმოგვაბარეს მონაზვნური ცხოვრება. თქვენთვის მრავალჯერ მითქვამს, რომ არაფერი გამიკეთებია მხოლოდ ჩემით, ყოველ შემთხვევაში ან ამ საძმოს ან სხვათა ორგანიზების საქმეში. როდესაც აქ მოვედით, თითქმის არაფერი დაგვხვდა, თუმცა ის, რაც მქონდა ნანახი ჩემს სულიერ მოძღვრებთან, ის რაც მქონდა მათგან ნასწავლი, ან მათგან გაგონილი, სწორედ ის გამოვიყენე ჩვენი ძმობის დაარსებისა და განმტიცების საქმეში. სულ მცირე, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი მამების ტრადიციების დაცვაა. რადგან არც ჩემი ასაკი, არც ჩემი გამოცდილება არ იყო საკმარისი მონასტრული საძმოს დაარსებისა და განმტკიცებისათვის.

მამებო, როგორც ადრეც აღვნიშნე, არ არის საკმარისი მხოლოდ იმის თქმა, რომ ვართ აბრაამის შვილები, არამედ აბრაამის საქმენიც უნდა ვაკეთოდ. შესაბამისად, მხოლოდ ის, რომ ვიცნობდით მამა პაისს და ვუსმენდით მას და ა.შ., რაც შეიძლება გარეგნულად ჩანდეს მშვენივრად და რომანტიკულად, მაგრამ უფლის წინაშე ეს დიდი და მძიმე პასუხისმგებლობაცაა. როგორც ჩემთვის, რომელმაც უნდა გადმოგცეთ ყველაფერი ის, რაც ვნახე და მოვისმინე, ისე თქვენთვისაც. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი წმინდა მამების სიტყვები და გზები. რა თქმა უნდა, მე აღარ მოვყვები მამა პაისის ცხოვრებას, რადგან ის თქვენც კარგად იცით, მოისმინეთ ასევე გუშინ რომ მალე გამოიცემა სუროტის მონასტრის დედების მიერ დაწერილი წიგნი ღერონდას ცხოვრებაზე, გამოიცემა ასევე სხვა წიგნებიც, რომლებიც გადმოსცემენ მამა პაისის მთელს სულიერებას. ყველა ჩვენგანი უნდა ვეწამოთ იმისათვის, რაც ვნახეთ და მოვისმინეთ და რასაც წავიკითხავთ. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მე ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ამით მსურს ჩემს თავს დიდება მოვუპოვო, რომ მე ვიცნობდი მამა პაისს. რა თქმა უნდა, შეიძლება რომ ადამიანებმა ასე იფიქონ, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ მე ერთადერთი არა ვარ, ვინც მას იცნობდა. კიდევ უამრავი მამა იცნობდა მას. თუმცა მეორე მხრივ, არ შემიძლია დავმალო ის ფაქტი, რომ მე მას ვიცნობდი, რადგან ვგრძნობ პასუხისმგებლობას ეკლესიის წინაშე და ღმრთის ხალხის წინაშე, რადგან მე უნდა ვეწამო იმისათვის, რაც ვნახე და რაც გამოვცადე. აღვნიშნავ იმასაც, რომ ჩემი ცხოვრება არ გავს მამა პაისის ცხოვრებას და მხოლოდ ხუმრობით ხალხის გასაცინებლად თუ შემიძლია ვთქვა, რომ მე ღერონდა პაისს ვგავარ.

მცირე სიტყვით აღვნიშნოთ, თუ რაში მდგომარეობს აზრი, რომელიც ჩვენ – ადამიანებს დაგვიტოვა ღირსმა პაისმა. ის რომ ასკეტურ ცხოვრებაში არავის შეუძლია მის სიმაღლემდე ასვლა, ნათელია. ამ დღეებში, როცა მეც ვავადმყოფობდი, ვფიქრობდი ჩემთვის, რომ მქონდა საწოლი, სითბო, მყავდა ექიმი, შემეძლო ტკივილგამაყუჩებლის დალევა. ღერონდა კი, რომელსაც ჯანმრთელობის მხრივ უსაზღვრო პრობლემები ჰქონდა, მარტოდმატრო იტანჯებოდა უკაცრიელ ადგილას. იგი თავიდანვე ებრძოდა ავადმყოფობებს, სრულიად მარტოდმარტო, მაგრამ ტკივილს არაფრით არ იმსუბუქებდა.

ის, რაც მამა პაისს ახასიათებდა, იყო დიდსულოვნება. იგი სულგრძელი ადამიანი იყო. მონაზვნურ ცხოვრებას მისთვის ნამდვილად სულიერი მნიშვნელობა ჰქონდა. ლოცვა, ჭვრეტა, სიმშვიდე, მოთმინება… ყოველივე ეს, ანუ სულიერი საკვები და ცხოვრების წესი, რასაც მისდევდა, ღერონდას სიამოვნებას ანიჭებდა. როდესაც მოგვიანებით, უფალმა იგი მოიხმო უფრო ხალხმრავალ ადგილას, მამა პაისს კვლავ ჰქონდა უწყვეტი კავშირი ღმერთთან. ღერონდას დიდი სიყვარული ჰქონდა ასევე ხალხის მიმართ, მათ არ უგულებელყოფდა, პირიქით, ყოველ გულნატკენ ადამიანს, ვინც კი მის ახლოს მიდიოდა, დიდი სიყვარულით ხვდებოდა. ის, რაც ჩვენ, მონაზვნებს გვასწავლა, ეს არის რომ ყოველთვის ვიყოთ ყურადღებიანნი და დავიცვათ სიზუსტე ჩვენს მონაზვნურ ვალდებულებებში. მას არ სურდა, რომ ჩვენ დავმსგავსებოდით მანქანებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მექანიკურად ასრულებენ ვალდებულებებს. ძალიან სწუხდა, როდესაც ხედავდა, რომ მონაზვნები გადაჭარბებულად კავდებოდნენ ხელსაქმით, ბაღით, სხვადასხვა საქმით, ტრაქტორით, საბედნიეროდ, იგი ვერ მოესწრო მობილური ტელეფონების ეპოქას. იგი არ იღებდა არაფერს ამის მსგავსს, არა იმიტომ რომ ჩამორჩენილი ადამიანი იყო, არამედ სწამდა, რომ მონაზონი უნდა იცავდეს სიმშვიდეს, როგორც თავის შინაგან სიმშვიდეს, ისე – გარეგან სიმშვიდესაც. მას არ მოსწონდა, როდესაც ხედავდა მონაზვნებს, რომლებიც გამუდმებით კითხვებს სვამდნენ, ან როდესაც მონაზვნები ამქვეყნიური საქმეებით იყვნენ დაკავებულნი. მაშინვე დამწუხრდებოდა ხოლმე ამის შემხედვარე, რადგან სწამდა რომ მონაზონს თავის საკვებად, სიხარულისა და სიამოვნების წყაროდ უფლის საქმენი და ლოცვა უნდა ჰქონდეს. იგი გამუდმებით უნდა ფიქრობდეს ღმერთზე. ჩვენც და ასევე სხვა მამებსაც სწორედ ამას გვასწავლიდა ღერონდა გამუდმებით.

მამა პაისი დიდ ყურადღებას აქცევდა სულიერი ცხოვრების შედეგს. ვთქვათ, კარგი ასრულებ შენს კანონს, ლოცულობ, ა.შ. და ა.შ., მაგრამ ყოველივე ამას აქვს ერთი შედეგი და ეს შედეგი შემდეგია: უნდა იქცე ქრისტეს მსგავს ადამიანად, ანუ ისეთ ადამიანად, როგორადაც ჩვენ თავდაპირველად შეგვქმნა ღმერთმა. ხშირად ამის ნათელსაყოფად მოჰყავდა ხოლმე მაგალითები, ზოგჯერ მეც გეუბნებით ხოლმე თქვენ ზოგიერთ მათგანს. რა შედეგი აქვთ მამებს? ვთქვათ დაესწრნენ ღმრთისმსახურებას დღეში რამდენჯერმე. ამ ყოველივემ ადამიანის სულზეც უნდა მოახდინოს გავლენა, უნდა ჰქონდეს შედეგი.  თუკი მე ცუდად ვესაუბრები, ვეკინკლავები ან უხეშად ვპასუხობ ჩემს გვერდით მდგომს, მაშინ რაღაც არ მიდის კარგად. როგორც მაგალითად მე, რომელმაც გავიკეთე ოპერაცია იმისათვის რომ კარგად გავმხდარიყავი, თუმცა სინამდვილეში პირიქით მოხდა, უარესი ტკივილები მაქვს, ვიტანჯები და ა.შ. ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც არასწორად გაკეთდა. ზუსტად ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც. იმისათვის მოვედით მონასტერში, რომ სულიერად გავჯანსაღდეთ, რადგან ყველა ჩვენგანი ვატარებთ ძველ ადამიანს ჩვენში, ვატარებთ ჩვენს მემკვიდრეობას, ვატარებთ როგორც ჩვენს ნაკლს, ისე ჩვენს დადებით თვისებებს. როდესაც ვხედავთ, რომ არ გამოვჯანმრთელდით, ეს იმას ნიშნავს რომ რაღაც არასწორად ხდება. გუშინაც აღვნიშნე, თუმცა არ ვიცი  გააცნობიერეთ თუ არა რისი თქმა მინდოდა, როდესაც მოვყევი იმ ამბავზე, რომელმაც ათონიადის ერთი პატარა მოწაფის გამო სინანული გამოიწვია მამა პაისში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი, დაუკვირდით. ღერონდა მაშინ სამოცი წლის იქნებოდა, როდესაც ეს ამბავი მოხდა. იგი ეჩხუბა ერთ მოწაფეს, რომელიც ღამე თოვლსა და სიცივეში მივიდა ღმრთისმსახურებაზე ათონიადის ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე. ეს სახუმარო არ არის, რადგან ათონის მთაზე ღამით შეიძლება ტყეში დაიკარგო, მით უმეტეს როცა თოვს. მამა პაისი ძალიან მკაცრად ელაპარაკა მას, თუმცა ამის შემდეგ როდესაც საზიარებლად წავიდა, ზიარების წინ მეტანიები შეასრულა. მას ეს უბრალოდ შოუსთვის არ გაუკეთებია, არამედ მართლა შეაწუხა იმან, რომ ასე მკაცრად გაუწყრა მოწაფეს. ჩვენ ძალიან ხშირად უხეშად ვპასუხობთ ერთი მეორეს, ცუდ განწყობაზე ვართ, ჩვენს სურვილებს ვასრულებთ და ამით ვამწუხრებთ ჩვენს ძმებს. და იცით თქვენ მამებო, რომ სწორედ ასეთი წვრილმანები, რაც გარეგნულად ჩანს როგორც წვრილმანი, გამოააშკარავებს წმიდანებს? სხვა შედარებით მნიშვნელოვანი ყველა ჩვენგანს აქვს: არ ვმრუშობთ, რისგანაც რა თქმა უნდა, უფალი გვიფარავს, არ ვკლავთ, არ ვიპარავთ, არ ვძარცვავთ. ეს დადებითი ყველა ჩვენგანს გვაქვს. ეს ქონდა მამა პაისსაც და სხვა დანარჩენიც, რამაც ის წმიდანად აქცია. ეს წვრილმანები, ეს ყურადღება პატარა მოვლენების მიმართ, სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანია.

ყველაფერს, რასაც მამა პაისი აკეთებდა, აკეთებდა დიდი სიხარულით. მახსოვს, როდესაც მან კელია ააგო იმისათვის რომ იქ ეცხოვრა. იგი სიხარულით სავსე, გახარებული ადამიანი იყო. არ იყო სულმოკლე. და რატომ იყო გახარებული, იმიტომ რომ იყო თავმდაბალი და არ ჰქონდა სურვილები. ძალიან ხშირად მიწყენინებია მისთვის. და არა მარტო მე. ბევრი ისეთი მამა იყო, რომელიც მას ან ვერ უგებდა, ან სძულდა ღერონდა რაიმე მიზეზის გამო. ერთხელ მაგალითად ვიღაცამ მის კელიას ცეცხლიც კი წაუკიდა. მამა პაისმა რა თქმა უნდა იცოდა, თუ ვინ იყო ამის გამკეთებელი, მაგრამ ამის შესახებ არაფერი უთქვამს. ხშირად მე ჩემი თვალით მინახავს, როგორ ირონიულად ესაუბრებოდნენ მას მონაზვნები ან სიძულვილით საუბრობდნენ მასზე მამები. მამა პაისს, რა თქმა უნდა, ყოველივე ეს აწუხებდა, როგორც ადამიანი არ იყო კარგ მდგომარეობაში, რადგან ძალიან მგრძნობიარე იყო, მიუხედავად ამისა ქრისტესმიერი სიყვარულით უყვარდა ყველა და მუდმივ კავშირში იყო ღმერთთან. ჩვენი ღერონდა მამა იოსები, მიუხედავად იმისა რომ უფროსი იყო მამა პაისზე, დიდ პატივს სცემდა მას და აღიარებდა მის სიბრძნეს, მოსაზრებებსა და განსაკუთრებულ მადლს.

ბევრი რამის თქმა შეიძლება კიდევ მამა პაისზე, მამებო, მაგრამ ის, რაც მინდა გითხრათ, არის შემდეგი: რომ შეიგრძნოთ წმიდა პაისი, როგორც ჩვენი მამა, რომ ის ჩვენთან ერთადაა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. იგი ჩვენი მამაა, ჩვენი ძმაა, ჩვენთან ერთადაა თავისი ლოცვა-კურთხევით, თუკი ჩვენც შევეცდებით გავაკეთოთ ის, რასაც მამა პაისი გვასწავლიდა. რადგან, თუკი არ გავაკეთებთ იმას, რაც გვასწავლა, არაფერს გვარგებს ის, რომ მას სიცოცხლეში ვიცნობდით. ვინც მას მიბაძავს, ან მიჰყვება მის სწავლებას, არ აქვს მნიშვნელობა იცნობდა თუ არა პირადად ცხოვრებაში, რადგან მას გაიცნობს საქმით, შესაბამისად, ექნება მისი ლოცვა-კურთხევაც, ამიტომაც კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ რასაც გვასწავლიდნენ ჩვენი სულიერი მოძღვრები, იმასვე ღაღადებდა მამა პაისი –  გვიყვარდეს ღმერთი, ვიყოთ სიხარულით სავსენი, არ ვიყოთ სულმოკლე ადამიანები, ვძლიოთ ჩვენს ეგოიზმს. ეგოისტი ადამიანი არ არის თავმდაბალი. თავმდაბალი ადამიანი თავის მოვალეობას ასრულებს, ხოლო როდესაც განსაცდელში აღმოჩნდება, მას ადვილად და მშვიდად დაძლევს. ნერვიული აშლილობა და გაღიზიანება ეს ძალიან ცუდია, ამ დროს უხეშად ველაპარაკებით გვერდზე მდგომს, არა გვაქვს სითბო და სიმშვიდე. ყოველივე ამის დაძლევა არ არის წმიდანობის საზომი, არამედ ყოველდღიური საზომია ჩვეულებრივი ადამიანისა.  ჩვენ ყველა ადამიანები ვართ და ზოგჯერ რაღაცების გაკეთება არ შეგვიძლია, ვერ ვასწრებთ, ვერ ვახერხებთ, ხანდახან წამოგვცდება ცუდი სიტყვა ან სიუხეშე, მაგრამ სინანული მაინც უნდა ვისწავლოთ. უნდა ვისწავლოთ ბოდიშის მოხდა უფლისა და ადამიანის წინაშე. არ არის საკმარისი მხოლოდ ღმერთთან აღიარო შეცოდება, არამედ იმ ძმასთანაც უნდა აღიარო, ვინც გაამწარე, დაამწუხრე, ცუდად მოექეცი. გახსოვდეთ, რომ ღმრთის მადლი არ მოდის პირდაპირ ზეციდან, არამედ – ჩვენს გვერდზე მდგომის გავლით. თუ უბოძებ შენს ძმას სიყვარულს, სამაგიეროდ მიიღებ უფლის სიყვარულს. თუკი არ გიყვარს შენი ძმა, ნუ იტყვი რომ გიყვარს ღმერთი. თუკი სიყვარულით არ ექცევი ძმას, ნუ ეძებ ღმრთის სიყვარულს. ამიტომაც უნდა ვიყოთ მუდმივად თანმიმდევრულნი და ვმადლობდეთ ღმერთს, რომ გვერდით გვყვავს ასეთი წმიდა მამები, რომლებმაც გაგვიკვალეს გზა. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ როგორც სინოდიას, როგორც საძმოს, გვაქვს დიდი პასუხისმგებლობაც – ჩვენ უნდა დავიცვათ და შევასრულოთ ის, რაც ვიხილეთ და ის, რაც მოვისმინეთ. რთულ ეპოქაში გვიხდება ცხოვრება. ხედავთ რომ ყველა თანამედროვე წმიდანი მონასტრული საზოგადოებიდანაა? მათ სიხარულით გაიარეს ეს გზა. მონაზონს არ უნდა შურდეს ამქვეყნიური ცოდვის. მის სულში არ უნდა რჩებოდეს ცოდვის ადგილი. ამიტომ ამბობდნენ ხოლმე, როცა რაიმე გაკლია, ესე იგი იესო ქრისტე გაკლია“.

შინაარსი
სანიშნეები