Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ქალწულება და მონაზვნობა | PEMPTOUSIA

ქალწულება და მონაზვნობა

6 January 2018

ქორწინების გარდა, რომელიც ზრდასრული ადამიანისათვის წარმოადგენს წესს ცხოვრებისას თავისი ბუნების შესაბამისად, არსებობს ასევე ქალწულობა, რომელიც არის ზებუნებრივი (ანუ ადამიანურ ბუნებას აღმატებული) ცხოვრების წესი. როგორც ახალ აღთქმაში, ისე წმიდა მამათა სწავლებაში, ხაზგასმულია ქალწულობის უზენაესობა ქორწინებასთან შედარებით. თუმცა, ამგვარი შეფასება არ ეხება ქალწულობას, როგორც ასეთს, არამედ ის უფრო უკავშირდება იმ შესაძლებლობებს, რომელიც თავს იჩენს მორწმუნე ადამიანში მისი სულიერი სრულყოფილების ჟამს. როგორც აღნიშნავს წმიდა იოანე ოქროპირი: „ქალწულობა თავისთავად არც კარგია ვინმესთვის და არც ცუდი, არამედ ის ადამიანში სხვადასხვა მიდრეკილების შემსუსტებლად იქცევა ხოლმე“[1].

წყარო: asceticexperience.comქალწულობის წინ წამოწევით ადამიანი ექცევა სოციალური მიზანშეწონილობისა და ბიოლოგიური კანონზომიერების მაღლა, იგი განსაკუთრებით აცნობიერებს თავის თავისუფლებასა და აბსოლუტურ მნიშვნელობას. თუმცა, ამასთანავე ქალწულობის უპირატესობა, რა თქმა უნდა, არ აკნინებს ქორწინების მნიშვნელობას. ქორწინების მნიშვნელობის შეცნობა ხაზს უსვამს ქალწულობის უპირატესობას. და პირიქით, მისი უგულებელყოფა შეურაცხყოფს ქალწულობის სიდიდეს [2]. გარდა ამისა, თავად ქალწულიც ხომ თავის არსებობას ქორწინებას უნდა უმადლოდეს. და ბოლოს, ქორწინება რომ ცუდი ყოფილიყო, მაშინ ქალწულობა სავალდებულო იქნებოდა ყველა მორწმუნისათვის და იგი არ იქნებოდა აღქმული, როგორც განსაკუთრებული და ქარიზმატული მდგომარეობა.

ჭეშმარიტ ქალწულობას წინაპირობად უდევს ნებაყოფლობითი უარის თქმა ქორწინების უფლებაზე. ქორწინებაზე უარის თქმა შესაძლებელია მხოლოდ იმ ადამიანების მიერ, ვისაც გააჩნია შესაბამისი ქარიზმა: „არა ყოველთა დაიტიონ სიტყუაჲ ეგე, არამედ რომელთადა მიცემულ არს“ (მათე 19, 11) [3]. ხოლო კითხვაზე, თუ ვისთვის არის ის მიცემული, შემდეგი პასუხი არსებობს: მათთვის, ვინც ისურვა და ითხოვა მისი მიღება [4]. ვინც გაუაზრებლად (ზედაპირულად) აირჩევს ქალწულობის გზას, იგი თავის თავს სერიოზულ ფსიქიკურ და სულიერ განსაცდელში აგდებს. ეს კათოლიკე (იგულისხმება საერთო, უნივერსალური) ღვაწლი მისგან მოითხოვს ზეადამიანურ ძალისხმევას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ღმთის შემწეობითაა შესაძლებელი. და ბოლოს, ვინც ადგას ქალწულობის გზას და ქორწინებას არაკანონიერად მიიჩნევს, ისინი თავის თავზე ახალ სამართლებრივ ვალდებულებას იღებენ. თუმცა ქალწულობა აღემატება სამართალს, რადგან ის თავად ბუნებასაც კი აღემატება [5].  ღმერთს არ დაუწესებია ქალწულობა, მაგრამ მან ის დაადგინა, როგორც ღვაწლმოსილი მდგომარეობა. [6]. ქალწულობა, რომელიც ბუნებას აღმატებული გზაა, ამზადებს ადამიანს ზეციური სამეფოსათვის [7].

როგორც ქორწინებას, ისე ქალწულობას დიდ ყურადღებას უთმობს წმიდა პავლე მოციქული. და მიუხედავად იმისა, რომ იგი ქორწინების შესახებ ამგვარ სიტყვებს ამბობს: „საიდუმლოჲ ესე დიდი არს“ (ეფესელთა მიმართ 5, 32), აშკარა უპირატესობას მაინც ქალწულობას უთმობს, რომელსაც თავადაც იცავდა [8]. ქორწინება ადამიანს ამქვეყნიურ სამყაროსთან აკავშირებს, მაშინ როდესაც ქალწულობა დაუბრკოლებელს ხდის სულიერი თავისუფლებისაკენ მიმავალ გზას.

წმიდა გრიგოლ პალამა თავის ქმნილებაში „მონაზონი ქსენის მიმართ“ აანალიზებს იმ დაბრკოლებებს, რომელიც თან სდევს ქორწინებას და იმ ხელისშემშლელ ფაქტორებს, რომელიც ხელს გვიშლის რომ უზრუნველად და სრულყოფილად მივუძღვნათ საკუთარი თავი ღმერთს. და როდესაც იგი ერთმანეთს ადარებს ქორწინებასა და ქალწულობას ადამიანის ცხონებასთან მიმართებაში, მოკლედ აღნიშნავს: ? [9]. ქორწინებისაგან განსხვავებით, რომელიც მისი შედეგიდან, ანუ შობადობიდან გამომდინარე, ემსახურება სიკვდილს, ქალწულობა ზრდის ღობეს, რათა ის (ანუ სიკვდილი) ფართოდ არ გავრცელდეს [10], შესაბამისად, იგი წყვეტს სიკვდილზე მემკვიდრეობითი პასუხისმგებლობის გადაცემას. აქ კიდევ ერთხელ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ქალწული მარიამის მიერ იესო ქრისტეს დაბადების მნიშვნელობაზე. იმ შემთხვევაში, თუკი იესო ქრისტე ბუნებრივი გზით მოევლინებოდა ქვეყანას, იგი მემკვიდრეობით მიიღებდა სიკვდილზე პასუხისმგებლობას, ისევე როგორც ყველა ადამიანი. თუმცა იესო, როგორც ძე ქალწულისა, რომლის სახეშიც წყდება სიკვდილი, რომელიც მანამდე მის ყველა წინაპარზე ბატონობდა, არ იღებს მონაწილეობას სიკვდილზე პასუხისმგებლობაში, არამედ იგი ხდება ახალი ქმნადობის დასაწყისი, რადგანაც ამავდროულად, იგი უბრუნებს ადამიანს თავის თავდაპირველ, ქალწულებრივ ბუნებას [11].

რა თქმა უნდა, ქალწულობა ზღვარს უდებს სიკვდილს, თუმცა ამასთანავე, იგი არც ახალ სიცოცხლეს წარმოშობს. ეს ხდება სულიწმიდის მადლით. ისე როგორც ხორციელად შობის დროს, ადამიანს გადაეცემა ძალა, რომელიც ხრწნის დაბადებულს, ზუსტად ასევე სულით შობისას, ადამიანი მოიხვეჭს ძალას, რომელიც სიცოცხლეს ანიჭებს დაბადებულს [12]. როდესაც ქალწულობა მოთავსებულია ეკლესიის პერსპექტივაში, იგი სწორედ მაშინ მოიპოვებს თავის მიზანს. სწორედ ამიტომაც, ქალწულებრივ ცხოვრებას არ გააჩნია გადამწყვეტი მნიშვნელობა ეკლესიის გარეთ. ერეტიკოსები, რომელთაც ქალწულებრივად იცხოვრეს ქორწინების მიმართ არსებული ზიზღის გამო, არ არიან აღიარებულნი ეკლესიის მამების მიერ ჭეშმარიტ ქალწულებად, რადგანაც მათ არ ჰქონიათ სულიერი ქორწინება უფალ იესო ქრისტესთან [13].

[გაგრძელდება]

შინაარსი
სანიშნეები