Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
წმიდა პავლეს წმიდა მონასტერი | PEMPTOUSIA

წმიდა პავლეს წმიდა მონასტერი

27 October 2017

მონასტერი დაარსებულია 980 წლამდე ცოტა ხნით ადრე. მას წმიდა პავლეს ან ქსიროპოტამის მონასტერი ეწოდებოდა. მისი დამაარსებელი, როგორც ჩანს, იყო სახელგანთქმული მონაზონი პავლე, რომელმაც ასევე დააარსა წმინდა ნიკიფორეს მონასტერი. ამ უკანასკნელს აგრეთვე უწოდებდნენ (და ახლაც ეწოდება) ქსიროპოტამის მონასტერს. მე-14 საუკუნეში იგი ქსიროპოტამის მონასტრის კელიად გადაკეთდა და დაახლოებით 1370 წელს კვლავ მონასტრების რიგს დაუბრუნდა. მონასტრის დიდი ქველმოქმედი გახლდათ სერბულ-ბერძნული წარმოშობის პრინცესა მარია, სულთან მურად მეორის მეუღლე და მუჰამედ დამპყრობლის (პორფიტის) დედა. მონასტრის კათოლიკონი (მთავარი, საკრებულო ტაძარი) უფლის მირქმის სახელობისაა, აგებულია 1839-1844 წლებს შორის და წარმოადგენს თანამედროვე ბერძნული ტაძრების სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშს, რომელიც აკადემიური არქიტექტურის დანერგვამდე იყო გავრცელებული. მისი მარმარილოს კანკელი ერთ-ერთი პირველი ნამუშევარია იმ დიდი მაშტაბის მარმარილოს ქმნილებებს შორის, რომლებსაც ათონის წმიდა მთაზე მე-19 საუკუნის განმავლობაში ამუშავებდნენ მარმარილოს ოსტატები კუნძული ტინოსიდან. წმიდა გიორგის ეკვდერი შემკულია 1555 წლის ფრესკებით. მონასტრის უდიდეს რელიკვიებს შორისაა ის საჩუქრები, რომლებიც მოგვებმა ქრისტეს მიართვეს (რაც ჩვენ მიერ ზემოთ მოხსენიებული მარიას მიერ მონასტრისადმი შემოწირულობებს წარმოადგენს). ასევე მნიშვნელოვანი რელიკვიაა ხეზე ნაკვეთი ჯვარი, რომელზეც ამოტვიფრულია მინიატურული მხატვრული გამოსახულებანი. წმიდა პავლეს მონასტრის მფარველობის ქვეშ იმყოფება ახალი სკიტი და  ლაკოსის სკიტი.

I.M.Agiou Pavlou 100I.M.Agiou Pavlou 105

შინაარსი
სანიშნეები