Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ღირსი პაისი მთაწმიდელი ზიარებამდე მარხვის შენახვის აუცილებლობაზე | PEMPTOUSIA

ღირსი პაისი მთაწმიდელი ზიარებამდე მარხვის შენახვის აუცილებლობაზე

23 December 2017

ღირსი პაისი მთაწმიდელის წერილი თავისი სულიერი შვილის მიმართ

სტომიუს წმიდა მონასტერი, 16-11-60 (?)

ჩემო ქრისტესმიერო ძმაო პ., უფლის მიერ იხარე სამარადჟამოდ. მივიღე თქვენი წერილი, თუმცა პასუხი მაშინვე არ მომიწერია. აზრად მქონდა საქმის გამო იოანინაში ჩამოსვლა და ვფიქრობდი, საშუალება მომეცემოდა და პირადად გნახავდი. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე და სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე, რომ კარგი იქნებოდა ცოტა რამ მომეწერა თქვენს წერილში თქვენს მიერ  მოხსენიებული მაკრაკის შესახებ. რა თქმა უნდა, მაკრაკის მე არ ვიცნობდი, თუმცაღა მსმენია მის საშინელ ცდომილებათა შესახებ. ბევრს არც მის მიმდევრებს (ანუ დანარჩენ ცდომილებს) ვიცნობ, თუმცა მათ შორისაა ბატონი ხ.კ., რომლის შესახებაც აღნიშნავს ჟურნალი „ათონის მთის ბიბლიოთეკა“ („აღიორიტიკი ვივლიოთიკი“), სადაც მას მკაცრად აკრიტიკებს მამა ფილოთეოზ ზერვაკოსი. ჩემო ძმებო, გარდა იმისა რომ ღმრთაებრივი ზიარების შესახებ არსებული საკითხის ირგვლივ წარმოიშვა დიდი სკანდალი, კერძოდ კი, ის, რომ მას სურდა ყოველდღიურად მიეღო ზიარება, მიუხედავად იმისა რომ მიირთმევდა ხორცს, მინდა გაცნობოთ ასევე მისი სხვა ცდომილების შესახებაც: მას შეუსრულებია ლოცვა ერთ-ერთ სასტუმროში, იმისათვის რომ რომელიღაც უცხოელისათვის უფალს გაენათებინა გონება და ლოცვა დაუწყია შემდეგი სიტყვებით: „კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი ყოვლადვე აწ და…“. უცხოელს მისთვის უკითხავს: „ალბათ თქვენ მღვდელი ბრძანდებით“? ხოლო მას კი უპასუხნია: „და ვინ არის მღვდელი? და რა არის ეკლესია? მე ჩემ თავს ანგელოზად შევიგრძნობ და ა.შ.“ მაშინ როდესაც ჩვენ, მონაზვნები, რომლებიც ანგელოზური სქემით ვართ შემოსილნი, ვიწყებთ ამგვარად: „ლოვცითა წმიდათა მამათა ჩუენთაითა“, ისინი იწყებენ ამ სიტყვებით: „კურთხეულ არს ღმერთი“, თავს უფრო აღმატებულად შეიგრძნობენ და ა.შ.

რაც შეეხება სხვა საკითხს, რომლის შესახებაც მწერდით, რომ თითქოსდა წმიდა კანონები არაფერს გვაუწყებენ იმის შესახებ, რომ აუცილებელია მარხვა საღმრთო ზიარების მიღების წინ, რაშიც ეჭვი არ მეპარება, თუმცაღა წმიდა კანონები გვაუწყებენ ერთგვარ მომზადებაზე. რა მომზადება უბრძანა ღმერთმა მოსეს, როდესაც მისგან უნდა მიეღო ცნებები?  სხვადასხვა მომზადებასთან ერთად, განა არ უბრძანა უფალმა მოსეს მარხვა?

როდესაც შეიქმნა წმიდა კანონები, იმ ხანად ჯერ კიდევ შუა მოწამეობის პერიოდი იყო, ამიტომაც წმიდა მამებს მარხვა არ დაუწესებიათ, რადგანაც ელოდებოდნენ თავის რიგს ქრისტიან მოწამეთა შორის, თუმცაღა არ იცოდნენ, რომ ეს რომელ დღეს მოხდებოდა. სწორედ ამან განაპირობა მარხვის არ დაწესება, რადგანაც რთული იყო გამუდმებით მარხულობა. სწორედ იმ ეპოქაში აღსრულდა დავით მეფსალმუნის წინასწარმეტყველური სიტყვა „რამეთუ შენთჳს მოვწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი“ (რომაელთა მიმართ 8, 36). „ყველაზე მნიშვნელოვანი მრავალ სათნოებათაგან არის განსჯა“, ამბობს წმინდა ისააკ ასური. თუმცა, მოგვიანებით მოღილასა და კრიტოპულუს  წამება მოიხსენიებს მარხვას, რომელსაც მართლმადიდებლური ეკლესია აღიარებს. ყოველ შემთხვევაში, მთაწმინდელი მამები მაკრაკის მიმდევრებს ძალიან სდევნიან, თითქოსდა ასეთი გამოთქმაც კი გავრცელდა: „ფრესკაზე მაკრაკის მიმდევარი წმიდანიც რომ დაინახო, ისიც წაშალე“.

ყოველივე ეს იმიტომ  მოგწერეთ, რომ გაგეცნოთ ჩემი შინაგანი მე, რადგანაც მიჩვეული ვარ ვთქვა ის, რაც კი ჩემს გულშია. რაც შეეხება კავშირს, რომელიც აქვს მამა ა-ს მაკრაკის მიმდევრებთან, ჩემთვის უცნობია, თუ რა მიზანს ემსახურება იგი.  თავდაპირველად, ჰიტლერსაც ხომ ჰქონდა კომუნისტებთან კავშირი, იმ მიზნით, რომ ყველა მათგანისათვის მიეგნო და შემდგომ გასწორებოდა. ყოველ შემთხვევაში, მე მამა ა გულში მყავს. ვლოცულობ, რომ უფალმა გაუნათოს გონება ყველას ამ სამყაროში და ისინიც დაადგნენ ჭეშმარიტების შეცნობის გზას.

დასასრულ, იესო ქრისტესა და ღმრთისმშობლის უამრავ ლოცვას გიგზავნით.

თქვენი ქრისტესმიერი ძმა პაისი, ყველაზე უღირსი და ცოდვილი მონაზონი

წყარო: ღერონდა პაისი მთაწმიდელი, სწავლებანი და მიმოწერანი, გვ. 265-267, იესო ქრისტეს მეტამორფოზის გამომცემლობა, მილესი, 2007 წელი.

შინაარსი
სანიშნეები