Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
დადება პატიოსნისა სარტყელისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა | PEMPTOUSIA

დადება პატიოსნისა სარტყელისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა

13 September 2017

31 აგვისტოს / 13 სექტემბერს ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში დიდი ზეიმით აღინიშნება სავანის ერთ–ერთი მთავარი დღესასწაული – ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის  წმიდა და პატიოსანი სარტყელის დღე. აქ უკვე რამდენიმე საუკუნეა დიდი მოწიწებით ინახავენ ამ წმიდა რელიქვიას.

ღმრთისმშობელო ქალწულო, კაცთა მფარველო, სამოსელო და სარტყელო უხრწნელისა გვამისა შენისა მტკიცედ მცველად მოსცენ ქალაქსა შენსა, რომელნი იგი უთესლოსა მის შობისა შენისა მიერ განუხრწნელად გიან მარადის, რამეთუ შენ ზედა გონებანი მოუძლურდეს და ჟამნიცა, ამისთჳს გევედრებით: მშვიდობა სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

ღმრთის შემწყნარებელი მუცელი შენი, ღმრთისმშობელო, რომელი შეიცვა პატიოსანმან სარტყელმან შენმან, არს სიმტკიცე ქალაქისა შენისა უბრძოლველისა, და საუნჯე კეთილთა მოუკლებელი, მხოლოო მშობელო, მარადის ქალწულო.

პატიოსნისა სარტყელისა შენისა დადებასა დღესასწაულობს დღეს ტაძარი შენი, ყოვლად საგალობელო, და ლმობიერად გიხმობს შენ: გიხაროდენ ქალწულო, ქრისტიანეთა სიქადულო.

Kytion Timias Zonis 89

შინაარსი
სანიშნეები