წმიდა ქალაქი მესოლოღი ეგებება პატიოსან სარტყელს
20 November 2017დიდი სითბოთი, სიყვარულით და განსაკუთრებული პატივით შეეგება ეტოლიასა და აკარნანიას ეპარქია 2017 წლის 19 ნოემბერს წმიდა და პატიოსან სარტყელს. წმიდა ქალაქი მესოლოღი იყო ამ დიდი პატივის ღირსი, სადაც ვატოპედის წმიდა და დიდი სავანიდან მობრძანდა ეს უდიდესი სიწმინდე.
წმიდა სარტყელი სადღესასწაულო, სალიტანიო პატივით დაბრძანდა წმიდა სპირიდონის საკათედრო ტაძარში. დოქსოლოგია და მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა მაღალყოვლადუსამღვდელოესმა კოზმამ, რომელმაც ძმური პატივით მიიღო ვატოპედის სავანის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრები თავის საძმოსთან ერთად.
მესოლოღის წმიდა ქალაქში პატიოსანი სარტყელი დაბრძანებული იქნება 22 ნოემბრამდე, საიდანაც გადაბრძანდება აღრინიოში და გაჩერდება 25 ნოემბრამდე.